ჟურნალის შესახებ
ჟურნალის პროფილი
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო, რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო“ (სდმ) წარმოადგენს სამართლებრივი კვლევებისათვის განკუთვნილ სტაბილურ აკადემიურ პლატფორმას, რომელიც გამოიცემა როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ ფორმატში და ორიენტირებულია მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომების გამოქვეყნებაზე საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისად.
ჟურნალი ღიაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან თანამშრომლობისთვის. სტატიების მიღება და გამოქვეყნება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი აკმაყოფილებს ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოს“ რედაქციულ პოლიტიკას, აკადემიურ სტანდარტებსა და რეცენზირების მოთხოვნებს.
მიზნები და თემატური სფეროები
სამართალი და მსოფლიოს მიზანია სამართლის სფეროში სამეცნიერო ცოდნის განვითარებისა და გავრცელების ხელშეწყობა. ჟურნალი ემსახურება საერთაშორისო აკადემიური დიალოგის გაღრმავებას, სამართლებრივი კვლევების ინტერნაციონალიზაციას და სხვადასხვა იურისდიქციის სამართლებრივი გამოცდილებისა და პრაქტიკის შედარებითი ანალიზის განვითარებას.
ჟურნალი აქვეყნებს საერთაშორისო და შედარებითი ხასიათის კვლევებს საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების, კონსტიტუციონალიზმისა და სამართლის უზენაესობის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, კერძო სამართლის თანამედროვე გამოწვევებისა და ციფრული სამართლის სფეროებში.
ჟურნალი ასევე მიესალმება სამართლის სხვა სფეროებში შესრულებულ კვლევებს, თუ ისინი საერთაშორისო ან შედარებითი სამართლის კონტექსტშია განხორციელებული და ეხმიანება თანამედროვე საერთაშორისო აკადემიური დისკუსიის აქტუალურ საკითხებს.
ერთი იურისდიქციის სამართლებრივ საკითხებზე კონცენტრირებული ნაშრომები განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მკაფიოდ წარმოაჩენენ კვლევის შედეგების საერთაშორისო მნიშვნელობას, შედარებით ღირებულებას ან სხვა სამართლებრივ სისტემებში მათი გამოყენებისა და განზოგადების პოტენციალს.
ინტერდისციპლინური მიდგომა
ავტორებს შეუძლიათ გაამდიდრონ თავიანთი სამართლებრივი ანალიზი სხვა დარგების ცოდნის გამოყენებით (მაგალითად, ფილოსოფია, ეკონომიკა, პოლიტოლოგია, საჯარო მმართველობა, ტექნოლოგიური კვლევები), იმ პირობით, რომ სამართლებრივი ანალიზი კვლევის ცენტრალურ და დომინანტურ ელემენტად დარჩება.
საავტორო უფლება
საავტორო უფლებები დაცულია Creative Commons ბაზაში CC BY-SA 4.0 ლიცენზიით. მკითხველს შეუძლია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, თავისუფლად გაეცნოს, ჩამოტვირთოს, ასლი გადაიღოს, გაავრცელოს, ამობეჭდოს, იკვლიოს და გამოიყენოს სტატიის სრული ტექსტი რეგისტრაციისა და გამომცემლის ან/და ავტორის წინასწარი ნებართვის მოთხოვნის გარეშე.
ავტორი ინარჩუნებს საავტორო უფლებას ნაშრომზე და ჟურნალს ანიჭებს პირველადი გამოქვეყნების შესაძლებლობას. სტატიას იმავდროულად ენიჭება Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License. აღნიშნული ლიცენზია იძლევა მისი შემდგომი გამოყენების უფლებას, ავტორისა და თავდაპირველი გამომცემლის მითითებით.
ავტორებს უფლება აქვთ გადაამუშავონ საკუთარი ნაშრომები, თუმცა მათ ევალებათ, რომ ჟურნალი მიუთითონ როგორც პირველადი გამოცემის წყარო.
ღია წვდომა
„სამართალი და მსოფლიო“ სრულად აღიარებს ღია წვდომის პოლიტიკას, იმ მოტივით, რომ კვლევის თავისუფლად ხელმისაწვდომობამ საზოგადოებას ცოდნის უფრო გლობალურად გაცვლის საკითხში შეუწყოს ხელი.
ჟურნალი მკითხველს მსოფლიო მაშტაბით ნაშრომების უფასო, მყისიერ და მუდმივ წვდომას, ხოლო ავტორებს გამოქვეყნებული სტატიების ფართოდ გავრცელებას და მათ საერთაშორისო რეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში და ციფრულ საცავებში განთავსებას სთავაზობს.
ავტორებს ეძლევათ საშუალება განათავსონ თავიანთი მასალების ყველა ვერსია - გაგზავნილი ვერსია (preprint), მიღებული ვერსია (postprint) და გამოქვეყნებული ვერსია (version of record) - სასურველ ინსტიტუციურ, თემატურ ან პირად რეპოზიტორიაში. ნაშრომების განთავსებაზე არ ვრცელდება ემბარგოს პერიოდი. რეკომენდებულია ავტორებმა მიუთითონ სტატიის სრულფასოვანი ბიბლიოგრაფიული ციტირება და ბმული ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე.
ჟურნალი გახლავთ ბუდაპეშტის და ბერლინის ღია წვდომის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე.
სტატიების მიღების ვადა
სტატიების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რეცენზიის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტატია გამოქვეყნდება განხილვის დასრულების დროს მიმდინარე ნომერში.
ენა
სტატიები ქვეყნდება ინგლისურ, ან ინგლისურ-ქართულ ენებზე (2022 წლიდან).
თითოეული სტატია გადის ტექსტის ენობრივი შესწორების პროცესს.
გამოქვეყნების ღირებულება
ჟურნალი სამართალი და მსოფლიო ავტორებისგან არ ითხოვს სტატიის წარდგენის საფასურს, სტატიის დამუშავების გადასახადს (APC), გამოქვეყნების ან წვდომის საფასურს.
გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად ფინანსდება ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მიერ. აღნიშნული მოიცავს სარედაქციო დამუშავებას, ტექნიკურ და ენობრივ რედაქტირებას, DOI-ის რეგისტრაციას, ვებჰოსტინგს, ინდექსირების სერვისებს, არქივირებასა და შენახვას, აგრეთვე გამოცემასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
შედეგად, ყველა სტატია ქვეყნდება სრული ღია წვდომის პრინციპის საფუძველზე და მუდმივად ხელმისაწვდომია ავტორებისა და მკითხველებისთვის ყოველგვარი საფასურის გარეშე.
შიგთავსის დაცულობა
სამართალი და მსოფლიოს გამოქვეყნებები დეპონირებულია შემდეგ ციფრულ არქივში გრძელვადიანი ციფრული შენახვის გარანტიით: CLOCKSS, Internet Archive, Portico.
გამოქვეყნების სიხშირე
ჟურნალი გამოდის წელიწადში ოთხჯერ რეგულარულად:
- მარტის ბოლოს
- ივნისის ბოლოს
- სექტემბრის ბოლოს
- დეკემბრის ბოლოს
ჟურნალის ლოგო
ჟურნალს გააჩნია უნიკალური დიზაინის ლოგო, რომელიც რეგისტრირებულია საქონლის და მომსახურების ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის რედაქციის შესაბამისად.
სარეკლამო პოლიტიკა
სამართალი და მსოფლიო არ იღებს რეკლამებს
სპონსორი
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი
სხვა ინფორმაცია
„სამართალი და მსოფლიო“ 2015 წელს დაარსდა (P-ISSN 2346-7916), მისი ელექტრონული ვერსია 2019 წელს დარეგისტრირდა (E-ISSN 2587-5043).