ბავშვის მოსმენის უფლება სამოქალაქო სამართალწარმოებისას
##plugins.themes.bootstrap3.article.main##
ანოტაცია
ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა მუდმივი და უწყვეტი პროცესია, რომლის საფუძველი სამართლებრივად გამართული სისტემაა. ბავშვზე მორგებული სამართალწარმოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მის ჩართულობას გულისხმობს, რაც, ცხადია, ბავშვის მოსმენის უფლების სათანადო რეალიზებაში გამოიხატება. სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში ბავშვის უფლება - მოსმენილ იყოს - ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სასიცოცხლო კომპონენტია, რომელიც მათ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურ მონაწილეებად აღიარებს. სტატია იკვლევს ბავშვის მოსმენის უფლების ევოლუციას საერთაშორისო სამართლის სისტემაში, შესაბამისად, განიხილავს საერთაშორისო კონვენციებს, როგორიცაა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია და რეგიონულ დოკუმენტებს, რომლებიც აღიარებენ ბავშვის უფლებას მონაწილეობა - მიიღონ მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სტატია აანალიზებს სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედ საკანონმდებლო ჩარჩოს, მათ შორის, უფლების რეალიზების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკას. გარდა ამისა, სტატია განიხილავს სამართალწარმოების პროცესში ბავშვის მონაწილეობის მნიშვნელობას სამოქალაქო სამართალწარმოებაში, ხაზს უსვამს მის გავლენას, ერთი მხრივ, ბავშვის განვითარებასა და კეთილდღეობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხზე. სტატიაში განხილულია ბავშვის მოსმენის უფლების მიმართება საუკეთესო ინტერესების დაცვის სტანდარტთან, ხაზგასმულია, ბავშვებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას მულტიდისციპლინური მიდგომის აუცილებლობა. სტატია მიმოიხილავს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ პრაქტიკულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, აგრეთვე, უფლების შემზღუდველ ისეთ გარემოებებს, როგორიცაა ასაკი და სიმწიფე. სტატიაში რეკომენდაციების სახით შემოთავაზებულია ბავშვის მოსმენის უფლების უკეთ რეალიებისათვის საჭირო სამართლებრივი გზები.
##plugins.themes.bootstrap3.article.details##
როგორ უნდა ციტირება
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .