ჰონკონგი, ჩინეთი 1997 (რა გზით ვიაროთ აფხაზეთისკენ?!)
##plugins.themes.bootstrap3.article.main##
ანოტაცია
საქართველოსთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს კონფლიქტების დარეგულირება აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. ამ მხრივ ჩინეთის მთავრობის ინოვაციურმა მიდგომამ ჰონკონგის მიმართ გამოიწვია ავტორთა ინტერესი, რადგან იგი საინტერესო
გახდა როგორც ისტორიული, ისე პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ჰონკონგის პრობლემის გადაწყვეტა მოახერხა მშვიდობიანად და ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი არის აბსოლუტურად ახალი მოდელი ტერიტორიული მოწყობისა. იგი ჩინეთის სახელმწიფოს მხრიდან რეალპოლიტიკის გამოვლინებაა. რეალპოლიტიკა კი კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის უალტერნატივო და ერთადერთი სწორი გზაა. მიზნის მისაღწევად ომისა და ძალადობის გამოყენება უტოპიაა და მეტი არაფერი. როგორც ჩანს, ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კონფლიქტების ჩიხიდან გამოსაყვანად განსხვავებული სტრატეგია სჭირდება, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას.
##plugins.themes.bootstrap3.article.details##
როგორ უნდა ციტირება
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .