არასრულწლოვანის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის თავისებურებები

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

სახელმწიფოს მასშტაბით მოქმედი  კანონმდებლობის  მუდმივი სრულყოფა, მით უფრო იმ პირობებში,  როდესაც საკითხი არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვას ეხება,     საჯარო და კერძო  ინტერესების გამოხატულებად უნდა შეფასდეს. სამოქალაქო ბრუნვის თითოეული მონაწილის და, მათ შორის,  არასრულწლოვანთა  კეთილდღეობა ხომ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული    საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე, რომლის  სწორი ფორმირება და ამოქმედება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლის სუბიექტთა ინტერესთა დაკმაყოფილების  გარანტიებს ქმნის.  სამართლის თანამედროვე სისტემებში სამართლის თითოეულ სუბიექტს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, მოახდინოს  ნორმათა ანალიზი და, საჭიროებისამებრ, გამოიყენოს  უფლების დაცვის საშუალებანი. ამის მიუხედავად,   საქართველოში საკითხის მატერიალურსამართლებრივი მოწესრიგება,  ისევე როგორც შესაბამისი მიმართულებით საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით  საკითხის  გადაწყვეტის სწრაფი და ხელმისაწვდომი ფორმების შეთავაზების უზრუნველყოფა,    გამოწვევად რჩება. 


ამიტომ მნიშვნელოვნად მიიჩნევა  საქართველოს  სამოქალაქო კოდექსის   იმ ნორმათა   სრულყოფა, რომლებიც  ზრდის არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ნორმების  არაერთგვაროვანი ინტერპრეტირების რისკებს.       აღნიშნული მნიშვნელოვნად განაპირობებს  როგორც  საკანონმდებლო ხარვეზების, აგრეთვე, პრაქტიკაში არსებული  ბუნდოვანების აღმოფხვრას.  ამასთან,  არასრულწლოვანთა ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით საერთაშორისო განვითარების ტენდენციებთან ჰარმონიზირებული საპროცესოსამართლებრივი რეგულირების არსებობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს     ერთიანი სასამართლო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

არასრულწლოვანის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის თავისებურებები. (2024). სამართალი და მსოფლიო, 10(29), 80-95. https://doi.org/10.36475/10.1.7
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

არასრულწლოვანის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის თავისებურებები. (2024). სამართალი და მსოფლიო, 10(29), 80-95. https://doi.org/10.36475/10.1.7

##plugins.generic.shariff.share##