რატომ სამართალი და მსოფლიო?

შიგთავსი და ხარისხი

ჟურნალში „სამართალი და მსოფლიო“ ხდება მაღალი სამეცნიერო ღირებულების სტატიების გამოქვეყნება, რასაც უზრუნველყოფს სამართლის დარგის აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსი იურისტებისაგან შემდგარი სარედაქციო კოლეგია.

კოლეგიის წევრებს შექმნილი აქვთ ფუნდამენტური შრომები სამართლის დარგში, ფლობენ მაღალ თეორიულ და პრაქტიკულ კვალიფიკაციას და არიან აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნეები.

ჟურნალი უპირატესობას ანიჭებს შედარებით კონტექსტში წარმოებულ კვლევას, რათა იგი საინტერესო იყოს არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო სამართლის წრეებისათვის.

რედაქცია პასუხისმგებელია გამოქვეყნების ხარისხზე, ამ კუთხით მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი.

საერთაშორისო აღიარება და ხილვადობა

„სამართალი და მსოფლიო“ მკითხველს სთავაზობს უფასო, მყისიერ და უწყვეტ წვდომას გამოქვეყნებულ სტატიებთან, ხოლო ავტორებს გამოქვეყნებული სტატიების ფართოდ გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით, მათ განთავსებას საერთაშორისო რეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში და ციფრულ საცავებში.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ფართო ასპარეზზე გავიტანოთ თქვენი კვლევა, რათა მაქსიმალურად ხილვადი და ხელმისაწვდომი გავხადოთ ისინი მსოფლიო სამეცნიერო წრეებისთვის.

„სამართალი და მსოფლიოში“ სტატიის გამოქვეყნებით იზრდება ავტორის საერთაშორისო ცნობადობა, იგი ხვდება საერთაშორისო ციტირების ნიშნულში, რაც ყველა მეცნიერისთვის სასარგებლო და საინტერესოა.

სტატიის ავტორებს ენიჭებათ უნიკალური საერთაშორისო კოდი DOI, რაც ყველა საერთაშორისო ბაზაში მათ ღია წვდომას უზრუნველყოფს. აღნიშნული მნიშვნელოვნად ზრის ავტორის ცნობადობას საერთაშორისო მაშტაბით.

ჟურნალი მოხვედრილია საერთაშორისო რეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში. აღნიშნული ბაზები მიზნად ისახავენ კვლევითი მუშაობის და ცოდნის გაზიარებას სხვადასხვა სფეროში, ორიენტირებულნი არიან მკვლევარისთვის აკადემიური ბაზების მომსახურებათა შეთავაზებაზე, ციტირების ინდექსზე.

ჟურნალი ქვეყნდება როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ბეჭდურად და უსასყიდლოდ გადაეცემა მსოფლიოს სხვადასხვა ბიბლიოთეკას და დაინტერესებულ პირებს.

გარემოს მდგრადობა

„სამართალი და მსოფლიო“ სტაბილურად ფუნქციონირებს 2015 წლიდან.

ჟურნალის რედაქცია არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და მასზე ზეგავლენას ვერ ახდენენ გარე პოლიტიკური ფაქტორებები.

ჟურნალს გააჩნია ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის სტაბილური გარემო.

ინოვაცია

ვიღებთ და ვამკვიდრებთ თანამედროვე ტექნოლოგიების ყველა სიახლეს.

ვნერგავთ მსოფლიო მასშტაბით მიღებულ მაღალი ხარისხის საუნივერსიტეტო, პროფესიონალურ და სამეცნიერო სერვისებსა და პროდუქტებს.

მუდმივად ვადევნებთ თვალყურს ამ სფეროში განხორციელებულ სიახლეებსა და ცვლილებებს, ვახდენთ მათ ინტეგრაციას ჟურნალის საქმიანობაში.

კომუნიკაცია და დროულობა

პირდაპირი და ღია დიალოგი მომხმარებელთან ნებისმიერ დონეზე.

გამოქვეყნების პროცედურის სწრაფი და გონივრული ვადების დაცვა.

ინფორმაციას უმოკლეს ვადებში მიწოდება და სწრაფი რეაგირება.