შპს-ის პარტნიორის სტატუსი და მისი მიღების ფორმები (შედარებითი სამართლებრივი ანალიზი)
##plugins.themes.bootstrap3.article.main##
ანოტაცია
შპს-ის პარტნიორის სტატუსი ახასიათებს პარტნიორის სამართლებრივ მდგომარეობას, მის სამართლებრივ მიმართებას სხვა პარტნიორებთან, შპს-სთან, შპს-ის ხელმძღვანელობასთან და მესამე პირებთან. შპს-ის პარტნიორის სამართლებრივი მდგომარეობა (მისი უფლებები და მოვალეობები) მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. მაგრამ მის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ აქტუალურია, ვინაიდან კანონმდებლობა მხოლოდ ზოგადი რეგულირებით შემოიფარგლება. შპს-ის პარტნიორის სტატუსის განხილვის სიმწირით ხასიათდება ასევე სასამართლო პრაქტიკა და სამეცნიერო ლიტერატურა.
სტატიის მიზანია შედარებითი სამართლებრივი ანალიზის გამოყენებით, განისაზღვროს შპს-ის პარტნიორის სტატუსის არსი, მისი წარმოშობის საფუძვლები და სამართლებრივი შედეგები. სტატიაში გაანალიზებულია შპს-ს პარტნიორის სტატუსის ცნება, შპს-ის პარტნიორობის სუბიექტები, შპს-ის წილის ცნება, პარტნიორის სტატუსთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები, შპს-ის პარტნიორის სტატუსის მიღების ფორმები და შპს-ის პარტნიორობის პერიოდი.
ქართული შპს-ის მომწესრიგებელი ნორმები გერმანული სამართლის ნორმების რეცეფციისა და ამერიკული სამართლის ნორმების გავლენის შედეგად შექმნილი ლოგიკური სინთეზის ინსტიტუტია. ამასთან დაკავშირებით წინამდებარე სტატიაში ძირითადად მოცემულია შპს-ის პარტნიორის სტატუსის ქართული და გერმანული სამართლის ნორმების და ასევე, გარკვეულწილად, აშშ-ის სამართლის ნორმების შედარებითი ანალიზი.
##plugins.themes.bootstrap3.article.details##
როგორ უნდა ციტირება
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .