კეთილსინდისიერების პრინციპის ზეგავლენა დაზღვევის ხელშეკრულებაში
##plugins.themes.bootstrap3.article.main##
ანოტაცია
საკვლევი თემის მიზანს წარმოადგენს სადაზღვევო ურთიერთობებში კეთილსინდისიერებასთან და მის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეული შესწავლა და იმის გარკვევა, თუ რა სამართლებრივი თუ პრაქტიკული პრობლემები ჩნდება მისი შეუსრულებლობისას, შესაბამისად თემის მიზანს წარმოადგენს აღნიშნული პრობლემური საკითხების გაანალიზება, მათი წინ წამოწევა და შემდგომ უკვე მათი გადაჭრისა და მოგვარების შესაძლო გზების და რეკომენდაციების მოძიება და მკითხველისათვის შეთავაზება.1 კეთილსინდისიერება სამოქალაქო ბრუნვის პრინციპია, ამიტომ მისი სიმყარე და სტაბილურობა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. „კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა, რადგანაც კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებით და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებისადმი პატივისცემით მოპყრობას“2 შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ დაზღვევის ხელშეკრულება სამოქალაქო ხელშეკრულებების ერთ-ერთი სახეა, ბუნებრივია მასთან მიმართებითაც მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერების დაცვის ვალდებულება,3 თუმცა, ვფიქრობ, დაზღვევის შემთხვევაში კეთილსინდისიერების დაცვა კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს, რადგანაც დაზღვევის ხელშეკრულების ძირითიადი პრინციპი და არსი სწორედ მხარეთა უზენაეს ნდობაზეა დაფუძნებული, შესაბამისად, თუ არ იქნება დაცული კეთილსინდისიერების პრინციპი ხელშეკრულების მხარეთა მხრიდან, შესაძლოა საერთოდაც ეჭვქვეშ დადგეს დაზღვევის არსებობა.
##plugins.themes.bootstrap3.article.details##
სექცია
Articles
როგორ უნდა ციტირება
კეთილსინდისიერების პრინციპის ზეგავლენა დაზღვევის ხელშეკრულებაში. (2023). სამართალი და მსოფლიო, 9(27), 123-137. https://doi.org/10.36475/9.3.8
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
როგორ უნდა ციტირება
კეთილსინდისიერების პრინციპის ზეგავლენა დაზღვევის ხელშეკრულებაში. (2023). სამართალი და მსოფლიო, 9(27), 123-137. https://doi.org/10.36475/9.3.8