პირობით ვადამდე გათავისუფლება, როგორც სასჯელისაგან გათავისუფლების სპეციალური მექანიზმი თანამედროვე ქართულ სამართალში
##plugins.themes.bootstrap3.article.main##
ანოტაცია
წინამდებარე სტატია ეძღვნება თანამედროვე ქართულ სამართალში არსებულ სასჯელისაგან გათავისუფლების ერთ-ერთ სპეციალურ მექანიზმს – პირობით ვადამდე გათავისუფლებას, მასში განხილულია, მოცემული კანონით გათვალისწინებული, შეღავათის გამოყენების სამართლებრივი პრობლემები, რაც ემყარება პრაქტიკის ღრმა ანალიზსა და მცირე ოდენობის სამეცნიერო ნაშრომის კვლევას, ვინაიდან მოცემული საკითხი, ფაქტობრივად, სრულყოფილად გამოკვლეული არ არის და მეცნიერული კვლევის ინტერესის საგანი იშვიათად ყოფილა. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმზე, როგორც აუცილებელ და საჭირო ინსტრუმენტზე, მსჯელობა განაპირობა მარეგულირებელი კანონმდებლობის არასახარბიელო მდგომარეობამ, სასამართლოს მხრიდან არაერთგვაროვანი პრაქტიკის არსებობამ და ხსენებულ კონცეპტთან დაკავშირებით თანამედროვე ქართული იურიდიული ლიტერატურის სიმწირემ. სტატია მიზნად ისახავს, მოხდეს პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გააზრება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საზღვარგარეთის ზოგიერთი ქვეყნის მაგალითზე, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის მეცნიერულ კვლევის პროცესს, ამასთან, მიზნად ისახავს შემდგომ კვლევით მიღებული შედეგების ურთიერთშეჯერებას, შეფასებას, შედარებასა და სინთეზირებას, მათ შორის გამოყენებით პრაქტიკაში დაშვებული შეცდომათა ანალიზსა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მომწესრიგებელ ნორმებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავებას. სტატიის ცალკეულ თავში დასმული პრობლემის კვლევისას გამოყენებულია როგორც ფორმალურ – ლოგიკური, ისტორიული, ფორმალურ – იურიდიული, დოგმატური, შედარებით – სამართლებრივი, აღწერილობითი და სისტემური მეთოდები. სტატიაში მოცემული დასკვნები, დებულებები და რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებული იქნეს მოცემულ თემასთან მიმართებით დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, აგრეთვე, დარგში მომუშავე მომსახურეთათვის პრაქტიკული დახმარების აღმოსაჩენად.
##plugins.themes.bootstrap3.article.details##
როგორ უნდა ციტირება
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .