ზიანის მნიშვნელობა – დანაშაულებრივი ქმედება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის შემადგენლობაში
##plugins.themes.bootstrap3.article.main##
ანოტაცია
სტატიაში განხილულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის შემადგენლობისთვის, აუცილებელი კომპონენტის გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის, მისი დაანგარიშების წესის და ზიანის მნიშვნელობის საკითხი. განხილული იქნება, თუ რას შეადგენს და როგორ გამოითვლება მუხლის დისპოზიციის აუცილებელი შემადგენელი - მნიშვნელოვანი ზიანი; სად გადის ზღვარი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხიმგებლობას შორის; რა სახის ზიანის გამოწვევა შეუძლია ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას და რა მნიშვნელობა აქვს მათ გამოძიებისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის და სასამართლოსთვის. სტატია წარმოადგენს სიახლეს, ვინაიდან სხვა სამეცნიერო ნაშრომები არ ახდენს ჩვენ მიერ დამუშავებულ კვლევის საგნის იდენტიფიცირებას და სახელმძღვანელოებში თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის კომენტარებში, ზიანთან დაკავშირებით საკმაოდ მწირი კვლევა მოიპოვება. გარემოზე მიყენებული ზიანი, თავისი სპეციფიკით განსხვავდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა მატერიალური შემადგენლობის მქონე დანაშაულებისთვის დაწესებული ზიანის გაანგარიშების კლასიკური გაგებისგან. გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობაზე დამოკიდებულია კონკრეტულ საქმეზე ადმინისტრაციულ დარღვევასთან გვაქვს საქმე თუ სისხლის სამართლის დანაშაულთან, შესაბამისად საკითხის მეცნიერულად შესწავლას გააჩნია პრაქტიკული მნიშვნელობაც. სამეცნიერო ნაშრომის მიზანია, ნათელი გახდეს სსკ-ის 303-ე მუხლის შემადგენლობისთვის აუცილებელი კომპონენტის - ზიანის საკითხის შესწავლა და მის ირგვლივ წამოჭრილ პრობლემატურ საკითხებზე სწორი წარმოდგენის შექმნა.
##plugins.themes.bootstrap3.article.details##
როგორ უნდა ციტირება
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .