This website uses cookies or similar technologies, to enhance your browsing experience and provide personalized recommendations. By continuing to use our website, you agree to our Privacy Policy
Affiliation: Doctor of Law, Georgian Technical University, Faculty of Law and International Relations, Associate Professor
Abstract: In modern criminology, the threefold division of the causes of crime is accepted: physical; Anthropological and social. However, it should be noted that in modern criminology there is an opinion that the reasons are divided into two parts. In particular, physical factors should be removed from this classification and the causes of crime should be divided into social and anthropological categories.
For modern criminology, in relation to the causes of crime, it would be most appropriate to take into account the vast experience of the past and to conduct our further research in a three-part classification: studying anthropological, physical and social causes and influencing these causes, developing prevention measures.
Experience has clearly shown that the science of criminology in the fight against crime, occupies a leading place among the social sciences, whose recommendations should be taken into account as much as possible in the social control of crime.
@article {Gabunia, Aslanishvili, Kavtuashvili, Motsonelidze: 2021,
doi = {10.36475/7.5.10},
url = {https://doi.org/10.36475%2F7.5.10},
year = 2021,
month = {dec},
publisher = {European University Institute of Law},
volume = {7},
number = {5},
pages = {158–164},
author = {M. Gabunia, A. Aslanishvili, L. Kavtuashvili,
A. Motsonelidze},
title = {Criminological Aspects of the Causes of Crime},
journal = { Law and World }
}
×
TY – JOUR
AU - Gabunia M, Aslanishvili A, Kavtuashvili L, Motsonelidze A.
DO - 10.36475/7.5.10
UR - http://dx.doi.org/10.36475/7.5.10
TI - Criminological Aspects of the Causes of Crime
T2 - Law and World
PY - 2021
DA - 2021/12/20
PB - European University Institute of Law
SP - 158–164
IS - 5
VL - 7
SN - 2587-5043
SN - 2346-7916
ER -
×
Gabunia, M., Kavtuashvili, L., Aslanishvili, A., & Motsonelidze, A. (2021).
Criminological Aspects of the Causes of Crime. Law and World, 7(5), 124–144.
https://doi.org/10.36475/7.5.10
×
Gabunia M, Aslanishvili A, Kavtuashvili L and Motsonelidze A (2021) ‘Criminological Aspects of the Causes of Crime’. Law and World , 7(5), pp. 158–164. Available at: http://dx.doi.org/10.36475/7.5.10.
×
Gabunia, Mikheil, et al. “Criminological Aspects of the Causes of Crime.” Law and World , vol. 7, no. 5, 2021, pp. 158–164. Crossref, https://doi.org/10.36475/7.5.10.
×
[1] M. Gabunia, A. Aslanishvili, L. Kavtuashvili and A. Motsonelidze, “Criminological Aspects of the Causes of Crime,” Law and World , vol. 7, no. 5, pp. 158–164, Dec. 2021. doi:10.36475/7.5.10.
×
Gabunia M, Aslanishvili A, Kavtuashvili L, Motsonelidze A. Criminological Aspects of the Causes of Crime. Law and World [Internet]. European University Institute of Law; 2021 Dec 20; [cited YYYY Mon DD]; 7(5): 158–164. Available from: http://dx.doi.org/10.36475/7.5.10
×
Mikheil G., Ani A., Lika K. and Anano M., “Criminological Aspects of the Causes of Crime.” Law and World 7, no. 5 (December 20, 2021): 158–164. doi:10.36475/7.5.10.
ძნელია ვისაუბროთ დანაშაულობის გამომწვევი მიზეზების თანამედროვე კრიმინოლოგიურ განსაზღვრებაზე, რადგან ამ თემის შესახებ ძალზე მწირი თეორიული მასალა არსებობს. მიზეზი, ზოგადი განსაზღვრებით, ეწოდება მოვლენას, გარემოებას რომელიც იწვევს, ხელს უწყობს ახალი მოვლენის წარმოშობას.
×
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი.თბილისი. 1986. გვ. 297.
მოვლენათა შორის მიზეზობრივი კავშირის არსის შეცნობას საფუძვლად უდევს მატერიალისტური გაგება, რომლის თანახმად, მიზეზობრიობა არის ობიექტური კავშირი ორ მოვლენას შორის, რომელთაგან ერთი (მიზეზი) გარკვეული პირობების შემთხვევაში წარმოშობს მეორეს (შედეგს).
×
წულაია, ზ,. 2005. კრიმინოლოგია. (ზოგადი და კერძო ნაწილი). ინტელექტი. თბილისი. გვ. 59.
მიზეზობრიობის მატერიალისტური და იდეოლოგიური გაგება არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
×
იქვე.
მიზეზობრიობის მატერიალისტური გაგება დაკავშირებულია დებულებასთან, რომლის თანახმად, მიზეზობრიობის შეცნობის წყაროს წარმოადგენს ბუნებისა და საზოგადოების ობიექტური კანონზომიერებანი.
×
წულაია, ზ,. 2005. კრიმინოლოგია. (ზოგადი და კერძო ნაწილი). ინტელექტი. თბილისი. გვ. 59.
ხოლო იდეალისტური გაგების მიხედვით, ეს წყარო არის ადამიანის გონება, მისთვის დამახასიათებელი ცნობილ აპრიორულ (ცდისაგან დამოუკიდებელი, იმთავითვე არსებული) ჭეშმარიტებათა შეცნობის უნარი.
×
იქვე.
აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მეცნიერი, მაგ., ტ. სელინი მიიჩნევს, რომ „მტკიცებები მიზეზობრივი კავშირის შესახებ პირობითია, სუბიექტურია და მეცნიერებამ უარი უნდა თქვას მიზეზობრივ კონცეფციაზე და მას უნდა მიმართოს მხოლოდ გარკვეულ ელემენტებსა და ფაქტებს შორის ფუნქციონალური ურთიერთობების აღსანიშნავად“.
×
იქვე. გვ. 60.
შესაბამისად, თანამედროვე კრიმინოლოგიაში უარყოფილ უნდა იყოს მიზეზთა მეტაფიზიკური თეორიები და დანაშაულის მიზეზთა ახსნა განხორციელდეს იმ წინმსწრებ მოვლენათა დაკვირვებისა და შესწავლის საფუძველზე, რომლებსაც დანაშაულის დადგომა მოჰყვა, მოჰყვებოდა და მომავალშიც მოჰყვება და დაკავშირებულია ერთი და იგივე ვითარების არსებობასან.
დანაშაულობის გამომწვევი მიზეზების კლასიფიკაციის პირველი შემთხვევები გვხვდება კლასიკური მიმართულების იტალიელი იურისტის, რომანოზის შრომებში.
×
იქვე.
იგი დანაშაულობის გამომწვევ მიზეზებს 4 ჯგუფად ჰყოფს.
საარსებო საშუალებების ნაკლებობა
აღზრდის ნაკლებობა
წინდახედულობის ნაკლებობა
მართლმსაჯულების ხარვეზი.
×
გაბუნია, მ., 2019. დანაშაულობის პრევენციის კრიმინოლოგიური ასპექტები. ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“. N 2(62). თბილისი. გვ. 89. https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/ martlmsajuleba-da-kanoni-2019w-n2.pdf
მიზეზთა პირველი ჯგუფი ეკონომიკური ხასიათისაა, მეორე ჯგუფი – მორალური, მესამე და მეოთხე პოლიტიკური.
×
იქვე.
ვსაუბრობთ რა რომანოზიზე, აღსანიშნავია კრიმინოლოგიის კლასიკური სკოლის იდეებიც. რომელიც წარმოადგენს დანაშაულისა და მასთან ბრძოლის იდეათა სისტემას, იგი ჩამოყალიბდა სისხლის სამართლის კლასიკური სკოლის ფარგლებში. მისი ფუძემდებელია დიდი იტალიელი იურისტი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, მარკიზი ჩეზარე დე ბეკარია (1738- 1794). ბეკარია სწავლობდა იეზუიტურ სკოლაში, ხოლო შემდეგ პავიის უნივერსიტეტში, სადაც 22 წლის ასაკში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სამართლის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
×
https://www.biography.com/scholar/cesare-beccaria
ჩეზარე ბეკარიას თავისი სწავლების ძირითადი დებულებები ფორმულირებული აქვს სახელგანთქმულ მონოგრაფიაში „დანაშაულებისა და სასჯელების შესახებ“, რომელიც პირველად ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა 1764 წელს. ეყრდნობოდა რა მონტესკიესა და XVIIXVIII საუკუნეების დიდი განმანათლებლების იდეებს, ბეკარიამ ჩამოაყალიბა თავისი დროისათვის სრულიად ახალი თეორია. იმ პერიოდისათვის პოპულარული „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ თეორიის პოზიციიდან გამომდინარე, იგი ამტკიცებდა, რომ არსებობს ხალხის მართვის ზნეობრივი და პოლიტიკური საწყისების სამი წყარო: საღვთო გამოცხადება, ბუნებრივი კანონები და ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი ურთიერთობანი.
დანაშაულებათა წყაროდ ბეკარია განიხილავს ადამიანური ვნებების საყოველთაო ბრძოლას, კერძო ინტერესების შეჯახებას. მისი აზრით, სახელმწიფოს საზღვრების გაფართოებასთან ერთად, იზრდება სახელმწიფოს მოუწესრიგებლობაც, ამავე ხარისხით სუსტდება ნაციონალური გრძნობა, დანაშაულებრივი განზრახვა იზრდება იმ სარგებლის შესაბამისად, რომელსაც თითოეული იღებს თავისთვის საზოგადოებრივი მოუწესრიგებლობისგან. ადამიანის დანაშაულებრივ აქტივობას ბეკარია ხსნის, როგორც მთავარ მამოძრავებელ საწყისს, რომელიც მიმართავს ადამიანებს ნებისმიერი როგორც საზიანო, ისე სასარგებლო და თვით ყველაზე ამაღლებლი საქციელისაკენ. ამ საწყისების საფუძვლად ის ასახელებს სიამოვნებასა და ტანჯვას. ბეკარიას კლასიკურ ნაშრომში „დანაშაულებისა და სასჯელების შესახებ“ განხილულია არა მხოლოდ დიალექტიკური გააზრება დანაშაულის წარმოქმნისა სოციალური წინააღმდეგობების ზემოქმედებით, არამედ, ასევე, გადმოცემულია ინდივიდუალური დანაშაულებრივი ქცევის მექანიზმის ფსიქოლოგიური ახსნა-განმარტება. ის მიიჩნევს, რომ შეუძლებელია თავიდან აიცილო ყველა ბოროტება (დანაშაული) და აღნიშნავს, რომ დანაშაულობათა რიცხვი იზრდება მოსახლეობის ზრდასთან ერთად, კერძო ინტერესების შეჯახების საფუძველზე.
მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, ახალი კრიმინოლოგიური სწავლების განვითარებამ, რომლის თანახმად, მთავარი ყურადღება დანაშაულიდან და სასჯელიდან დამნაშავის პიროვნებასა და დანაშაულობასთან ბრძოლაზე გადავიდა, ასეთი კლასიფიკაცია აუცილებელი გახადა
და, ამდენად, კრიმინოლოგიის ანთროპოლოგიურმა სკოლამ, არსებობის პირველივე წლებიდან, ენრიკო ფერის თაოსნობით, სამწევროვნად დაჰყო დანაშაულობის მიზეზები:
×
იქვე.
ანთროპოლოგიური, სოციალური და ფიზიკური.
×
იქვე.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ე. ფერი მკაფიოდ არ მიჯნავს დანაშაულობის სოციალურ და ფიზიკურ ფაქტორებს. ასე, მაგალითად, ფიზიკურ მიზეზებს იგი კლიმატთან, ბუნებასთან და ნიადაგთან ერთად, მიაკუთვნებს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, ამავე დროს, სამრეწველო წარმოებას მიაკუთვნებს სოციალური მიზეზების ჯგუფს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ე. ფერი ხშირად ერთსა და იმავე ფაქტორებს მიაკუთვნებს სხვადასხვა ჯგუფებს. მაგ., განათლება და აღზრდა მის მიერ შეტანილია ანთროპოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებში. ე. ფერის მიერ ანთროპოლოგიურ ფაქტორთა განსაზღვრება საკმაოდ ფართოა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, მიაკუთვნოს ამ კატეგორიას ისეთი სოციალური მიზეზები, როგორიცაა დამნაშავის პროფესია და საცხოვრებელი ადგილი. ე. ფერის მაგალითს, აღენიშნა მხოლოდ მიზეზთა კატეგორიები, მათი არსებითი განსაზღვრის გარეშე, მიჰყვა ბევრი სხვა მეცნიერი; დაუშვეს რა იგივე შეცდომები, რაც მან. ამ ფაქტმა შედეგად გამოიწვია ის, რომ ვერ მოხერხდა მიზეზთა კონკრეტული კლასიფიკაცია და დაჯგუფება. ასე, მაგალითად, განათლება, რომელიც ე. ფერის მიერ მიკუთვნებული იყო მიზეზთა ორ კატეგორიას: ანთროპოლოგიურს და სოციალურს, მეცნიერთა დიდი ნაწილის მიერ შეტანილ იქნა სოციალური ფაქტორების ჯგუფში, ხოლო მეცნიერთა მცირე ნაწილის მიერ ჩაითვალა ანთროპოლოგიურ მიზეზად. ასევე, ალკოჰოლიზმი, რომელიც ე. ფერის მიერ სოციალურ ფაქტორად იყო მიჩნეული, სხვა მეცნიერთა მიერ დასახელდა ანთროპოლოგიურ მიზეზთა ჯგუფში შეავალ კატეგორიად
ანთროპოლოგია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის ბიოლოგიურ ბუნებას, ადამიანის წარმოშობას, რასებს.
