ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოში“ სტატიის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ OJS სისტემაში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს.
სისტემაში დასარეგისტრირებლად და ახალი მომხმარებლის ანგარიშის შესაქმნელად, გთხოვთ, აირჩიოთ ბმული „გამოაგზავნეთ სტატია“ ან ამ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში აირჩიეთ „რეგისტრაცია“.
თუ უკვე გაქვთ ანგარიში - გთხოვთ დააჭიროთ ბმულს „შესვლა“.
ფაილები წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Word, Docx ან Doc ფორმატში.
ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომის ორი ეგზემპლარი, ერთ-ერთ მათგანს არ უნდა ეწეროს ავტორის/ავტორების სახელი ან მათი აფილაცია.
ავტორთან ყველა კომუნიკაცია (სტატიის მიღება, დამატებითი მასალები, განხილვა და სარედაქციო პროცესის სხვა ეტაპები) ხორციელდება OJS ელექტრონულ სისტემაში.
როგორც კი მივიღებთ ნაშრომს, ავტორს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს თუ რა ეტაპზეა ნაშრომი და დაუკავშირდეს რედაქტორებს ჟურნალის OJS მართვის სისტემის მეშვეობით.
თუ სისტემაში ტექნიკურად ვერ რეგისტრირდებით ან რაიმე შეფერხებაა, გთხოვთ ამის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@lawandworld.ge
სტატიის მომზადებისას, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ავტორის სახელმძღვანელოს.
წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური კვლევის შედეგი, პირველადი პუბლიკაციის სახით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული, იმავე ან სხვა ენაზე.
ავტორმა უნდა უზრუნველყოს რედაქციისათვის დასრულებული, ტექნიკური და ენობრივი თვალსაზრისით გამართული ტექსტის მიწოდება.
მიუღებელია კომპილაციური და მიმოხილვითი ხასიათის ტექსტები, სადაც არ ჩანს ავტორის მიერ წარმოებული კვლევა, დასკვნითი და სარეკომენდაციო დებულებები.
აუცილებელია ნაშრომის თანმიმდევრულობა და პრობლემის ანალიზი, ციტირების ობიექტურობა, გამოყენებული ლიტერატურის სიახლე და მრავალფეროვნება.
მოერიდეთ ჟარგონებს და შეეცადეთ ნათლად გადმოსცეთ სათქმელი.
შემოკლებები დაიყვანეთ მინიმუმამდე, თუ გამოიყენებთ, დარწმუნდით რომ მისი პირველი გამოყენებისას სრულად დაწერეთ ტექსტში.
ერთი კვლევა არ შეიძლება გაიყოს რამდენიმე ნაწილად ერთ ან რამდენიმე ჟურნალში გამოქვეყნების რაოდენობის გაზრდის მიზნით.
კვლევა წარმოებული უნდა იყოს კეთილსინდისიერად „სამართალი და მსოფლიოს“ ეთიკის კოდექსის შესაბამისად.
სტატიები შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე თანაავტორობით, მაგრამ არაუმეტეს 5 თანაავტორისა.
თანაავტორობის შემთხვევაში, საკონტაქტო პირი ჟურნალის ელექტრონულ სისტემაში ატვირთავს ნაშრომს, რომელთანაც რედაქციას ექნება კომუნიკაცია OJS მართვის სისტემის მეშვეობით, ამასთანავე, სავალდებულოა ყველა თანაავტორის საკონტაქტო ინფორმაციის და აფილაციის რედაქცისთვის მიწოდება.
ყველა თანაავტორმა ჟურნალის ელექტრონულ ფოსტაზე უნდა დაადასტუროს სტატიის თანაავტორობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სტატიის გამოქვეყნების თხოვნა უარყოფილი იქნება.
ავტორს უნდა შეეძლოს მითითება ნაშრომის რომელ ნაწილზეა პასუხისმგებელი მისი თანაავტორი.
თანაავტორის შემთხვევაში თავიდან უნდა იქნას აცილებული ფრაგმენტულობა, მათი კვლევები უნდა იყოს შერწყმული იმგვარად, რომ არ დაირღვეს სტატიის მთლიანობა და ერთიანი სტილი.
ავტორს/ავტორებს შესაძლებელია ჰყავდეთ დამხმარე, რომელსაც რაიმე ფორმით წვლილი შეაქვს ნაშრომის არა სამეცნიერო ნაწილში (ტექნიკური მხარდაჭერა, მონაცემთა შეგროვება, ასისტენტი წერაში, ენობრივი გასწორება, გადახედვა და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში იგი მიეთითება არა როგორც ავტორი, არამედ როგორც დამხმარე.
გამოქვეყნების შემთხვევაში, სტატია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მკითხველისთვის და ამის თაობაზე ავტორთან რაიმე დამატებითი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო.
გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერი ცვლილება დაუშვებელია. მხოლოდ ავტორის შენიშვნის საფუძველზე, შესაძლებელია ტექნიკური უზუსტობების გამოსწორება.