წესები

ავტორის მოვალეობები

  1. წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური კვლევის შედეგი, პირველადი პუბლიკაციის სახით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნეული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული, იმავე ან სხვა ენაზე.
  2. მიუღებელია კომპილაციური და მიმოხილვითი ხასიათის ტექსტები, სადაც არ ჩანს ავტორის მიერ წარმოებული კვლევა, დასკვნითი და სარეკომენდაციო დებულებები.
  3. აუცილებელია ნაშრომის თანმიმდევრულობა და პრობლემის ანალიზი, ციტირების ობიექტურობა, გამოყენებული ლიტერატურის სიახლე და მრავალფეროვნება.
  4. ნაშრომში თავიდან უნდა იქნას აცილებული ფრაგმენტულობა, რამდენიმე თანაავტორის შემთხვევაში მათ კვლევები უნდა იყოს შერწყმული იმგვარად, რომ არ დაირღვეს სტატიის მთლიანობა და ერთიანი სტილი.
  5. კვლევის შედეგები უნდა იყოს მკაფიოდ, კეთილსინდისიერად და არა გაყალბების/შეუსაბამო მონაცემთა მანიპულაციის შედეგად მიღებული.
  6. ერთი კვლევა არ შეიძლება გაიყოს რამდენიმე ნაწილად ერთ ან რამდენიმე ჟურნალში გამოქვეყნების რაოდენობის გაზრდის მიზნით.
  7. ნაშრომში, შესაძლებელია, ავტორმა გააკრიტიკოს სხვა მეცნიერის ნაშრომი, თუმცა, დაუშვებელია პიროვნული კრიტიკა.
  8. დაუშვებელია ავტორმა გამოიყენოს სიძულვილის ენა, ეთნიკური და რელიგიური შუღლის მაპროვოცირებელი, ასევე, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ფრაზები. ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატია არ შეიძლება იყოს დისკრიმინაციული ხასითის.
  9. თუ ავტორი იყენებს ცხრილებს, დიაგრამებს, დამუშავებულ სტატისტიკებს ან ტექსტებს, რაც უკვე გამოქვეყნებულია სხვაგან, ვალდებულია აიღოს ნებართვა ამ მასალის საავტორო უფლების მფლობელისგან. ამ ინფორმაციის მითითება უნდა მოხდეს სტატიის სქოლიოში.
  10. სტატიები შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე თანაავტორობით, მაგრამ არაუმეტეს 5 თანაავტორისა.
  11. თანაავტორობის შემთხვევაში, მიეთითება საკონტაქტო პირი, რომელთანაც რედაქციას ექნება კომუნიკაცია, ამასთანავე, სავალდებულოა ყველა თანაავტორის საკონტაქტო ინფორმაციის და აფილაციის რედაქცისთვის მიწოდება.
  12. თანაავტორმა ჟურნალის ელექტრონულ ფოსტაზე უნდა დაადასტუროს სტატიის თანაავტორობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სტატიის გამოქვეყნების თხოვნა უარყოფილი იქნება.
  13. ავტორს უნდა შეეძლოს მითითება ნაშრომის რომელ ნაწილზეა პასუხისმგებელი მისი თანაავტორი.
  14. ავტორს/ავტორებს შესაძლებელია ჰყავდეთ დამხმარე, რომელსაც რაიმე ფორმით წვლილი შეაქვს ნაშრომის არა სამეცნიერო ნაწილში (ტექნიკური მხარდაჭერა, მონაცემთა შეგროვება, ასისტენტი წერაში, ენობრივი გასწორება, გადახედვა და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში იგი მიეთითება არა როგორც ავტორი, არამედ როგორც დამხმარე.

