პოტენციური მამის თანხმობის საკითხი ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით შექმნილ ემბრიონის ტრანსფერზე ან მის განადგურებაზე

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია საკითხი, როდესაც ემბრიონ(ებ)ის შექმნის (ხელოვნური განაყოფიერება) შემდეგ, სუროგატი დედის სხეულში ემბრიონის ტრანსფერის განხორციელებამდე, პოტენციური ბიოლოგიური მამა უარს ამბობს ტრანსფერის განხორციელებაზე ან/და მოითხოვს სამედიცინო დაწესებულებისგან ემბირონ(ებ)ის განადგურებას, ხოლო პოტენციურ ბიოლოგიურ დედას სურს ზემოხსენებული ტრანსფერის განხორციელება. 
ასეთ დროს სამედიცინო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერი ქმედების განხორციელება აწყდება გარკვეულ სამართლებრივი ვაკუუმს, ვინაიდან უკვე შექმნილია ემბრიონ(ებ)ი, მათი განადგურებისათვის კი აუცილებელია ორივე პოტენციური მშობლის (ხელშეკრულების მხარის) წერილობითი თანხმობა. ასევე, აუცილებელია წერილობითი თანხმობა ემბრიონ(ებ)ის ტრანსფერზე სუროგატი დედის სხეულში. როგორ უნდა მოიქცეს სამედიცინო დაწესებულება ან/და სასამართლო ასეთ ან/და მსგავს
სამართლებრივ სიტუაციებში?
ნაშრომში განხილულია ზემოხსენებული შემთხვევები, მსჯელობა მიმდინარეობს ფილოსოფიის, სამართლის, მედიცინისა და ბიოეთიკის ჭრილში და შემოთავაზებულია სახელმძღვანელო წინადადებები სადავო საკითხ(ებ)ში მონაწილე სუბიექტებისათვის. მსჯელობა და მიღებული დასკვნების გამოყენების შესაძლებლობა არ შემოიფარგლება რომელიმე ერთი კონკრეტული ქვეყნის მასშტაბით. იგი შეიძლება გამოიყენოს თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ და შესაძლოა წარმოადგენდეს მომავალი
პოზიტიური სამართლის ფორმირების წყაროს. 

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

პოტენციური მამის თანხმობის საკითხი ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით შექმნილ ემბრიონის ტრანსფერზე ან მის განადგურებაზე . (2016). სამართალი და მსოფლიო, 2(5), 7-12. https://lawandworld.ge/index.php/law/article/view/87
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

პოტენციური მამის თანხმობის საკითხი ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით შექმნილ ემბრიონის ტრანსფერზე ან მის განადგურებაზე . (2016). სამართალი და მსოფლიო, 2(5), 7-12. https://lawandworld.ge/index.php/law/article/view/87

##plugins.generic.shariff.share##