საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო“ არის სამართლებრივი კვლევებისათვის განკუთვნილი ღია წვდომის ონლაინ და ბეჭდური გამოცემა.
ჟურნალში „სამართალი და მსოფლიო“ დასაბეჭდად მიიღება სამართლის დარგის აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, დოქტორანტების, აგრეთვე პრაქტიკოსი იურისტების ნაშრომები, რომელთა კვლევის ხარისხი აკმაყოფილებს „სამართალი და მსოფლიოს“ მოთხოვნებს.
ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის გამოგზავნა ერთი ნომრისთვის.
ჟურნალს გამოცემს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი.
„სამართალი და მსოფლიო“ სტაბილურად ფუნქციონირებს 2015 წლიდან.
იმისათვის რომ სტატია წარადგინოთ, აღნიშნულ ჟურნალში უნდა გქონდეთ შექმნილი ანგარიში.
ანგარიშის შესაქმნელად საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია და მიჰყევით ინსტრუქციებს.
სტატიის წარდგენა ხდება შექმნილი ანგარიშის პანელზე ელექტრონული ფორმით.
როგორც კი აიტვირთება ნაშრომი, ავტორს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს თუ რა ეტაპზეა მისი ნაშრომი, ასევე დაუკავშირდეს რედაქციას ჟურნალის ონლაინ მართვის სისტემის მეშვეობით.
თქვენ არ გჭირდებათ ანგარიშის შექმნა „სამართალი და მსოფლიოში“ გამოქვეყნებულ ნაშრომებზე წვდომისათვის.
ჟურნალში „სამართალი და მსოფლიო“ ხდება მხოლოდ სამეცნიერო ღირებულების სტატიების გამოქვეყნება.
სტატიებში უნდა იყოს გადმოცემული ორიგინალური კვლევის შედეგები. მას მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეჰქონდეს საგნის ცოდნასა და გაგებაში და უნდა იყოს გამტკიცებული შესაბამისი ზუსტი წყაროებით.
გამოგზავნილი ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს პირველადი პუბლიკაციის სახით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული, იმავე ან სხვა ენაზე.
სტატია შეიძლება მომზადდეს სამართლის თემატიკის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე, ჩვენ არ გვაქვს პრივილეგირებული სფერო სამართალში, სამართლის ყველა დარგი ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. სტატიები ქვეყნდება სამართლის სფეროს მიკუთვნებულ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა დავების გადაწყვეტა, ადამიანის უფლებები, გადასახადები, ბიზნეს- სამართლებრივი საკითხები, კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, იურიდიული ფირმები, სამართლებრივი პროცესის აუთსორსინგი, სასამართლო სისტემა, კანონშემოქმედება, მსოფლიო ვაჭრობა, ტრანსსასაზღვრო ინვესტიცია, გარემოსდაცვა და ა.შ.
ჟურნალი უპირატესობას ანიჭებს შედარებით კონტექსტში წარმოებულ კვლევას, რათა იგი საინტერესო იყოს არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნის ეროვნული, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო წრეებისათვის.
სტატიის სამეცნიერო ღირებულებას ამოწმებს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი/რეცენზენტი
შერჩეული რეცენზენტები არიან მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური შრომები სრულ თანხვედრაშია სტატიის შინაარსთან.
რეცენზენტს თითოეული სტატიისთვის ირჩევს მთავარი რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრებთან მჭიდრო კონსულტაციის გზით.
რეცენზენტი ადგენს ანგარიშს „სამართალი და მსოფლიოს“ შეფასების ფორმის შესაბამისად.
შეფასების ფორმაში 0 დან 10 ქულამდე ფასდება სტატიის აქტუალურობა და კვლევის სიახლე, სამეცნიერო კვლევის ხარისხი, ნაშრომის თანმიმდევრულობა და პრობლემის ანალიზი, აბსტრაქტი, დასკვნა, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის მოძიებისა და გამოყენების კოეფიციენტი, გამოყენებული ლიტერატურის სიახლე, ხარისხი და მრავალფეროვნება, ნაშრომის ენა, სტილი, სტრუქტურა, ბიბლიოგრაფიის/სქოლიოს აკადემოური მოთხოვნები, წარმოდგენილი რეკომენდაციების ხარისხი.
დადებით რეცენზიად ითვლება, თუ რეცენზენტი ნაშრომს შეაფასებს მინიმუმ 70 ქულით.
ავტორს შეუძლია შეუზღუდავად გამოაგზავნოს ნაშრომი მომდევნო ნომრებში რეცენზენტის რეკომენდაციების თანახმად გასწორებული, თუმცა ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ნაშრომი გამოქვეყნდება, იგი თავიდან დაექვემდებარება სავალდებულო ფარულ რეცენზიას.
რედაქციის მხრიდან სტატიის რაიმე სახის შინაარსობრივი ცვლილება დაუშვებელია.
დიახ. ჟურნალი ახორციელებს ლინგვისტურ და ტექნიკურ შესწორებას, ხოლო გამოქვეყნებამდე საბოლოო ვერსიას ათანხმებს ავტორთან.
გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერი ცვლილება დაუშვებელია. შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური უზუსტობის გასწორება ავტორის შენიშვნის საფუძველზე.
სტატიები მიიღება უწყვეტ რეჟიმში, რეცენზიის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტატია გამოქვეყნდება განხილვის დასრულების დროს მიმდინარე ნომერში.
სტატიის შეფასება მოითხოვს გონივრულ ვადას, რაც შეუძლებელია იყოს 30 დღეზე ნაკლები.
თქვენი საკვლევი თემის მსგავსი სტატიის მოსაძებნად, საძიებო ველში შეიყვანეთ თემა და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მიიღებთ ჟურნალში გამოქვეყნებულ ყველა სტატიას.
სტატიები ქვეყნდება ინგლისურ, ან ინგლისურ-ქართულ ენებზე.
ჟურნალში გამოქვეყნება არის უფასო. სტატიის ტექსტის შემოწმების, ტექნიკური კორექციის და გამოქვეყნების ხარჯებს სრულად ფარავს რედაქცია.
სხვა შეკითხვა მაქვს!