ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა – შუქ-ჩრდილები
##plugins.themes.bootstrap3.article.main##
ანოტაცია
წინამდებარე თემა ეძღვნება ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი ფუნქციის - საკონსულტაციო დასკვნის გაცემის სამართლებრივ ასპექტებს. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საკონსულტაციო დასკვნის როგორც დადებით, ასევე იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც კონვენციის მე-16 დამატებით ოქმში იქნა გაცხადებული.
სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის ფუნქცია, რასაც კონვენცია გვთავაზობს, წარმოადგენს გზამკვლევს სამართლებრივ საკითხებში, ვინაიდან პოლიტიკურმა ორგანომ შეიძლება სწორად ვერ გადაწყვიტოს სამართლებრივი საკითხი. რაც შეეხება კონვენციის მე-16 ოქმით შემოტანილ სიახლეს - საქმის გადაწყვეტის პროცესში საკონსულტაციო დასკვნის გაცემას ეროვნული უმაღლესი იურისდიქციებისათვის - აღნიშნულმა შეიძლება შეზღუდოს ეროვნული სასამართლოების დამოუკიდებლობა და ისინი მოექცნენ სტრასბურგის სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გავლენის ქვეშ.
ამასთანავე, შეიძლება სტრასბურგის სასამართლო აღმოჩნდეს თავის მიერ გაცემული საკონსულტაციო დასკვნის მძევალი, ვინაიდან ეროვნული სასამართლოების მიერ საკონსულტაციო დასკვნის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია შემდგომში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდეს.
მაშასადამე, აღნიშნული ოქმის რატიფიკაცია ამცირებს ეროვნული იურისდიქციების დამოუკიდებლობის ხარისხს. აღნიშნული საკითხი ლეგიმეტრიული თვალსაზრისით ჯერ-ჯერობით არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული. წინამდებარე სტატია წარმოადგენს, სამართლებრივი მართლმზომელობის კონტექსტში, ამ რისკების მეცნიერულ დონეზე გაანალიზებას.
##plugins.themes.bootstrap3.article.details##
როგორ უნდა ციტირება
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .