საკონტაქტო ინფორმაციის მნიშვნელობა სასესხო ურთიერთობისას

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გვთავაზობს სასესხო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს. საქართველოში სასესხო
ურთიერთობა აქტიურად გამოიყენება მომხმარებელსა და საკრედიტო ორგანიზაციას შორის ურთიერთობისას. ამ ურთიერთობის პროცესში ბევრ დარღვევას აქვს ადგილი. ამასთან, სასესხო ურთიერთობა ბევრი თავისებურებით ხასიათდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს – რა ეთიკური ვალდებულებები შეიძლება გააჩნდეს ამა თუ იმ საკრედიტო ორგანიზაციას მომხმარებლის წინაშე და საკანონმდებლო დონეზე როგორ უნდა იქნეს იგი მოწესრიგებული.
  ეთიკურ ვალდებულებებზე საუბრისას უნდა განვიხილოთ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N14/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი“, რომელიც უახლოეს საკანონმდებლო ცვლილებას წარმოადგენს სასესხო ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებში, რაც წინამდებარე სტატიის ანალიზისა და განხილვის მთავარი საგანია.
  სასესხო ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საკონტაქტო ინფორმაციის სწორად გამოყენება ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან. პრაქტიკაში ამ ინფორმაციის გამოუყენებლობამ შესაძლოა მსესხებლისათვის მნიშვნელოვან ზიანამდე
მიგვიყვანოს.
  წინამდებარე სტატიაში განხილულ იქნება უახლოესი საკანონმდებლო ცვლილებები სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებში და იგი დეტალურად განიხილავს – რა პრობლემის მოგვარებას შეიძლება შეუწყოს ხელი ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან კომუნიკაციის სწორი მეთოდების გამოყენებამ. ამასთან, პრობლემის სახით განიხილება საკონტაქტო ინფორმაციის სწორად განსაზღვრის მნიშვნელობა სასესხო ურთიერთობისას და შემოთავაზებულ იქნება მისი გადაჭრის გზები.

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

საკონტაქტო ინფორმაციის მნიშვნელობა სასესხო ურთიერთობისას. (2022). სამართალი და მსოფლიო, 8(22), 155-162. https://doi.org/10.36475/8.2.11
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

საკონტაქტო ინფორმაციის მნიშვნელობა სასესხო ურთიერთობისას. (2022). სამართალი და მსოფლიო, 8(22), 155-162. https://doi.org/10.36475/8.2.11

##plugins.generic.shariff.share##