ჟურნალი იყენებს Crossref-ის მიერ შემოთავაზებულ Crossmark-სერვისს, რაც უზრუნველყოფს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სანდოობასა და გამჭვირვალობას.
Crossmark-ის ლოგოს გამოყენებით, ვადასტურებთ მკითხველის ინფორმირების ვალდებულებას სტატიის ყველა შესაძლო განახლების, შესწორების ან ცვლილების შესახებ გამოქვეყნების შემდეგ.
პოსტ-გამოქვეყნების ცვლილებები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
გამოქვეყნების შემდგომ დაშვებულია მხოლოდ ტექნიკური უზუსტობების გასწორება.
ტექნიკურ უზუსტობად მიიჩნევა ისეთი მცირე შეცდომა, რომელიც არ ცვლის კვლევის ძირითადი შინაარსის ლოგიკას ან დასკვნებს. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, თარიღების კორექტირება, რიცხვითი მონაცემების სიზუსტის გაუმჯობესება და სხვა მსგავსი ცვლილებები.
ტექნიკურ უზუსტობად აგრეთვე ითვლება ავტორის ისეთი შეცდომა, რომელიც მცირედით ცვლის კონკრეტულ დეტალს, თუმცა არ ზიანს სტატიის სარედაქციო ან სამეცნიერო სტანდარტებს და არ ახდენს გავლენას კვლევის მთლიან შედეგზე.
მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება არ არღვევდეს სტატიის ძირითადი კონტექსტისა და შინაარსის სანდოობასა და აკადემიურ ხარისხს.
ავტორმა უნდა წარადგინოს დასაბუთებული მოთხოვნა შესწორების მიზანშეწონილობაზე, რაც შეფასდება სარედაქციო კოლეგიის მიერ.
ნაშრომის გაუქმების ინიციატორები შეიძლება იყვნენ ავტორები, სარედაქციო კოლეგიის წევრები, რეცენზენტები, აკადემიური დაწესებულებები და ექსპერტები.
საკითხი ნაშრომის გაუქმების შესახებ განსახილველად გადაეცემა ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას.
გამოქვეყნების შემდგომ ნაშრომის გაუქმება შესაძლოა მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევბში:
სარედაქციო კოლეგიის მიერ გაუქმების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება სტატიის ავტორს, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი.
გაუქმებული სტატია დარჩება ბაზაში, შეუნარჩუნდება DOI, მაგრამ სათაურში და შიგთავსში მკაფიოდ მიეთითება, რომ იგი გაუქმებულია, სადაც აღწერილი იქნება მისი გაუქმების მიზეზი (PDF ვერსიის ჩათვლით).
გაუქმების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე, საჭიროების შემთხვევაში, Crossmark-ზე და სხვა შესაბამის პლატფორმებზე.
სარედაქციო კოლეგია იმსჯელებს აგრეთვე ავტორის პასუხისმგებლობაზე და მიიღებს შესაბამის ზომებს ჟურნალის ეთიკის კოდექსის საფუძველზე.
Crossmark-ის ლოგოზე დაჭერისას, მკითხველი გადამისამართდება სტატიის უახლეს ვერსიაზე და მიიღებს ინფორმაციას სტატუსისა და განახლების შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია Crossmark-ის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე:https://www.crossref.org/services/crossmark