უცხოური სამართალი საერთაშორისო არბიტრაჟში
##plugins.themes.bootstrap3.article.main##
ანოტაცია
საქმის განმხილველი ორგანოს შერჩევის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ტრანსნაციონალური ბიზნეს ხელშეკრულების მხარეები ხშირად თანხმდებიან გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმებისა და იმ იურისდიქციის თაობაზე, სადაც დავა უნდა გადაწყდეს.
საერთაშორისო არბიტრაჟი ხშირად განიხილავს ტრანსსასაზღვრო ბიზნეს დავებს. ამდენად, არბიტრები უმეტესად აწყდებიან
უცხოური სამართლის დადგენისა და გამოყენების პრობლემებს. საერთაშორისო არბიტრაჟს lex fori (თავისი ეროვნული სამართალი) არ გააჩნია, ამიტომ გამოსაყენებელი სამართალი, განურჩევლად იმისა, მხარეთა მიერ არის არჩეული, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის განსაზღვრული, ყოველთვის იქნება „უცხო“ არბიტრებისათვის. ამ სამართლებრივ-ტექნიკური პრობლემის გათვალისწინებით, პრაქტიკაში ერთადერთი შემთხვევა, როცა გამოსაყენებელი კანონმდებლობის დადგენის აუცილებლობა არ წარმოიშობა, არის მაშინ, თუ ეს უკანასკნელი არბიტრის ეროვნული სამართალია ან არბიტრი, ეროვნების მიუხედავად, იცნობს რელევანტურ კანონს.
არსებობს პრაქტიკული არგუმენტები საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვებში jura novit curia პრინციპის გამოყენების საწინააღმდეგოდ, რომლებიც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ არბიტრი არ ფლობს იმგვარ რესურსებს, რასაც ადგილობრივი მოსამართლეები იყენებენ რელევანტური მატერიალური სამართლის კვლევის პროცესში. ეს გარემოება არბიტრებს, გარკვეულწილად,
ზღუდავს შინაარსის დამოუკიდებლად დადგენისა და გამოყენების პროცესში.
##plugins.themes.bootstrap3.article.details##
როგორ უნდა ციტირება
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .