სააღსრულებო სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურა საქართველოში (აღსრულების შერეული სისტემისა და სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა ძირითადი უფლებების დაცვის ჭრილში) (In terms of a mixed system of enforcement and protection of basic rights of persons participating in theenforcement proceedings)

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია


სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტიანი აღსრულება, ნემისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენს, ვინაიდან კანონის ძალა მის აღსრულებაშია. აღსრულების პროცესის ეფექტიანობამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაზე, ასევე, დადებითად იმოქმედოს საზოგადოების მხრიდან სასამართლოსადმი ნდობის ხარისხზე. აღსრულების პროცესის ეფექტიანობას დიდწილად განსაზღვრავს გამართული სააღსრულებო სისტემა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მას გააჩნდეს მაქსიმალური დამოუკიდებლობა, მოქნილობა და, ამასთანავე, ორიენტირებული იყოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე. მნიშვნელოვანია მისი ორგანიზაციული მოწყობა და აღსრულების განხორციელების ბერკეტები, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები, ასევე აღმასრულებლის, როგორც აღსრულების განმახორციელებელი სუბიექტის უფლებამოსილების ფარგლები სააღსრულებო წარმოების პროცესში, ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის არსებობა ქართულ სააღსრულებო სამართალში. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სტატიაში მიმოხილულია სააღსრულებო სისტემის განვითარების გზა საქართველოში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურა და მისი უფლებამოსილებები, განხილულია კერძო აღმასრულებლის მუშაობის თავისებურებები, ასევე მიმოხილულია სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა შორის ბალანსისა და თანაზომიერების დაცვის პრინციპის მნიშვნელობა და გადმოცემულია ავტორებისეული ხედვა თითოეულ საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

სააღსრულებო სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურა საქართველოში (აღსრულების შერეული სისტემისა და სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა ძირითადი უფლებების დაცვის ჭრილში): (In terms of a mixed system of enforcement and protection of basic rights of persons participating in theenforcement proceedings). (2023). სამართალი და მსოფლიო, 9(27), 180-204. https://doi.org/10.36475/9.3.10
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

სააღსრულებო სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურა საქართველოში (აღსრულების შერეული სისტემისა და სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა ძირითადი უფლებების დაცვის ჭრილში): (In terms of a mixed system of enforcement and protection of basic rights of persons participating in theenforcement proceedings). (2023). სამართალი და მსოფლიო, 9(27), 180-204. https://doi.org/10.36475/9.3.10

##plugins.generic.shariff.share##