სამედიცინო სამართლის ცნება დაადგილი სამართლის სისტემაში

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

სამეცნიერო ნაშრომი ეძღვნება სამედიცინო სამართლის, როგორც სამართლის დარგის, სამართლებრივ ბუნებასა და რეგულირების საგანს. ქართულ რეალობაში მწირია სამედიცინო დავებზე როგორც სამეცნიერო ლიტერატურა, ისე სასამართლო პრაქტიკა. ამიტომ კვლევის მიზანია ამ მიმართულებით დისკუსიის გააქტიურება. პრობლემა კიდევ უფრო აქტუალურია სამედიცინო სფეროში ტექნოლოგიური განვითარების პირობებში. კვლევის მიზანია, დადგინდეს სამედიცინო სამართლის რეგულირების საგანი და სამედიცინო სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში, ასევე, სამედიცინო სამართალსა და სამედიცინო ეთიკას შორის კავშირი. ამ მიზნის მისაღწევად უნდა გაეცეს პასუხი შემდეგ შეკითხვებს: რომელ ურთიერთობებზე ვრცელდება სამედიცინო სამართლის რეგულირების სფერო? როგორია მისი რეგულირების მეთოდი? სადაა სამედიცინო სამართლის ადგილი – ის შედის სამოქალაქო სამართალში, არის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის ნაწილი თუ სამივე სფეროს სპეციფიკური ერთობა? ამ თვალსაზრისით, შესასწავლია სამედიცინო სამართლის რეგულირების საგანი და მეთოდი. ასევე, საინტერესოა სამედიცინო სფეროში საერთაშორისო კონტექსტის ამსახველი დოკუმენტების მოკლე ანალიზი, განსაკუთრებით, პაციენტის პირადი ავტონომიის დაცვის მიმართულებით. კვლევა ადასტურებს, რომ სამედიცინო სამართალი ინტერდისციპლინური დარგია. ის მოიცავს არა მხოლოდ სამართლის, არამედ მეცნიერების სხვა დარგებსაც, როგორიცაა ბიოეთიკა, მედიცინა, ფსიქოლოგია. შესაბამისად, მჭიდრო კავშირია სამედიცინო სამართალსა და სამედიცინო ეთიკას შორის. ასევე, არაა გამორიცხული, სამედიცინო ეთიკის ნორმების ხელყოფით დაირღვეს სამართლის წესები და დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა. ამასთან, ირკვევა, რომ სამედიცინო სამართალი მოიცავს როგორც საჯარო (ადმინისტრაციული) სამართლის, ისე სისხლის სამართლის, სახელშეკრულებო და დელიქტური სამართლის ნაწილებს. განსაკუთრებულია სახელშეკრულებო და დელიქტური სამართლის ნორმების როლი პაციენტის ინტერესების ეფექტიანად დაცვაში.

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

სამედიცინო სამართლის ცნება დაადგილი სამართლის სისტემაში. (2023). სამართალი და მსოფლიო, 9(28), 67-100. https://doi.org/10.36475/9.4.5
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

სამედიცინო სამართლის ცნება დაადგილი სამართლის სისტემაში. (2023). სამართალი და მსოფლიო, 9(28), 67-100. https://doi.org/10.36475/9.4.5

##plugins.generic.shariff.share##