×

Cookie Consent

ავტორთათვის

  1. ჟურნალში განსახილველად მიიღება სამართლის დარგის აკადემიური პერსონალის, მკვლევარების, დოქტორანტებისა და პრაქტიკოსი იურისტების ნაშრომები.
  2. აუცილებელია ავტორის აფილაციის (აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, სამუშაო/სწავლის ადგილი) და საკონტაქტო მონაცემების (ქალაქი, ქვეყანა, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი) მითითება.
  3. სტატიები შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე თანაავტორობით.
  4. ერთი სტატიის ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს.
  5. თანაავტორის შემთხვევაში, მიეთითება საკონტაქტო პირი, რომელთანაც რედაქციას ექნება კომუნიკაცია, ამასთანავე, სავალდებულოა ყველა თანაავტორის საკონტაქტო ინფორმაციის და აფილაციის რედაქცისთვის მიწოდება.
  6. თანაავტორმა ჟურნალის ელექტრონულ ფოსტაზე უნდა დაადასტუროს სტატიის თანაავტორობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სტატიის გამოქვეყნების თხოვნა უარყოფილი იქნება.
  7. ავტორს უნდა შეეძლოს მითითება ნაშრომის რომელ ნაწილზეა პასუხისმგებელი მისი თანაავტორი.
  8. ავტორს/ავტორებს შესაძლებელია ჰყავდეთ დამხმარე, რომელსაც რაიმე ფორმით წვლილი შეაქვს ნაშრომის არა სამეცნიერო ნაწილში (ტექნიკური მხარდაჭერა, მონაცემთა შეგროვება, ასისტენტი წერაში, ენობრივი გასწორება, გადახედვა და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში იგი მიეთითება არა როგორც ავტორი, არამედ როგორც დამხმარე.
  1. წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური კვლევის შედეგი, პირველადი პუბლიკაციის სახით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნეული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული, იმავე ან სხვა ენაზე.
  2. მიუღებელია კომპილაციური და მიმოხილვითი ხასიათის ტექსტები, სადაც არ ჩანს ავტორის მიერ წარმოებული კვლევა, დასკვნითი და სარეკომენდაციო დებულებები.
  3. აუცილებელია ნაშრომის თანმიმდევრულობა და პრობლემის ანალიზი, ციტირების ობიექტურობა, გამოყენებული ლიტერატურის სიახლე და მრავალფეროვნება.
  4. ნაშრომში თავიდან უნდა იქნას აცილებული ფრაგმენტულობა, რამდენიმე თანაავტორის შემთხვევაში მათ კვლევები უნდა იყოს შერწყმული იმგვარად, რომ არ დაირღვეს სტატიის მთლიანობა და ერთიანი სტილი.
  5. კვლევის შედეგები უნდა იყოს მკაფიოდ, კეთილსინდისიერად და არა გაყალბების/შეუსაბამო მონაცემთა მანიპულაციის შედეგად მიღებული.
  6. ერთი კვლევა არ შეიძლება გაიყოს რამდენიმე ნაწილად ერთ ან რამდენიმე ჟურნალში გამოქვეყნების რაოდენობის გაზრდის მიზნით.
  7. ნაშრომში, შესაძლებელია, ავტორმა გააკრიტიკოს სხვა მეცნიერის ნაშრომი, თუმცა, დაუშვებელია პიროვნული კრიტიკა.
  8. დაუშვებელია ავტორმა გამოიყენოს სიძულვილის ენა, ეთნიკური და რელიგიური შუღლის მაპროვოცირებელი, ასევე, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ფრაზები. ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატია არ შეიძლება იყოს დისკრიმინაციული ხასითის.
  9. გამოსაქვეყნებელ ნაშრომში დაუშვებელია პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინება. ავტორმა უნდა უზრუნველყოს ნაშრომში მოცემული ინფორმაციის ზუსტი წყაროს მითითება.
  10. თუ ავტორი იყენებს ცხრილებს, დიაგრამებს, დამუშავებულ სტატისტიკებს ან ტექსტებს, რაც უკვე გამოქვეყნებულია სხვაგან, ვალდებულია აიღოს ნებართვა ამ მასალის საავტორო უფლების მფლობელისგან. ამ ინფორმაციის მითითება უნდა მოხდეს სტატიის სქოლიოში.
  1. ჟურნალი ფლობს საერთაშორისო ლიცენზიას: CC BY-SA – რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელს აქვს საშუალება – გამოიყენოს, შეუთავსოს და განავითაროს მისგან ახალი იდეა, თუნდაც კომერციული მიზნებით, ამავე ლიცენზიის პირობებით.
  2. მომხმარებელს შეუძლია ჟურნალის სტატიების სრული ტექსტები იხილონ, წაიკითხონ, გადმოწერონ, დააკოპირონ, გააზიარონ და დაბეჭდონ რეგისტრაციისა და გამომცემლის ან/და ავტორის წინასწარი ნებართვის მოთხოვნის გარეშე.
  3. ავტორი ინარჩუნებს საავტორო უფლებას ნაშრომზე და ჟურნალს ანიჭებს პირველადი გამოქვეყნების შესაძლებლობას. სტატიას იმავდროულად ენიჭება Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License. აღნიშნული ლიცენზია იძლევა მისი შემდგომი გამოყენების უფლებას, ავტორისა და თავდაპირველი გამომცემლის მითითებით.
  4. ავტორს შეუძლია არაექსკლუზიურად გაავრცელოს ჟურნალში გამოქვეყნებული ვერსია, (მაგ: განათავსოს ინსტიტუციონალურ საცავში ან გამოაქვეყნოს წიგნში) თავდაპირველი გამოქვეყნების წყაროს მითითებით.
  5. ავტორებს უფლება აქვთ გადაამუშავონ საკუთარი ნაშრომები, თუმცა მათ ევალებათ, რომ ჟურნალი მიუთითონ როგორც პირველადი გამოცემის წყარო.

ზუსტად და კომპაქტურად გამოხატავს ნაშრომის მთავარ პრობლემას, ქმნის წარმოდგენას ნაშრომის შინაარსზე და აღძრავს დასმული პრობლემის შესახებ ინტერესს. სათაურში სიტყვების მაქსიმალური რაოდენობაა 20 ერთეული. სათაურზე ავტორის შენიშნვა აღინიშნება ფიფქით, ფურცლის ბოლოში განმარტებით.

ავტორის სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, სამუშაო/სწავლის ადგილი, ქალაქი, ქვეყანა.

ნაშრომს ახლავს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7 საძიებო სიტყვა, რომელიც მეტ-ნაკლებად ასახავს ნაშრომის სამეცნიერო დისციპლინისადმი კუთვნილებას და მასში განხილულ ძირითად კონცეფციებს. არ გამოიყენება აბრევიატურები, ასევე, ზოგადი და რამდენიმე კონცეფციის მომცველი სიტყვა. საძიებო სიტყვის მეშვეობით ხდება შესაბამისი სტატიის მოძებნა.

აბსტრაქტი წინ უძღვის სტატიას და აღწერს განსახილველ თემას. მასში მოცემულია იმ ძირითადი საკითხების შეჯამება, რასაც სტატიაში ავტორი მიმოიხილავს. იგი მოკლედ და ზუსტად გადმოსცემს ნაშრომის შინაარსს იმგვარად, რომ მკითხველისათვის მეცნიერული პრობლემატიკა პუბლიკაციის წაკითხვის გარეშე გახდეს გასაგები. აბსტრაქტის მიზანია გადააწყვეტინოს მკითხველს არის თუ არა მოცემული მასალა მისთვის საინტერესო, რატომ უნდა წაიკითხოს და რა კითხვებზეა კვლევაში პასუხი გაცემული. აბსტრაქტი შეიცავს 150 – 250 სიტყვას.

