კონსულტაციები ნატოში და მისი სამართლებრივი ასპექტები

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

სტატიის მიზანია, წარმოაჩინოს ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სადამფუძნებლო ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მნიშვნელობა ორგანიზაციის მუშაობაში. გასცეს პასუხი ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: რა შემთხვევაში მოიწვევა კონსულტაციები? ვის შეუძლია მიმართოს კონსულტაციებს ნატოში რა როლს თამაშობს კონსულტაციები ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში? რა სახის კონსულტაციები შეიძლება გაიმართოს ორგანიზაციაში? ნაშრომში კონსულტაციების ფართო განმარტება წარმოაჩენს მის მნიშვნელობას და ეფექტიანობას ორგანიზაციის მუშაობაში. პრაქტიკული მაგალითების საშუალებით
კონსულტაციების სარგებელი ნათელია. შესაბამისად, ისინი წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, მათ არა მარტო შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ტერიტორიული მთლიანობის,
პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეებზე, არამედ ეს რეაგირება პრევენციული ხასიათის იყოს.


სტატია ასევე შეეხება კონსულტაციების მოწვევის საფუძვლებს, რომელთაც შეიძლება საფრთხე შეექმნას. ესენია: ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა ან უსაფრთხოება. შესაბამისად, ფართოდ არის განმარტებული ამ ტერმინების პოლიტიკური და სამართლებრივი ცნებები. საბოლოოდ, სტატია ნათლად წარმოაჩენს ჩრდილო ატლანტიკური
ხელშეკრულების ორგანიზაციის სადამფუძნებლო ხელშეკრულების მეოთხე მუხლის ზუსტ სამართლებრივ განმარტებას, რაც საშუალებას მისცემს ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, მაქსიმალურად აღიქვან აღნიშნული მუხლით
გათვალისწინებული მოთხოვნები.

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

კონსულტაციები ნატოში და მისი სამართლებრივი ასპექტები . (2021). სამართალი და მსოფლიო, 7(19), 30-54. https://doi.org/10.36475/7.4.2
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

კონსულტაციები ნატოში და მისი სამართლებრივი ასპექტები . (2021). სამართალი და მსოფლიო, 7(19), 30-54. https://doi.org/10.36475/7.4.2

##plugins.generic.shariff.share##