სისხლის სამართლის პოლიტიკის გავლენა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

  წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია სისხლის სამართლის პოლიტიკის გავლენა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე. გაანალიზებულია რეპრესიული და ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმდინარეობა და მისი თანმდევი შედეგები საქართველოში 2004-2021 წლებში. განმარტებულია, თუ რას ნიშნავს სისხლის სამართლის რეპრესიული და ლიბერალური პოლიტიკა და რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს სისხლის სამართლის პოლიტიკამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე.
  2004-2021 წლები პირობითად დაყოფილია ორ ნაწილად:
● 2004-2012 წლები – როდესაც ქვეყანაში გაცხადებული იყო რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა, რაც თავისთავად სრულად აისახა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე.
● 2012-2021 წლები – როდესაც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების მიმართ ცალსახად და აშკარად მოხდა ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება. ნაშრომში განხილულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, როგორც ლიბერალური პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო საკანონმდებლო აქტი. 
  წარმოდგენილია და გაანალიზებულია სხვადასხვა ქვეყნების (როგორც კონტინენტური ევროპის სამართლის, ასევე, ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნების) კანონმდებლობა სტატიის მიზნებისათვის. ნაშრომში, ასევე, განხილულია არაერთი ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
  და ბოლოს, გაანალიზებულია, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები გამოიწვია სისხლის სამართლის რეპრესიული/ლიბერალური პოლიტიკის გატარებამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე და აღნიშულიდან გამომდინარე, გაცემულია რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებაც უფრო სრულყოფილს გახდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს. 

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

სისხლის სამართლის პოლიტიკის გავლენა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე. (2022). სამართალი და მსოფლიო, 8(22), 99-115. https://doi.org/10.36475/8.2.7
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

სისხლის სამართლის პოლიტიკის გავლენა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე. (2022). სამართალი და მსოფლიო, 8(22), 99-115. https://doi.org/10.36475/8.2.7

##plugins.generic.shariff.share##