ავტორმა შეიძლება გამოაგზავნოს აბსტრაქტის ვიდეო ვერსიაც, რომელიც განთავსდება სტატიასთან ერთად. ვიდეო აბსტრაქტი უნდა იყოს მხოლოდ ინგლისურ ენაზე. იგი ავტორს საშუალებას აძლევს გადმოსცეს თავისი ნაშრომის შინაარსი ვიზუალური ფორმით. ვიდეოს ხანგძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ვიდეო აბსტრაქტის გამოგზავნა ხდება „გამოაგზავნეთ სტატიის“ ველზე პროგრამული ატვირთვით. აბსტრაქტის ვიდეო ფაილის სახით გადმოგზავნა არ არის სავალდებულო და ხდება ავტორის სურვილის მიხედვით.

შესავალში ყურადღება მახვილდება შესასწავლი საკითხის აქტუალობაზე, კვლევის საგანზე, დასახულ მიზანზე, ამოცანებსა და ეტაპებზე. მნიშვნელოვანია პრობლემის დანახვა და საკითხის მკაფიოდ დასმა.

ტექსტის ძირითად ნაწილში წარმოდგენილია თემის შინაარსი, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კვლევის აღწერასა და შედეგების ანალიზს, თავად კვლევის პროცესსა და თანმიმდევრულ მსჯელობას, რომლის შედეგადაც კეთდება თეორიული დასკვნები, შუალედური შედეგები და საერთო დასკვნის დასაბუთება.

ტექსტის ძირითადი ნაწილი იყოფა სტრუქტურებად (თავი/ქვეთავი, პარაგრაფი და ა.შ.), რაც უფრო ადვილად აღსაქმელს გახდის სტატიას.

წარმოადგენს ტექსტის ძირითადი ნაწილის გაგრძელებას. იგი მკაფიოდ და ლაკონურად აჯამებს კვლევის შედეგებს, წარმოაჩენს მოცემული კვლევის მთავარ არსს, მეცნიერულ სიახლესა და მის ღირებულებას, აღწერს ძირითად მიგნებებსა და შესაძლო რეკომენდაციებს, ქმნის კვლევის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივასა და იტერესს.

სქოლიო (დამოწმებული ლიტერატურა, შენიშვნები, ავტორისეული განმარტებები და მითითებები) უნდა განთავსდეს ტექსტში გვერდების ბოლოს (გამოქვეყნების ენაზე), ხოლო ტექსტის ბოლოს ინგლისურ ენაზე დანომრილი სახით. ინგლისური ტექსტის შემთხვევაში სქოლიო კეთდება მხოლოდ გვერდების ბოლოს და დამატებით ტექსტის ბოლოს განთავსება აღარ არის საჭირო.

სქოლიოში დამოწმებული ლიტერატურა უნდა მიეთითოს ციფრებით, ხოლო ავტორისეული შენიშვნები და განმარტებები ფიფქით, რომელიც არ დაინომრება.

თუ სტატიის ტექსტში ერთ გვერდზე, ერთი და იგივე წყარო ერთმანეთის მიყოლებით არის მითითებული, ამ წყაროს მონაცემები ხელახლა აღარ მიეთითება და იწერება მხოლოდ მითითება – „იქვე“ კონკრეტული გვერდის მითითებით.

სქოლიო უნდა გაფორმდეს APA სტილის მიხედვით. იხილეთ ნიმუში:

დამატებით APA სტილის შესახებ იხილეთ ბმული:

ბიბლიოგრაფია წარმოდგენილია კონსოლიდირებული, დანომრილი სახით ტექსტის ბოლოს გამოქვეყნების და ინგლისურ ენაზე. ბიბლიოგრაფია გთავაზობთ იდეის ფონს ან დამატებით საკითხავს და მოიცავს არა მარტო იმ წყაროებს, რომელიც დამოწმებულია ნაშრომში, არამედ იმ ავტორთა შრომებს, რომლებიც არ არის ციტირებული, მაგრამ გამოყენებულია, როგორც მსჯელობის გასავითარებელი მასალა. იგი მოიცავს აგრეთვე აღწერით ჩანაწერებს, ნორმატიული აქტებს, სასამართლო გადაწყვეტილებებს და ა.შ.

ბიბლიოგრაფიაში არაინგლისურენოვანი წყაროებს, რომლებიც ინგლისურად უნდა ითარგმნოს, ბოლოს მიეთითება გამოქვეყნების ენა, მაგ: in Georgian ან in German.

