HOUSE ARREST AS AN ALTERNATIVE TO PRISON SENTENCE IN MODERN GEORGIAN LAW (Evolution and Transformation)

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია


წინამდებარე სტატია ეძღვნება თანამედროვე ქართულ სამართალში არსებულ არასაპატიმრო სასჯელის ერთ-ერთ სახეს – შინაპატიმრობას, მასში განხილულია კანონით გათვალისწინებული მოცემული შეღავათის გამოყენების სამართლებრივი პრობლემები, რაც ემყარება ემყარება პრაქტიკის ღრმა ანალიზსა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის კვლევას. თემის აქტუალურობა განაპირობა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის არასახარბიელო მდგომარეობამ, სასამართლოს მხრიდან არაერთგვაროვანი პრაქტიკის არსებობამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების ,,გადასინჯვასთან“ მიმართებით, სტატისტიკური მონაცემების აღურიცხველობამ, ასევე, დასახელებული თემის თეორიულთან ერთად დიდმა პრაქტიკულმა მნიშვნელობამ როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართალგამოყენების პროცესში, გარდა ამისა, მოცემულ კონცეპტთან დაკავშირებით, თანამედროვე ქართული იურიდიული ლიტერატურის სიმწირემ. სტატია მიზნად ისახავს მოხდეს შინაპატიმრობის სამართლებრივი ბუნებისა და რაობის გარკვევა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საზღვარგარეთის ზოგიერთი ქვეყნის მაგალითზე, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის სამართლებრივი პრობლემების მეცნიერულ კვლევის პროცესს; გარდა ამისა, მიზნად ისახავს გამოყენებით პრაქტიკაში დაშვებულ შეცდომათა ანალიზისა და შინაპატიმრობის მომწესრიგებელ ნორმებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავებას. განხორციელებული თეორიული/ემპირიული კვლევის შედეგები საშუალებას იძლევა სტატიაში გაკეთდეს სამართლებრივი ანალიზი ჩვენი ქვეყნისათვის აქამდე უცხო არასაპატიმრო სასჯელის შემოღება/დამკვიდრებაზე, თუ რამდენად გაამართლა აღნიშნულმა საკანონმდებლო ნოვაციამ და რა შეიძლება გაკეთდეს მისი შემდგომი დახვეწა/სრულყოფისათვის, რაც, საბოლოო ჯამში, მიმართულია იქეთკენ, რომ სწორი კომპლექსური მიდგომის შედეგად, ადგილი არ ჰქონდეს როგორც გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს, ისე სასამართლოს მხრიდან აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენების თაობაზე არაერთგვაროვანი პრაქტიკის არსებობას. წინამდებარე ნაშრომის ცალკეულ თავში დასმული პრობლემის კვლევისას გამოყენებულია როგორც ისტორიული, ფორმალურ – ლოგიკური, დოგმატური, ფორმალურ – იურიდიული, შედარებით სამართლებრივი, აღწერილობითი, სისტემური მეთოდები. ასევე, გამოყენებულია სამართლებირივი სტატისტიკის მონაცემები ადგილობრივი საბჭოების, ასევე, სასამართლოს პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების მიზნით, ხოლო დასკვნით ნაწილი ეძღვნება, იმ შემაჯამებელ დებულებებს, რომლებიც მიღებულია დასმული საკითხების შესწავლისა და სამეცნიერო დამუშავების შედეგად.

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

HOUSE ARREST AS AN ALTERNATIVE TO PRISON SENTENCE IN MODERN GEORGIAN LAW: (Evolution and Transformation). (2023). სამართალი და მსოფლიო, 9(27), 138-179. https://doi.org/10.36475/9.3.9
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

HOUSE ARREST AS AN ALTERNATIVE TO PRISON SENTENCE IN MODERN GEORGIAN LAW: (Evolution and Transformation). (2023). სამართალი და მსოფლიო, 9(27), 138-179. https://doi.org/10.36475/9.3.9

##plugins.generic.shariff.share##