სამხედრო ნადავლი, როგორც საკუთრების უფლების შეძენის წყარო, ძველ ქართულ სამართალში

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

  ფეოდალური საკუთრების უფლების ინსტიტუტის ფუნდამენტური კვლევა მნიშვნელოვანია ამ პერიოდის ქართული სამართლის ინსტიტუტების შესასწავლად. საკუთრების უფლების შეძენის თავდაპირველი საშუალებები, მათ შორის, სამხედრო ნადავლი, ჯერ კიდევ სათანადოდ არაა გამოკვლეული. ფეოდალური ურთიერთობების თავისებურებიდან გამომდინარე, ერთადერთი, რაც სამეფო ხელისუფლებას ყოველთვის აკავშირებდა საფეოდალოებთან, საქართველოს ერთიანობისა თუ სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებულობის პერიოდში, იყო სალაშქრო ვალდებულება. ეს ვალდებულება ეკისრებოდათ არა მარტო საერო, არამედ საეკლესიო ფეოდალებსაც. ამავე დროს, სამხედრო ორგანიზაცის ფორმებიდან გამომდინარე, მუდმივ, დაქირავებულ თუ რეგულარულ ჯარებს, ომის ნადავლის აღებისა და მისი განაწილების განსხვავებული წესები ჰქონდათ.
  სტატიაში გადმოცემულია სამხედრო ნადავლის, როგორც საკუთრების უფლების შეძენის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი წყაროს ძირითადი თავისებურებები ძველ ქართულ სამართალში. ნაშრომი შეისწავლის ფეოდალურ საქართველოში მტრის კუთვნილ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების წესებს, მოლაშქრეებსა და სხვა უფლებამოსილ პირებს შორის ნაშოვარი ქონების გაყოფის რიგს და, ასევე, იკვლევს რა ფაქტორებზე იყო დამოკიდებული ნადავლის კანონიერება. ნაშრომში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: სამხედრო ნადავლის აღმნიშვნელი ტერმინები; ხმლით ნაშოები როგორც მოუდევარი საკუთრება; ფანჯიაქის აღების ტრადიცია − მეფის ფანჯიაქი; ნადავლში მოხელეთა წილის ოდენობა, რომელიც ან ფანჯიაქიდან, ან დარჩენილი ქონებიდან გამოიყოფოდა.

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

სამხედრო ნადავლი, როგორც საკუთრების უფლების შეძენის წყარო, ძველ ქართულ სამართალში. (2022). სამართალი და მსოფლიო, 8(22), 77-98. https://doi.org/10.36475/8.2.6
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

სამხედრო ნადავლი, როგორც საკუთრების უფლების შეძენის წყარო, ძველ ქართულ სამართალში. (2022). სამართალი და მსოფლიო, 8(22), 77-98. https://doi.org/10.36475/8.2.6

##plugins.generic.shariff.share##