დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობის კრიმინალიზაცია პალერმოს კონვეციის მიხედვით

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

  ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულები და მასთან ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. პალერმოს კონვენცია (იგივე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია) ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიღებულ იქნა 2000 წლის 15 ნოემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამშრომლობას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
  სტატიაში სიღრმისეულად არის შესწავლილი პალერმოს კონვენციის მე-5 მუხლი, რომელიც უშუალოდ დამნაშავეთა ორგანიზებულ
ჯგუფებში მონაწილეობის კრიმინალიზებას ითხოვს მონაწილე სახელმწიფოებისგან. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად ქართულ
საკანონმდებლო სივრცეში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. მათ შორისაა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსი, საქართველოს კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და სხვა სამართლებრივი აქტები.
  სტატიაში განხილული და შეფასებულია თითოეული ზემოაღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტების მუშაობის შედეგი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე. შეფასებული და განხილულია საქართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, ასევე, შესწავლილია სასამართლო პრაქტიკაც, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.
  ნაშრომის დასასრულს საუბარია საქართველოს გამოწვევებზე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად მიმართულებებზე, პრობლემებსა და ხარვეზებზე.

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობის კრიმინალიზაცია პალერმოს კონვეციის მიხედვით. (2022). სამართალი და მსოფლიო, 8(22), 184-198. https://doi.org/10.36475/8.2.14
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობის კრიმინალიზაცია პალერმოს კონვეციის მიხედვით. (2022). სამართალი და მსოფლიო, 8(22), 184-198. https://doi.org/10.36475/8.2.14

##plugins.generic.shariff.share##