Cryptocurrency-Related Cybercrime Types and Threats
##plugins.themes.bootstrap3.article.main##
ანოტაცია
სტატიაში განხილულია კრიპტოვალუტასტან დაკავშირებული კიბერდანაშაულის სახეები და საფრთხეები. ციფრული ეკონომიკის ზრდის ფონზე, საკანონმდებლო რეგულაციებისა და ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმების შექმნის საჭიროებები. ასევე განხილულია კიბერკარტელები, როგორც ორგანიზებული დანაშაულის ახალი მიმართულება ციფრულ სამყაროში და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ე.წ „სააუქციონო რობოტები“. მიმოხილულია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კიბერდანაშულის ახალი სახე „კრიპტოჯეკინგი“ (ინგლ. Cryptojacking), რომლის დროსაც ხორციელდება სხვისი კუთვნილი კომპიუტერული მოწყობილობების გამოთვლითი შესაძლებლობების ფარული გამოყენება სხვადასხვა სახის კრიპტოვალუტის საწარმოებლად. სტატიაში განხილულია კრიპტოვალუტებისთვის დამახასიათებელი ანონიმურობის ელემენტი, რომელიც წარმოადგენს როგორც ტერორიზმის დაფინანსების შენიღბვის, ისე გადასახადებისთვის თავის არიდების ერთ-ერთ საშუალებას. ხაზგასმულია ქართული საკანონმდებლო ბაზის სიმწირე და სარეკომენდაციო მაგალითების სახით მოყვანილია ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ შემუშავებული და განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები კრიპროვალუტის ბაზრის კონტროლისა და გადასახადებით დაბეგვრის რეგულაციებთან დაკავშირებით.
##plugins.themes.bootstrap3.article.details##
როგორ უნდა ციტირება
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .