წამების დეფინიცია და მნიშვნელობა სისხლის სამართლის კოდექსში

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

წამების დანაშაული მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის დაცულობის სტანდარტი განსაკუთრებით მაღალია. მისი სისხლის სამართლებრივი მნიშვნელობა საყურადღებოა ადამიანის ძირითადი და ფუნდამენტური უფლებების დაცვის ფონზე. ადამიანის ღირსება აბსოლუტურად დაცული, ხელშეუვალი სამართლებრივი სიკეთეა, რომელსაც იცავს როგორც საერთაშორისო კანონმდებლობა, ისე კონსტიტუცია. მეორე მსოფლიო ომიდან დაწყებული, საერთაშორისო ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ წარმოდგენილი დანაშაულის მომწესრიგებელი ნორმების ჩამოყალიბებას, რადგან წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულის სისასტიკე და გავრცელების მასშტაბები მსოფლიოში საკმაოდ მაღალია.


დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის, აუცილებელი გახდა წამების დანაშაულის დეფინიციის, მნიშვნელობისა და არსის შესწავლა. მას გადამწყვეტი როლი აქვს სამართლებრივი სიკეთის დაცვის თვალსაზრისით. საერთაშორისო კანონმდებლობისა და ისტორიული ასპექტების შესწავლა კი საშუალებას იძლევა, უკეთ გავაანალიზოთ წამების დანაშაულის სისხლის სამართლებრივი  მნიშვნელობა და გამოვკვეთოთ პრობლემური საკითხები, რაც დანაშაულის კვალიფიკაციისთვის  გადამწყვეტია.


წარმოდგენილ სტატიაში კომპლექსურად იქნება გამოკვლეული როგორც წამების დანაშაულის საერთაშორისო კონვენციური მნიშვნელობა, ასევე, საქართველოს კონსტიტუციური და სისხლისსამართლებრივი დეფინიცია. გაანალიზდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საქართველოსა და საერთაშორისო ნორმებთან მიმართებით, მოხდება მუხლში არსებული ხარვეზებისა და პრობლემების ნათლად გამოკვეთა. პრაქტიკული ანალიზის საფუძველზე  დადგინდება და ობიექტურად წარმოჩინდება საკვლევი თემის აქტუალურობა.

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

წამების დეფინიცია და მნიშვნელობა სისხლის სამართლის კოდექსში. (2024). სამართალი და მსოფლიო, 10(29), 96-113. https://doi.org/10.36475/10.1.8
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

წამების დეფინიცია და მნიშვნელობა სისხლის სამართლის კოდექსში. (2024). სამართალი და მსოფლიო, 10(29), 96-113. https://doi.org/10.36475/10.1.8

##plugins.generic.shariff.share##