შეფასების პროცესი

  1. ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოში“ სტატიის გამოსაქვეყნებლად სავალდებულოა ორი პირის ფარული რეცენზია.
  2. რეცენზენტს თითოეული სტატიისთვის ირჩევს მთავარი რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრებთან კონსულტაციის გზით.
  3. რეცენზენტს არ აქვს ინფორმაცია ვის ნაშრომს ამოწმებს, ხოლო სამეცნიერო ნაშომის ავტორს არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყოს მისი ნაშრომის რეცენზენტი.
  4. რეცენზენტები არიან მსოფლიოს სხვადასვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური შრომები სრულ თანხვედრაშია სტატიის შინაარსთან.
  5. ნაშრომი ქვეყნდება ორი დადებითი რეცენზიის საფუძველზე.
  6. იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი მიიღებს ერთ დადებით და ერთ უარყოფით რეცენზიას, ნაშრომი ეგზავნება მესამე რეცენზენტს, რომლის შეფასებაც წყვეტს გამოქვეყნების საკითხს.
  7. სტატიის შეფასების პროცესი გრძელდება 10 დღე სტატიის მიღებიდან, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში, იგი შეიძლება გახანგრძლივდეს გონივრული ვადით რეცენზეტის მოთხოვნის შესაბამისად.
  8. რეცენზენტი:
    1. რეკომენდაციას უწევს ნაშრომის არსებული სახით გამოქვეყნებას (დადებითი რეცენზია).
    2. არ უწევს რეკომენდაციას ნაშრომის გამოქვეყნებას (უარყოფითი რეცენზია).
    3. ნაშრომი არის სამეცნიერო ღირებულების კვლევის შედეგი, მაგრამ რეცენზენტს აქვს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და ავტორს აძლევს ნაშრომის გადახედვის შესაძლებლობას კონკრეტული შენიშვნებითა და მითითებებით.
  9. დადებით რეცენზიად ითვლება, თუ რეცენზენტი ნაშრომს შეაფასებს მინიმუმ 70 ქულით შეფასების ფორმის შესაბამისად.
  10. 70 ქულაზე დაბალი შეფასების შემთხვევაში რეცენზენტი იძლევა უარყოფით რეცენზიას ან ავტორს აძლევს შესწორების რეკომენდაციას კონკრეტული შენიშვნებითა და მითითებებით.
  11. რეცენზენტის მიერ შენიშვნების და მითითებების შემთხვევაში, რედაქცია ავტორს სთავაზობს არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებას ან თავისი პოზიციის დასაბუთებას. თანხმობის შემთხვევაში, ავტორს, მაქსიმუმ 2 თვის ვადაში მოჰყავს შესაბამისობაში ნაშრომი წარდგენილ რეკომენდაციებთან. რედაქტირებულ ტექსტზე საბოლოო რეცენზიას აკეთებს იგივე რეცენზენტი.
  12. სარეკომენდაციო რეცენზიის/შენიშვნების შემთხვევაში, საჭიროა თითოეული თანაავტორის დასტური განხორციელებული ცვლილების შესახებ.
  13. თუ ავტორი არ ეთანხმება რეცენზენტის შენიშვნებს, მის დასაბუთებულ პოზიციას განიხილავს სარედაქციო კოლეგია, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სტატიის გამოქვეყნების ან უარყოფის შესახებ.
  14. სარედაქციო კოლეგია ნაშრომის გამოქვეყნების გადაწყვეტილებას იღებს ორი დადებითი რეკომენდაციის გათვალისწინებით, თუმცა ეს არ იძლევა ნაშრომის გამოქვეყნების სრულ გარანტიას, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას გამოქვეყნების შესახებ იღებს სარედაქციო კოლეგია.