მიზანშეწონილია, ბიბლიოგრაფიაში მკაფიოდ გაიმიჯნოს: გამოყენებული ნორმატიული მასალა, სასამართლო გადაწყვეტილებები, სამეცნიერო ლიტერატურა და სხვა დამხმარე მასალები (მაგ. ცნობარი, ლექსიკონი და ა.შ.).

ტექსტში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დანართი შესაბამისი დასათაურებით და დანომრილი სახით (ცხრილები, გრაფიკები, მცირე ზომის სურათები, ნახატები, ხელნაწერები, კითხვარები და ა.შ.). დანართის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როცა იგი ამყარებს მსჯელობას და მკითხველი მისი საშუალებით მიიღებს დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ საკითხზე, აღნიშნული მონაცემები კი იმდენად მრავლისმომცველია, რომ ძირითად ტექსტში მათი მითითება კითხვას გაართულებს.

წარმოდგენილი ნაშრომის მოცულობა მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს 25 გვერდს (Word Windows), დაახლოებით 40 000 სიტყვა, ბიბლიოგრაფიის, სქოლიოსა და დანართის ჩათვლით. დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 25 გვერდზე მეტს, დაუბრუნდება ავტორს შესამოკლებლად.

სტატია აკრეფილი უნდა იყოს A4 ფორმატზე; ფონტის ზომა 11; სქოლიოში ფონტის ზომა 10, გამოყენებული შრიფტი ქართული – Sylfaen, ინგლისური / ფრანგული / გერმანული / ესპანური – Arial/Times New Romans. სქოლიოში გამოყენებული შრიფტი: ტექსტის შესაბამისი; სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5; კიდეების ზედა და ქვედა ზღვარი 2.5 სმ, მარცხნივ და მარჯვნივ 2.5 სმ.

  1. ტექსტის აგებულების ყველა ზემოთ აღწერილი ნაწილი სავალდებულოა, გარდა ვიდეო აბსტრაქტისა და დანართისა.
  2. ავტორმა უნდა უზრუნველყოს რედაქციისათვის დასრულებული, ტექნიკური და ენობრივი თვალსაზრისით გამართული ტექსტის მიწოდება.
  3. სარედაქციო კოლეგია არ განიხილავს ნაშრომის გამოქვეყნების საკითხს, რომელიც „სამართალი და მსოფლიოს“ მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული.
  4. გამოქვეყნების შემთხვევაში, სტატია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მკითხველისთვის და ამის თაობაზე ავტორთან რაიმე დამატებითი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო.
  5. სტატიის მიღება ხდება ჟურნალის ვებ-გვერდზე პროგრამული ატვირთვით. იხ. - გამოაგზავნეთ სტატია.
  6. თითოეული სტატია გადის ტექსტის პროფესიონალური შესწორების პროცესს.
  7. გამოქვეყნების შემდგომ შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური უზუსტობების გასწორება ავტორის შენიშვნის საფუძველზე.
  1. ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოში“ სტატიის გამოსაქვეყნებლად სავალდებულოა ორი პირის ფარული რეცენზია.
  2. რეცენზენტს თითოეული სტატიისთვის ირჩევს მთავარი რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრებთან კონსულტაციის გზით.
  3. რეცენზენტს არ აქვს ინფორმაცია ვის ნაშრომს ამოწმებს, ხოლო სამეცნიერო ნაშომის ავტორს არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყოს მისი ნაშრომის რეცენზენტი.
  4. რეცენზენტები არიან მსოფლიოს სხვადასვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური შრომები სრულ თანხვედრაშია სტატიის შინაარსთან.
  5. ნაშრომი ქვეყნდება ორი დადებითი რეცენზიის საფუძველზე.
  6. იმ შემთხვევაში თუ ნაშრომი მიიღებს ერთ დადებით და ერთ უარყოფით რეცენზიას, ნაშრომი ეგზავნება მესამე რეცენზენტს, რომლის შეფასებაც წყვეტს გამოქვეყნების საკითხს.
  7. სტატიის შეფასების პროცესი გრძელდება 2-3 კვირა სტატიის მიღებიდან, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში, იგი შეიძლება გახანგრძლივდეს გონივრული ვადით რეცენზეტის მოთხოვნის შესაბამისად.
  8. რეცენზენტი:
    1. რეკომენდაციას უწევს ნაშრომის არსებული სახით გამოქვეყნებას (დადებითი რეცენზია).
    2. არ უწევს რეკომენდაციას ნაშრომის გამოქვეყნებას (უარყოფითი რეცენზია).
    3. ნაშრომი არის სამეცნიერო ღირებულების კვლევის შედეგი, მაგრამ რეცენზენტს აქვს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და ავტორს აძლევს ნაშრომის გადახედვის შესაძლებლობას კონკრეტული შენიშვნებითა და მითითებებით.
  9. დადებით რეცენზიად ითვლება, თუ რეცენზენტი ნაშრომს შეაფასებს მინიმუმ 70 ქულით შეფასების ფორმის შესაბამისად.
  10. 70 ქულაზე დაბალი შეფასების შემთხვევაში რეცენზენტი იძლევა უარყოფით რეცენზიას ან ავტორს აძლევს შესწორების რეკომენდაციას კონკრეტული შენიშნვებითა და მითითებებით.
  11. რეცენზენტის მიერ შენიშვნების და მითითებების შემთხვევაში რედაქცია ავტორს სთავაზობს არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებას ან თავისი პოზიციის დასაბუთებას. თანხმობის შემთხვევაში, ავტორს, მაქსიმუმ 2 თვის ვადაში მოჰყავს შესაბამისობაში ნაშრომი წარდგენილ რეკომენდაციებთან. რედაქტირებულ ტექსტზე საბოლოო რეცენზიას აკეთებს იგივე რეცენზენტი.
  12. სარეკომენდაციო რეცენზიის/შენიშნვების შემთხვევაში, საჭიროა თითოეული თანაავტორის დასტური განხორციელებული ცვლილების შესახებ.
  13. თუ ავტორი არ ეთანხმება რეცენზენტის შენიშვნებს, მის დასაბუთებულ პოზიციას განიხილავს სარედაქციო კოლეგია, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სტატიის გამოქვეყნების ან უარყოფის შესახებ.
  14. სარედაქციო კოლეგია ნაშრომის გამოქვეყნების გადაწყვეტილებას იღებს ორი დადებითი რეკომენდაციის გათვალისწინებით, თუმცა ეს არ იძლევა ნაშრომის გამოქვეყნების სრულ გარანტიას, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას გამოქვეყნების შესახებ იღებს სარედაქციო კოლეგია.
  1. სტატიები შეიძლება წარმოდგენილ იქნას ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ან ესპანურ ენებზე, მაგრამ არა მათი შერევით.
