ანდერძის თავისუფლების შეზღუდვა კომლში - საქართველოს მოქალაქეთა კერძო საკუთრების პრობლემა

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

დღესდღეობით დიდი სამართლებრივი მნიშვნელობა შეიძინა კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისას ანდერძის თავისუფლების შეზღუდვამ, რადგან კომლის საკუთრების რეგისტრაციის სირთულე მოქალაქეთა შორის სამემკვიდრეო დავებში გამოიხატება და ნათელია, რომ ისინი წლების განმავლობაში მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, ესარგებლათ ანდერძის შედგენის უპირატესობით. შესაბამისად, კომლის ქონებაზე საკუთრების მოპოვების ძირითად საშუალებად კანონისმიერი მემკვიდრეობის წესი რჩებოდა. ზოგადად, საკომლო-სამემკვიდრეო დავების გაზრდილი მაჩვენებელი მრავალი მიზეზითაა გამოწვეული. მოქალაქეთა ნაწილი დღემდე ვერ ახერხებს საკომლო საკუთრების რეგისტრაციას, რაც მრავალწლიანი დავის საგანია. აღსანიშნავია, თუ როგორ შეიზღუდა ანდერძის თავისუფლება კომლში და რა სწრაფად გადაიქცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სამემკვიდრეო დავის ასპარეზად. ანდერძის თავისუფლების შეზღუდვა, სხვა შეზღუდვებთან ერთად, მოქალაქეებზე მიწების არათანაბარი განაწილების, მათ შორის, დანაწევრების შეუქცევად მდგომარეობას ქმნის და წლების შემდეგ მივიღებთ რეალობას, როდესაც მიწაზე საკუთრების უფლება თვითწარმოქმნის ფუნქციას დაკარგავს. კვლევა მიმართულია კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისას ანდერძის თავისუფლების შეზღუდვით გამოწვეული პრობლემის შეფასებაზე.  ასევე, კვლევაში განხილულია ლიეტუვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით.  

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

ანდერძის თავისუფლების შეზღუდვა კომლში - საქართველოს მოქალაქეთა კერძო საკუთრების პრობლემა. (2024). სამართალი და მსოფლიო, 10(29), 177-198. https://doi.org/10.36475/10.1.13
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

ანდერძის თავისუფლების შეზღუდვა კომლში - საქართველოს მოქალაქეთა კერძო საკუთრების პრობლემა. (2024). სამართალი და მსოფლიო, 10(29), 177-198. https://doi.org/10.36475/10.1.13

##plugins.generic.shariff.share##