სამომავლო საკუთრების უფლების აღიარების პრობლემები ქართულ მართლმსაჯულებაში
##plugins.themes.bootstrap3.article.main##
ანოტაცია
უძრავი ქონების ბაზრის განვითარება მეტწილად დამოკიდებულია განკარგვის პროცესის კანონიერებაზე. შემძენთა სურვილია
მოიპოვონ უფლებრივ და ნივთობრივ ქონებაზე საკუთრების უფლება. უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მომავალ მესაკუთრეს უხდება საკუთრების უფლების მოპოვებამდე ქონებაზე სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა, რაც სარეგისტრაციო კანონმდებლობის ბუნდოვანებიდან გამომდინარე მრავალ სამართლებრივ პრობლემასთანაა დაკავშირებული. სარეგისტრაციო პრაქტიკა დატვირთულია ისეთი ტერმინებით, როგორიცაა: „წინასწარი უფლება“, „მიბმული ვალდებულება“, „საკუთრების შეზღუდვა“ და ა.შ. რაც იწვევს ხშირად შემძენის მხრიდან არასწორი სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებას, რაც ხდება
ერართი სასამართლო დავის განხილვის მიზეზი. თბილისის სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის მიზეზი გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ქონებაზე რეგსტრირებულ სამომავლო მესაკუთრეთა ჩანაწერის უცვლელი სახით გადატანა, რომელიც აპელანტის მიერ შეფასდა როგორც უკანონო რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის მიერ მიღებული იქნა მართებული გადაწყვეტილება, ვინაიდან კანონმდებლობა არ მოიცავს პირდაპირ მითითებას არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ საკუთრების უფლებას წარმოშობისას უფლებათა მიდევნების შესახებ, რაც ლოგიკურად იწვევდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის საკუთრების უფლების გადაცემას ყველა იმ სამართლებრივი ტვირთის გადაცემით, რომლებიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების ცვლილების ეტაპზე არსებობდა.
##plugins.themes.bootstrap3.article.details##
როგორ უნდა ციტირება
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .