ამხანაგობის ქონებიდან წილის განკარგვის წესი

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ) 933-ე მუხლის პირველი ნაწილით აკრძალულია საერთო ქონებიდან წილის მესამე პირისათვის გადაცემა სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე. ამხანაგობის ხელშეკრულება წარმოადგენს ფიდუციურ ხელშეკრულებას, სადაც თითოეული მონაწილის პიროვნებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ერთ-ერთი მონაწილის მიერ საერთო ქონებიდან დანარჩენ მონაწილეთა თანხმობის გარეშე კუთვნილი წილის თვითნებურად განკარგვა
კი დაკავშირებულია ამ მონაწილის შეცვლასთან მისი წილის მყიდველით - გარეშე პირით. ე.ი. მონაწილე საერთო ქონებიდან სხვა პირს გადასცემს არა მარტო კუთვნილ წილს, არამედ ამხანაგობის
ხელშეკრულებაში მონაწილეობის უფლებასაც. ვფიქრობ, ერთ-ერთი მონაწილის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში, საჭირო არ უნდა იყოს სხვა (ყველა) მონაწილის თანხმობა, ვინაიდან ყველა ის უფლება-მოვალეობა, რაც ხელშეკრულებით დაკისრებული ჰქონდა წილის გამსხვისებელ მონაწილეს გადავა ახალ მონაწილეზე. ამდენად, მიმაჩნია, რომ სსკ-ის 933-ე მუხლის პირველ ნაწილში გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების გამოცდილება (საფრანგეთი, რუსეთი) ამხანაგობიდან წილის თავისუფლად განკარგვასთან დაკავშირებით, რადგან ამხანაგობის ხელშეკრულების მონაწილეები არ შეიზღუდონ საერთო ქონებიდან კუთვნილი წილის განკარგვაში. 

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

ამხანაგობის ქონებიდან წილის განკარგვის წესი. (2015). სამართალი და მსოფლიო, 1(1), 142-148. https://lawandworld.ge/index.php/law/article/view/29
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

ამხანაგობის ქონებიდან წილის განკარგვის წესი. (2015). სამართალი და მსოფლიო, 1(1), 142-148. https://lawandworld.ge/index.php/law/article/view/29

##plugins.generic.shariff.share##