×
ჭაბაშვილი, მ., 1964. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. თბილისი, გვ. 40
პროფესორი პ. ტოპინარდო აღნიშნავს, რომ ტერმინი „ანთროპოლოგია“ მოიცავს მეცნიერებას ადამიანის ან ხალხის შესახებ და აუცილებელია მასში შევიდეს ყველაფერი, რაც ადამიანს ეხება.
×
გახოკიძე, ც., გაბუნია, მ., 2017. კრიმინოლოგია. იურისტების სამყარო. თბილისი, გვ. 17.
მაგრამ ამ უსაზღვროდ ფართო განსაზღვრებასაც აქვს საზღვარი, თეორიულ და ეტიმოლოგიურ განსაზღვრებასთან ერთად, არსებობს ზუსტი განსაზღვრის პრაქტიკული აუცილებლობა.
×
გახოკიძე, ც., გაბუნია, მ., 2017. კრიმინოლოგია. იურისტების სამყარო. თბილისი, გვ. 17
ანთროპოლოგია მე-19 საუკუნის მეცნიერთათვის ნიშნავდა ადამიანის ზოოლოგიას, ვინაიდან იგი შეისწავლიდა ადამიანს ფიზიკური თვალსაზრისით, აღწერდა მის დამახასიათებელ, ბუნებრივ თავისებურებებს, რასებს.
×
იქვე.
ადამიანის შესწავლის პროცესში ანთროპოლოგია ადამიანს ადარებდა სხვა ცხოველებს, განსაზღვრავდა მის ადგილს კლასიფიკაციაში და ცდილობდა დაედგინა მისი წარმომავლობა და გენეოლოგია.
×
იქვე. გვ. 18.
ამდენად, დანაშაულობის ანთროპოლოგიურ მიზეზებში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ფაქტორები, რომლებიც დამახასიათებელია ადამიანის გონებისთვის, მისი ფსიქიკური და სომატური თვისებებისთვის.
×
იქვე.
მიზეზთა ამ ჯგუფს, ასევე, უნდა მივაკუთვნოთ სქესი, ასაკი და რასა. არ შეიძლება ანთროპოლოგიურ ფაქტორებს მივაკუთვნოთ (როგორც ამას ე. ფერი აკეთებს) პროფესია, სოციალური მდგომარეობა, აღზრდა და განათლება. პროფესია, წარმომავლობა, ამა თუ იმ კლასისადმი კუთვნილობა, აღზრდა და განათლება არ არის ადამიანის თვისება, ამდენად, არ შეიძლება მივაკუთვნოთ ანთროპოლოგიურ მიზეზებს.
მეორე ჯგუფს ე. ფერიმ მიაკუთვნა დანაშაულობის ფიზიკური მიზეზები. ასეთი დასახელება მომდინარეობს ადამიანის გარემომცველი ბუნების იმ ძალებით, რომლებიც იწვევენ მის მოქმედებას. ისინი შეიძლება იყოს საკმაოდ მრავალფეროვანი. ე. ფერი ფიზიკურ მიზეზბს მიაკუთვნებს: სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და კლიმატურ პირობებს. ეს უკანასკნელი დიდ გავლენას ახდენს დანაშაულის ჩადენაზე. კერძოდ, კრიმინოლოგიური შეხედულებით, ჩრდილოეთით, ცივ ქვეყნებში დიდია ისეთ დანაშაულთა ჩადენის ალბათობა, რომელიც მიმართულია საკუთრების წინააღმდეგ, ხოლო სამხრეთით და თბილ ქვეყნებში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
მიზეზთა მესამე ჯგუფი სოციალური ხასიათისაა, მათ, ერთი მხრივ, უნდა მივაკუთვნოთ დანაშაულობაზე იმ სოციალური გარემოს გავლენა, რომელშიც ცხოვრობს დამნაშავე, და მეორე მხრივ, ის სოციალური ინსტიტუტები და სახელმწიფო პოლიტიკური წეს-წყობილება, სადაც ადამიანი ცხოვრობს და მოღვაწეობს.