პლაგიატის პოლიტიკა

  1. პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინება მიიჩნევა არაეთიკურ და მიუღებელ ქცევად. ავტორმა უნდა უზრუნველყოს საკუთარ ნაშრომში გამოყენებული წყაროების სათანადოდ და ზუსტად მითითება.
  2. შემოსული სტატია, ტექნიკური პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, გადის პლაგიატის (შინაარსის უნიკალურობის) შემოწმებას ელექტრონული პროგრამის Turnitin-ის მეშვეობით.
  3. Turnitin-ის პროგრამის მეშვეობით დგება ანგარიში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას იმ დოკუმენტების შესახებ, რომლებთანაც შესამოწმებელი დოკუმენტი ამჟღავნებს მსგავსებას.
  4. ვინაიდან, Turnitin-ის პროგრამის მეშვეობით ვლინდება მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში არსებული მონაცემების იდენტიფიკაცია, შესაბამისად, იგი სრულად ვერ უზრუნველყოფს პლაგიატის სხვადასხვა სახის დადგენას, მაგ. პერიფრაზირებული პლაგიატი და ა.შ. ამიტომ Turnitin-ის პროგრამაში შემოწმების შემდეგ, ხდება სამეცნიერო ნაშრომის ორმაგი ფარული რეცენზირება „სამართალი და მსოფლიოს“ დადგენილი წესების მიხედვით.
  5. რეცენზენტი გარდა სტატიის სამეცნიერო ღირებულებისა, აწარმოებს დაკვირვებას არსებობს თუ არა რაიმე არსებითი მსგავსება აღნიშნულ თემაზე გამოქვეყნებულ სხვა მეცნიერთა ნაშრომებში.
  6. პლაგიატის რაიმე ფორმის აღმოჩენის შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია საკითხს განიხილავს „სამართალი და მსოფლიოს“ ეთიკის კოდექსის შესაბამისად.

ღია წვდომის პოლიტიკა

  1. „სამართალი და მსოფლიო“ სრულად აღიარებს ღია წვდომის პოლიტიკას, იგი მკითხველს მსოფლიო მაშტაბით ნაშრომების უფასო, მყისიერ და მუდმივ წვდომას, ხოლო ავტორებს გამოქვეყნებული სტატიების ფართოდ გავრცელებას და მათ საერთაშორისო რეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში და ციფრულ საცავებში განთავსებას სთავაზობს.
  2. ჟურნალი გახლავთ ბუდაპეშტის და ბერლინის ღია წვდომის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე.

საავტორო უფლება

  1. საავტორო უფლებები დაცულია Creative Commons ბაზაში CC BY-SA 4.0 ლიცენზიით. მკითხველს შეუძლია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, თავისუფლად გაეცნოს, ჩამოტვირთოს, ასლი გადაიღოს, გაავრცელოს, ამობეჭდოს, იკვლიოს და გამოიყენოს სტატიის სრული ტექსტი რეგისტრაციისა და გამომცემლის ან/და ავტორის წინასწარი ნებართვის მოთხოვნის გარეშე.
  2. ავტორი ინარჩუნებს საავტორო უფლებას ნაშრომზე და ჟურნალს ანიჭებს პირველადი გამოქვეყნების შესაძლებლობას. სტატიას იმავდროულად ენიჭება Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License. აღნიშნული ლიცენზია იძლევა მისი შემდგომი გამოყენების უფლებას, ავტორისა და თავდაპირველი გამომცემლის მითითებით.
  3. ავტორებს უფლება აქვთ გადაამუშავონ საკუთარი ნაშრომები, თუმცა მათ ევალებათ, რომ ჟურნალი მიუთითონ როგორც პირველადი გამოცემის წყარო.

კონფიდენციალურობის განცხადება

  1. ელექტრონული ფოსტის სახელები და მისამართები, რომლებსაც შეიტანთ ამ საიტზე, გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ ჟურნალის საჭიროებისათვის და არ იქნება გამოყენებული სხვა მიზნებისათვის, ან არ გადაეცემა სხვა პირებისა და ორგანიზაციებს.

პასუხისმგებლობის უარყოფა

  1. ჟურნალში გამოთქმული მოსაზრებები თუ შეხედულებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ჟურნალის რედაქტორების, სარედაქციო კოლეგიის, ან გამომცემლის - სამართლის ინსტიტუტის შეხედულებებს.