საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის წინაპირობები საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ქვაკუთხედს წარმოადგენს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მხარეები იღებენ ვალდებულებას მათ შორის წარმოშობილი დავა გადასცენ ინსტიტუციურ ან ad hoc საარბიტრაჟო ტრიბუნალს. საარბიტრაჟო შეთანხმება არის ტრიბუნალის შექმნისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების პირველი ნაბიჯი. საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა იურისდიქციაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ იორკის 1958 წლის კონვენციის V.1.ა მუხლი განსაზღვრავს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი დასაშვებია თუ „მე-2 მუხლში მითითებული შეთანხმების მხარეები, მათ მიმართ მოქმედი კანონის მიხედვით, ქმედუუნარონი იყვნენ, ან საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია იმ სამართლის მიხედვით, რომელსაც მხარეებმა ეს შეთანხმება დაუქვემდებარეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას, იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც გამოტანილი იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა დამოკიდებულია იმ ფაქტზე თუ რამდენად უთითებს შეთანხმება კონკრეტულ საარბიტრაჟო ინსტიტუტზე. აღნიშნული მიდგომა არ შეესაბამება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონს და ნიუ ორკის კონვენციას. წინამდებარე სტატიის მიზანია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის კრიტიკული ანალიზი ნიუ იორკის კონვენციით გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის წინაპირობების მიხედვით. 

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის წინაპირობები საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით. (2017). სამართალი და მსოფლიო, 3(8), 36-46. https://lawandworld.ge/index.php/law/article/view/119

როგორ უნდა ციტირება

საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის წინაპირობები საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით. (2017). სამართალი და მსოფლიო, 3(8), 36-46. https://lawandworld.ge/index.php/law/article/view/119

##plugins.generic.shariff.share##