სამოქალაქო დავებზე მედიაციის გამოყენების უპირატესობები

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია


კვლევა ეძღვნება სამოქალაქო დავებზე მედიაციის გამოყენების თავისებურებებსა და უპირატესობებს. პირველ რიგში, ნაშრომში განხილულია საზღვარგარეთის ზოგიერთი ქვეყნის (გერმანია, ლიეტუვა, ესტონეთი და სხვ.) გამოცდილება მედიაციის სფეროში და შემდეგ დასახულია მიზანი, დადგინდეს, ქართული მედიაცია რომელიმე ქვეყნის მოდელს ეფუძნება თუ ის საქართველოში რაიმე სპეციფიკით გამოირჩევა. სტატია ეხება სამოქალაქო დავის გადაწყვეტის საქმეში მედიაციის უნიკალურ და ფართო შესაძლებლობებს. სასამართლოში საქმის განხილვა ეფუძნება სამართლებრივი საკითხების განხილვას, მედიაცია არ შემოიფარგლება სამართლებრივი საკითხების განხილვით; მედიაციის დროს შესაძლებელია არასამართლებრივი ასპექტების ანალიზიც. შესაბამისად, ის მოქნილი და არაფორმალური პროცესია, რომელიც მხარეებს აძლევს მაქსიმალურ თავისუფლებას, იმსჯელონ მათთვის საინტერესო და პიროვნულ ინტერესებზე მორგებულ ნებისმიერ საკითხზე. მედიაციის პროცესი შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ მხარეთა ინტერესებითა და მედიატორის კრეატიული საქმიანობის ტექნიკით. ამიტომ მხარეებს აქვთ მედიაციის პროცესსა და შედეგებზე კონტროლი. კვლევა ადასტურებს, რომ მედიაცია საქართველოში უფრო მეტად ვიწრო მოდელს ეფუძნება. ამით, ფაქტობრივად, ქართველი კანონმდებელი პრაქტიკას ანდობს მედიაციის განვითარებას და მედიატორსაც მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს, თუმცა ადგენს, რომ ეს თავისუფლება იზღუდება მხარეთა ნებით. შესაბამისად, სამედიაციო პროცესი უნდა წარიმართოს მხარეთა ნებაყოფლობითობის პრინციპის დაცვით. მედიაცია განსაკუთრებით მიმზიდველია ბიზნესთვის, რაც გამოწვეულია მედიაციის უპირატესობებით. მხარეებისთვის მნიშვნელოვანია მედიაციის პროცესის კონფიდენციალურობა, დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვა, მხარეთა შორის ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება, პოზიტიურ ასპექტებზე აქცენტირება, ორივე მხარის მომგებიანი მდგომარეობა. მედიაცია მიმართულია მხარეთა თვითგამორკვევისკენ, რაც ხელს უწყობს დავის მოწესრიგებისთვის აუცილებელი ნიადაგის მომზადებას. ამასთან, მედიაციის დროს შესაძლებელია მომავალში დავების პრევენცია.

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

სამოქალაქო დავებზე მედიაციის გამოყენების უპირატესობები. (2023). სამართალი და მსოფლიო, 9(27), 63-104. https://doi.org/10.36475/9.3.6
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

სამოქალაქო დავებზე მედიაციის გამოყენების უპირატესობები. (2023). სამართალი და მსოფლიო, 9(27), 63-104. https://doi.org/10.36475/9.3.6

##plugins.generic.shariff.share##