Crossmark


Crossmark-ის პოლიტიკა

 

crossref-logo

 

ჟურნალი იყენებს Crossref-ის მიერ შემოთავაზებულ Crossmark-სერვისს, რაც უზრუნველყოფს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სანდოობასა და გამჭვირვალობას.

Crossmark-ის ლოგოს გამოყენებით, ვადასტურებთ მკითხველის ინფორმირების ვალდებულებას სტატიის ყველა შესაძლო განახლების, შესწორების ან ცვლილების შესახებ გამოქვეყნების შემდეგ.

სტატიის განახლების ტიპები

პოსტ-გამოქვეყნების ცვლილებები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

  1. შესწორება – ტექნიკური ხასიათის მცირე უზუსტობები (მაგალითად, ტერმინოლოგიური შეცდომები, მონაცემების დაზუსტება), რომლებიც არ ცვლიან კვლევის ძირითად შედეგებს.
  2. გაუქმება (რეტრაქცია) – სტატიის გაუქმება სერიოზული მეთოდოლოგიური ხარვეზის ან ეთიკური პრობლემის გამო.
  3. განახლება – დამატებითი მასალების, განმარტებების ან სხვა ინფორმაციის მიწოდება, რაც არ ცვლის კვლევის დასკვნებს.

crossmark-logo

ტექნიკური უზუსტობის შესწორების წესი

გამოქვეყნების შემდგომ დაშვებულია მხოლოდ ტექნიკური უზუსტობების გასწორება.

ტექნიკურ უზუსტობად მიიჩნევა ისეთი მცირე შეცდომა, რომელიც არ ცვლის კვლევის ძირითადი შინაარსის ლოგიკას ან დასკვნებს. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, თარიღების კორექტირება, რიცხვითი მონაცემების სიზუსტის გაუმჯობესება და სხვა მსგავსი ცვლილებები.

ტექნიკურ უზუსტობად აგრეთვე ითვლება ავტორის ისეთი შეცდომა, რომელიც მცირედით ცვლის კონკრეტულ დეტალს, თუმცა არ ზიანს სტატიის სარედაქციო ან სამეცნიერო სტანდარტებს და არ ახდენს გავლენას კვლევის მთლიან შედეგზე.

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება არ არღვევდეს სტატიის ძირითადი კონტექსტისა და შინაარსის სანდოობასა და აკადემიურ ხარისხს.

ავტორმა უნდა წარადგინოს დასაბუთებული მოთხოვნა შესწორების მიზანშეწონილობაზე, რაც შეფასდება სარედაქციო კოლეგიის მიერ.

გაუქმება

ნაშრომის გაუქმების ინიციატორები შეიძლება იყვნენ ავტორები, სარედაქციო კოლეგიის წევრები, რეცენზენტები, აკადემიური დაწესებულებები და ექსპერტები.

საკითხი ნაშრომის გაუქმების შესახებ განსახილველად გადაეცემა ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას.

გამოქვეყნების შემდგომ ნაშრომის გაუქმება შესაძლოა მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევბში:

  • დადგინდა პლაგიატი ან მონაცემთა გაყალბება.
  • აღმოჩენილი იქნა მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ან ფაქტობრივი შეცდომები, რომლებიც გავლენას ახდენს კვლევის სანდოობაზე.
  • გამოვლინდა ეთიკის სერიოზული დარღვევები (მაგ. ცილისწამება, ირღვევა სხვისი სამართლებრივი უფლება, ავტორთა შესახებ არასწორი ინფორმაციის გამოვლენა, კონფლიქტური ინტერესების გამოაშკარავება და ა.შ.).
  • დადგინდა დუბლიკატი პუბლიკაცია (სტატიის არასწორი ან მრავალჯერადი გამოქვეყნება).
  • დადგინდა გაყალბებულ მონაცემთა გამოყენება, ფიქტიური ავტორები ან კონტაქტი
  • საკითხზე არსებობს სასამართლოს განკარგულება.

სარედაქციო კოლეგიის მიერ გაუქმების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება სტატიის ავტორს, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი.

გაუქმებული სტატია დარჩება ბაზაში, შეუნარჩუნდება DOI, მაგრამ სათაურში და შიგთავსში მკაფიოდ მიეთითება, რომ იგი გაუქმებულია, სადაც აღწერილი იქნება მისი გაუქმების მიზეზი (PDF ვერსიის ჩათვლით).

გაუქმების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე, საჭიროების შემთხვევაში, Crossmark-ზე და სხვა შესაბამის პლატფორმებზე.

სარედაქციო კოლეგია იმსჯელებს აგრეთვე ავტორის პასუხისმგებლობაზე და მიიღებს შესაბამის ზომებს ჟურნალის ეთიკის კოდექსის საფუძველზე.

მკითხველისთვის

Crossmark-ის ლოგოზე დაჭერისას, მკითხველი გადამისამართდება სტატიის უახლეს ვერსიაზე და მიიღებს ინფორმაციას სტატუსისა და განახლების შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია Crossmark-ის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე:https://www.crossref.org/services/crossmark

DOI

https://doi.org/10.36475/law.crossmark.page