  2. სტატიის აგებულების ყველა ნაწილი თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც სტატიის ენაზე, ასევე ინგლისურად, გარდა ტექსტისა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა), რომელიც შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას მხოლოდ სტატიის ენაზე.
  1. პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინება მიიჩნევა არაეთიკურ და მიუღებელ ქცევად. ავტორმა უნდა უზრუნველყოს საკუთარ ნაშრომში გამოყენებული წყაროების სათანადოდ და ზუსტად მითითება.
  2. შემოსული სტატია, ტექნიკური პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, გადის პლაგიატის (შინაარსის უნიკალურობის) შემოწმებას ელექტრონული პროგრამის Turnitin-ის მეშვეობით.
  3. Turnitin-ის პროგრამის მეშვეობით დგება ანგარიში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას იმ დოკუმენტების შესახებ, რომლებთანაც შესამოწმებელი დოკუმენტი ამჟღავნებს მსგავსებას.
  4. ვინაიდან, Turnitin-ის პროგრამის მეშვეობით ვლინდება მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში არსებული მონაცემების იდენტიფიკაცია, შესაბამისად, იგი სრულად ვერ უზრუნველყოფს პლაგიატის სხვადასხვა სახის დადგენას, მაგ. პერიფრაზირებული პლაგიატი და ა.შ. ამიტომ Turnitin-ის პროგრამაში შემოწმების შემდეგ, ხდება სამეცნიერო ნაშრომის ორმაგი ფარული რეცენზირება „სამართალი და მსოფლიოს“ დადგენილი წესების მიხედვით.
  5. რეცენზენტი გარდა სტატიის სამეცნიერო ღირებულებისა, აწარმოებს დაკვირვებას არსებობს თუ არა რაიმე არსებითი მსგავსება აღნიშნულ თემაზე გამოქვეყნებულ სხვა მეცნიერთა ნაშრომებში.
  6. პლაგიატის რაიმე ფორმის აღმოჩენის შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია საკითხს განიხილავს „სამართალი და მსოფლიოს“ ეთიკის კოდექსის შესაბამისად.
  7. პლაგიატად მიჩნევა:
    • სხვა ავტორის ნაშრომის, იდეის, ფორმულის და ა.შ. ნებისმიერი ფრაგმენტის სიტყვა-სიტყვით კოპირება და საკუთარ იდეად გასაღება (პირდაპირი პლაგიატი).
    • რამდენიმე ავტორის ფრაზების კომპილაცია, როდესაც მითითებულია ავტორი, მაგრამ ტექსტის კითხვისას შეუძლებელია გარჩევა, სად სრულდება ნაწერის ავტორის ორიგინალური მოსაზრება და სად არის ჩასმული ციტატები (მოზაიკური პლაგიატი).
    • სხვა ავტორის ნამუშევარში გამოყენებული სიტყვების სინონიმებით შეცვლა ტექსტის ძირითადი სტრუქტურისა და შინაარსის შეუცვლელად, სიტყვათა თანმიმდევრობის ცვლილება წინადადებაში, ტექსტის გარკვეული მონაკვეთის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა (პერიფრაზირებული პლაგიატი).
    • ავტორების ან წყაროების მითითებისას მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამორჩენა ან არევა, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს დაუდევრობით (დაუდევრობითი პლაგიატი).
    • ნაშრომში გამოყენებული სხვა პირისგან მიღებული დახმარების დამალვა, ჯგუფური პროექტის მხოლოდ საკუთარ ნამუშევრად წარმოჩენა.
    • ნაშრომის ან მისი ნაწილის სხვა პირისაგან შეძენა და საკუთარ ნაშრომად წარმოჩენა.
    • საკუთარი ძველი ნაშრომის ახლად წარმოჩენა (თვითპლაგიატი).
    • სხვათა ზეპირად გამოთქმული იდეების, აზრების, თეზისების (რომლებიც არსად გამოქვეყნებული არ არის) მისაკუთრება (ლექცია, მოხსენება, სემინარი, სიმპოზიუმი, ტრენინგი, სადისკუსიო შეკრება და ა.შ).
  1. ჟურნალში „სამართალი და მსოფლიო“ სტატიის გამოსაქვეყნებლად ნაშრომების შერჩევა ხდება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცხადებული ღია კონკურსის წესით.
  2. გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დასაშვებია პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, სოციალური ქსელის ან სხვა არხების მეშვეობით.
  3. წელიწადში გამოიცემა ჟურნალის ოთხი გეგმიური ნომერი: მარტში, ივნისში, სექტემბერში და დეკემბერში.
  4. შესაძლებელია დამატებითი ნომრის გამოცემა წლის ნებისმიერ დროს.
  5. სტატიის წარმოდგენის ვადები თითოეული გეგმიური ნომრისთვის ცხადდება მინიმუმ ორი თვით ადრე.
  6. გეგმიური ნომრის ელექტრონული ვერსია ოფიციალურ ვებ-გვერდზე აისახება გამოცემის თვის ბოლო რიცხვში, ხოლო ბეჭდური ვერსია შესაძლებელია გამოიცეს მოგვიანებით, მაგრამ არაუმეტეს ორი კვირისა ელექტრონული ვერსიის გამოცემიდან.


For Authors - Journal Law and World