×
იქვე.
ამდენად, სოციალურ პირობებში იგულისხმება ოჯახური მდგომარეობის გავლენა, კლასობრივი მდგომარეობა, შრომის ორგანიზაცია, საზოგადოებრივი აზრი, ცხოვრება ქალაქად და სოფლად, განათლება, აღზრდა, რელიგია, პოლიტიკური წყობა. აქედან ნათლად ჩანს, რომ სოციალური ფაქტორები განსაკუთრებით მრავალფეროვანია თავისი შინაარსით.
×
გახოკიძე, ც., გაბუნია, მ., 2017. კრიმინოლოგია. იურისტების სამყარო. თბილისი, გვ. 18.
კრიმინოლოგიის ისტორიაში იყო არაერთი მცდელობა, სოციალური ფაქტორები დაეყოთ რამოდენიმე კატეგორიად. ასე, მაგალითად, მეცნიერები ვან-კანი და კოლაიანი ჰყოფენ მათ სოციალურ და, ვიწრო გაგებით, ეკონომიკურ ფაქტორებად. ეკონომიკურ ჯგუფს მიაკუთვნებენ იმ ფაქტორებს, რომლებიც ირიბად ახდენს გავლენას ადამიანის მატერიალურ კეთილდღეობაზე. მიუხედავად ამგვარი დაყოფისა, მაინც რთულია, გადაწყვიტო რომელია ეკონომიკური ან სოციალური. მაგ., უმუშევრობა და ემოგრაცია, რომელსაც ვან-კანი უწოდებს „სოციალურ-ეკონომიკურს“ და შეჰყავს მესამე ქვეჯგუფში. ზუსტად ასევე კოლაიანიც, რომელიც ანსხვავებს სოციალური ფაქტორებისაგან ეკონომიკურ ჯგუფს, ჰყოფს ამ უკანასკნელს ორ ქვეჯგუფად: პირდაპირი ზემოქმედების ეკონომიკურ ფაქტორებად და ირიბი ზემოქმედების ფაქტორებად, როგორიც არის მაგალითად პროსტიტუცია.
საინტერესოა პროფესორ მასენატის შეხედულება
×
გაბუნია, მ., 2019. დანაშაულობის პრევენციის კრიმინოლოგიური ასპექტები. ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“. N 2(62). თბილისი, გვ. 90. https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/ martlmsajuleba-da-kanoni-2019w-n2.pdf
, რომელიც სოციალურ მიზეზებს ოთხ ჯგუფად ჰყოფს: 1. ინტელექტუალური ხასიათის ფაქტორები – ფილოსოფია, რელიგია; 2. ესთეტიკური ხასიათის ფაქტორები: ხელოვნება, ლიტერატურა; 3. ეკონომიკური ხასიათის ფაქტორები: სიღარიბე, ალკოჰოლიზმი, აღზრდა და ა.შ. 4. მორალური ფაქტორები – დასჯადობა (გაკიცხვა).
×
იქვე.
აღნიშნული კლასიფიკაცია მთელ რიგ ნაკლოვანებებს შეიცავს. მაგ. აღზრდა არ შეიძლება მიეკუთვნს ეკონომიკურ ფაქტორებს, გაუგებარია, ასევე, რატომ არის გაკიცხვა მორალური ხასიათის, ხოლო რელიგია – ინტელექტუალურის.
Bibliography:
Ferri, E., 1910. Criminal sociology. M.
Gernet, M., 1905. Social factors of crime. M
Criminology. John F., Conclin. Tufts University. Ninth Edition. 2007
Gakhokidze, Ts., Gabunia, M., 2017. Criminology. Publisher The world of lawyers. Tbilisi