×

Cookie Consent

ხშირად დასმული კითხვები


ჟურნალში „სამართალი და მსოფლიო“ დასაბეჭდად მიიღება სამართლის დარგის აკადემიური პერსონალის, მკვლევარების, დოქტორანტებისა და პრაქტიკოსი იურისტების ნაშრომები.

ჟურნალში გამოქვეყნება არის უფასო. სტატიის ტექსტის შემოწმების, ტექნიკური კორექციის და გამოქვეყნების ხარჯებს ფარავს რედაქცია.

სტატია შეიძლება მომზადდეს სამართლის თემატიკის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე.

ჟურნალში სტატიის გამოგზავნის წესი და პირობები მოცემულია მთავარ გვერდზე სახელწოდებით „გამოაგზავნეთ სტატია“. გამოგზავნა შეგიძლიათ სტატიების კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში, დახურული აპლიკაციის შემთხვევაში, დაელოდეთ შემდგომი კონკურსის გამოცხადებას.

რეცენზენტს არ აქვს ინფორმაცია ვის ნაშრომს ამოწმებს, ხოლო სამეცნიერო ნაშომის ავტორს არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყოს მისი ნაშრომის რეცენზენტი.

რეცენზენტები არიან მსოფლიოს სხვადასვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური შრომები თანხვედრაშია სტატიის შინაარსთან.

სტატიის შეფასების პროცესი გრძელდება 2-3 კვირა, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში, იგი შეიძლება გახანგრძლივდეს გონივრული ვადით რეცენზეტის მოთხოვნის შესაბამისად.

ავტორებს ენიჭებათ უნიკალური საერთაშორისო კოდი (ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი – DOI), რაც საერთაშორისო სამეცნიერო რეიტინგულ ბაზებში მათ ღია წვდომას უზრუნველყოფს. აღნიშნული მნიშვნელოვნად ზრის ნაშრომის ხილვადობას და ავტორის ცნობადობას საერთაშორისო მაშტაბით.

სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს პირველადი ნაშრომის სახით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნეული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული.

ღია წვდომა ავტორებს, მკითხველებსა და ბიბლიოთეკებს ფართო სპექტრის სარგებელს სთავაზობს: მკითხველს გამოქვეყნებულ სტატიებზე გააჩნია უფასო შეუზღუდავი, ონლაინ წვდომა ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. ასევე შეუძლია გაეცნოს, ჩამოტვირთოს, ასლი გადაიღოს, გაავრცელოს, ამობეჭდოს, იკვლიოს და გამოიყენოს სტატიის სრული ტექსტი. გამოიყენოს ნებისმიერი არაკომერციული მიზნით, წყაროს მითითების პირობით.

დასვით შეკითხვა

FAQ - Journal Law and World