ქორწინების სამართლებრივი რეგულირება

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

წინამდებარე სტატია ეხება საოჯახო სამართლის ერთ-ერთ ძირითად ინსტიტუტს – ქორწინებას. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად საქორწინო ურთიერთობებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. სტატიაში განხილულია ქორწინების იურიდიული ბუნება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები. ქორწინებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ის საწყისს იღებს კაცობრიობის დაბადებიდან. დღევანდელობაში ქორწინების ინსტიტუტის შესწავლა განპირობებულია საზოგადოებრივი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. აღნიშნული ინსტიტუტი შეიძლება მივიჩნიოთ ცოცხალ ორგანიზმად, რომელიც მოითხოვს განვითარებასა და დახვეწას დროის სხვადასხვა ეტაპზე. საოჯახო სამართლის წარსულში მოქმედმა სამართლის ნორმებმა თანამედროვეობაში ძალა დაკარგა. სოციუმის მოთხოვნების ზრდა ცვლილებას იწვევს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლებიც უზრუნველყოფს პირის უფლებას – იყოს სრულყოფილი საზოგადოების წევრი. მაშასადამე, ქორწინება არის რთული, სოციალურ ურთიერთობებზე აგებული ფენომენი, რომელიც თავისთავში მოიცავს სამართლებრივ სტადიებს: ქორწინების რეგისტრაცია, მეუღლეთა უფლება-მოვალეობანი
ქორწინების განმავლობაში, ქორწინების შეწყვეტა/განქორწინება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საოჯახო სამართლის ერთ-ერთ
ყველაზე მრავალწახნაგოვან ინსტიტუტს სწორედ აღნიშნული ინსტიტუტი წარმოადგენს. წარმოდგენილ სტატიაში ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობის წარმოჩენასა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების განხილვას შევეცდები. ცნობილია,
რომ საოჯახო სამართლის ინსტიტუტი ძალიან ფართოა. ამჟამად ჩემი ინტერესის სფეროს ქორწინების სამართლებრივი მოწესრიგება წარმოადგენს, ამისათვის გავაანალიზებთ არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს, მიმოვიხილავთ სასამართლო გადაწყვეტილებებს და გავიზიარებთ უცხო ქვეყნების პრაქტიკას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

ქორწინების სამართლებრივი რეგულირება. (2022). სამართალი და მსოფლიო, 8(22), 139-154. https://doi.org/10.36475/8.2.10
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

ქორწინების სამართლებრივი რეგულირება. (2022). სამართალი და მსოფლიო, 8(22), 139-154. https://doi.org/10.36475/8.2.10

##plugins.generic.shariff.share##