ზოგადი ინფორმაცია

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო, რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო“ (სდმ) წარმოადგენს სამართლებრივი კვლევებისათვის განკუთვნილ სტაბილურ აკადემიურ პლატფორმას, რომელიც გამოიცემა როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ ფორმატში და ორიენტირებულია მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომების გამოქვეყნებაზე საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისად.

ჟურნალი ღიაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან თანამშრომლობისთვის. სტატიების მიღება და გამოქვეყნება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი აკმაყოფილებს ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოს“ რედაქციულ პოლიტიკას, აკადემიურ სტანდარტებსა და რეცენზირების მოთხოვნებს.

კვლევითი პროფილი და თემატური ფოკუსი

ჟურნალის კვლევის თემატიკა მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებს საერთაშორისო და შედარებით კონტექსტში:

  • საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებათა სამართალი;
  • კონსტიტუციური სამართალი და კონსტიტუციური მართლმსაჯულება;
  • სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები სისხლის სამართლის პროცესში;
  • საჯარო და კერძო სამართლის თანამედროვე გამოწვევები, მათ შორის ციფრული სამართალი და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირება;

ჟურნალი ასევე მიესალმება კვლევებს სამართლის სხვა მომიჯნავე სფეროებში, თუ ისინი დაკავშირებულია საერთაშორისო ან შედარებითი სამართლის პრობლემატიკასთან და წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო აკადემიური დისკუსიის ნაწილს.

ერთ იურისდიქციაზე კონცენტრირებული კვლევები მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცხადად ასაბუთებს დასკვნების საერთაშორისო მნიშვნელობას და მათი გამოყენებადობის პოტენციალს სხვა სამართლებრივ სისტემებში.

ინტერდისციპლინური ჩარჩო

ავტორებს შეუძლიათ გაამდიდრონ თავიანთი სამართლებრივი ანალიზი სხვა დარგების ცოდნის გამოყენებით (მაგალითად, ფილოსოფია, ეკონომიკა, პოლიტოლოგია, საჯარო მმართველობა, ტექნოლოგიური კვლევები), იმ პირობით, რომ სამართლებრივი ანალიზი კვლევის ცენტრალურ და დომინანტურ ელემენტად დარჩება.

მისია

ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოს“ მისიაა ხელი შეუწყოს სამართლის სფეროში მეცნიერული ცოდნის განვითარებასა და გავრცელებას ისეთი კვლევების გამოქვეყნების გზით, რომლებიც შესრულებულია შედარებით, საერთაშორისო ან ტრანსნაციონალურ კონტექსტში და მიმართულია სამართლებრივი პრობლემების კრიტიკულ, თეორიულ და პრაქტიკულ გააზრებაზე. ჟურნალი მიზნად ისახავს სამართლებრივი დისკუსიის ხელშეწყობას, რომელიც სცილდება ერთ კონკრეტულ იურისდიქციას და რელევანტურია საერთაშორისო აკადემიური და პროფესიული საზოგადოებისთვის.

მიზნები

ჟურნალის ძირითადი მიზნებია:

  • შექმნას სტაბილური აკადემიური პლატფორმა შედარებითი და საერთაშორისო სამართლის სფეროში მიმდინარე სამეცნიერო დისკუსიებისთვის;
  • ხელი შეუწყოს სამართლებრივი კვლევების ინტერნაციონალიზაციას და სხვადასხვა სამართლებრივი სისტემის გამოცდილების ურთიერთშედარებას;
  • უზრუნველყოს მაღალი ხარისხის, ორიგინალური და მეთოდოლოგიურად გამართული სამეცნიერო ნაშრომების ხელმისაწვდომობა ფართო საერთაშორისო აუდიტორიისთვის;
  • წაახალისოს ინტერდისციპლინარული კვლევები, რომელშიც სამართლებრივი ანალიზი ცენტრალურ ადგილს იკავებს.

საავტორო უფლება

საავტორო უფლებები დაცულია Creative Commons ბაზაში CC BY-SA 4.0 ლიცენზიით. მკითხველს შეუძლია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, თავისუფლად გაეცნოს, ჩამოტვირთოს, ასლი გადაიღოს, გაავრცელოს, ამობეჭდოს, იკვლიოს და გამოიყენოს სტატიის სრული ტექსტი რეგისტრაციისა და გამომცემლის ან/და ავტორის წინასწარი ნებართვის მოთხოვნის გარეშე.

ავტორი ინარჩუნებს საავტორო უფლებას ნაშრომზე და ჟურნალს ანიჭებს პირველადი გამოქვეყნების შესაძლებლობას. სტატიას იმავდროულად ენიჭება Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License. აღნიშნული ლიცენზია იძლევა მისი შემდგომი გამოყენების უფლებას, ავტორისა და თავდაპირველი გამომცემლის მითითებით.

ავტორებს უფლება აქვთ გადაამუშავონ საკუთარი ნაშრომები, თუმცა მათ ევალებათ, რომ ჟურნალი მიუთითონ როგორც პირველადი გამოცემის წყარო.

ღია წვდომა

„სამართალი და მსოფლიო“ სრულად აღიარებს ღია წვდომის პოლიტიკას, იმ მოტივით, რომ კვლევის თავისუფლად ხელმისაწვდომობამ საზოგადოებას ცოდნის უფრო გლობალურად გაცვლის საკითხში შეუწყოს ხელი.

ჟურნალი მკითხველს მსოფლიო მაშტაბით ნაშრომების უფასო, მყისიერ და მუდმივ წვდომას, ხოლო ავტორებს გამოქვეყნებული სტატიების ფართოდ გავრცელებას და მათ საერთაშორისო რეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში და ციფრულ საცავებში განთავსებას სთავაზობს.

ავტორებს ეძლევათ საშუალება განათავსონ თავიანთი მასალების ყველა ვერსია - გაგზავნილი ვერსია (preprint), მიღებული ვერსია (postprint) და გამოქვეყნებული ვერსია (version of record) - სასურველ ინსტიტუციურ, თემატურ ან პირად რეპოზიტორიაში. ნაშრომების განთავსებაზე არ ვრცელდება ემბარგოს პერიოდი. რეკომენდებულია ავტორებმა მიუთითონ სტატიის სრულფასოვანი ბიბლიოგრაფიული ციტირება და ბმული ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე.

ჟურნალი გახლავთ ბუდაპეშტის და ბერლინის ღია წვდომის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე.

სტატიების მიღების ვადა 

სტატიების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რეცენზიის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტატია გამოქვეყნდება განხილვის დასრულების დროს მიმდინარე ნომერში.

ენა

სტატიები ქვეყნდება ინგლისურ, ან ინგლისურ-ქართულ ენებზე (2022 წლიდან).

თითოეული სტატია გადის ტექსტის ენობრივი შესწორების პროცესს.

გამოქვეყნების ღირებულება

ყველა სტატიის გამოქვეყნების საფასურს (APC) ამჟამად ფარავს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი და ავტორს არ მოეთხოვება არაფრის გადახდა.

აღნიშნული გულისხმობს რომ ინსტიტუტი იხდის გამოცემის ყველა ხარჯს, მათ შორის სარედაქციო პროცესებს, ვებ ჰოსტინგს, ინდექსირებას, მარკეტინგს, დაარქივებას, ტექსტების ლინგვისტურ და ტექნიკურ შესწორებას, DOI რეგისტრაციას და უზრუნველყოფს თითოუელი სტატიის სრულად ხელმისაწვდომობას.

შიგთავსის დაცულობა

სამართალი და მსოფლიოს გამოქვეყნებები დეპონირებულია შემდეგ ციფრულ არქივში გრძელვადიანი ციფრული შენახვის გარანტიით: CLOCKSS, Internet Archive, Portico.

გამოქვეყნების სიხშირე

ჟურნალი გამოდის წელიწადში ოთხჯერ რეგულარულად:

  • მარტის ბოლოს 
  • ივნისის ბოლოს 
  • სექტემბრის ბოლოს 
  • დეკემბრის ბოლოს

ჟურნალის ლოგო

ჟურნალს გააჩნია უნიკალური დიზაინის ლოგო, რომელიც რეგისტრირებულია საქონლის და მომსახურების ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის  რედაქციის შესაბამისად.

სარეკლამო პოლიტიკა

სამართალი და მსოფლიო არ იღებს რეკლამებს

სპონსორი

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი

სხვა ინფორმაცია

„სამართალი და მსოფლიო“ 2015 წელს დაარსდა (P-ISSN  2346-7916), მისი ელექტრონული ვერსია 2019 წელს დარეგისტრირდა (E-ISSN  2587-5043). 

DOI: doi.org/10.36475/L.A.W.14