ცვლილება გამოქვეყნების შემდგომ


გამოქვეყნების შემდგომ შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

ტექნიკური უზუსტობის გასწორების საკითხს განიხილავს სარედაქციო კოლეგია და გადაწყვეტილებას იღებს ავტორის თხოვნის საფუძველზე.

ტექნიკურ უზუსტობად ითვლება მცირე შეცდომა, რომელიც არ ცვლის კვლევის ძირითად შინაარს, როგორიცა, მაგალითად თარიღების კორექტირება, რიცხვითი მონაცემების შესაბამისობა და ა.შ.

ტექნიკურ უზუსტობად ითველბა აგრეთვე ავტორის იმგვარი შეცდომა, რომელიც მცირედით ცვლის გარკვეულ ასპექტს, თუმცა გავლენას ვერ ახდენს კვლევის მთელ დასკვნაზე და არ არღვევს სტატიის სარედაქციო ან სამეცნიერო სტანდარტებს.

მნიშვნელოვანია, რომ სტატიის შინაარსის ძირითადი კონტექსტი არ შეიცვალოს და ცვლილებამ არ დააზიანოს სტატიის სანდოობა და ხარისხი.

ავტორმა უნდა დაარწმუნოს სარედაქციო კოლეგია ცვლილების მიზანშეწონილობაში.

გამოქვეყნების შემდგომ განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დეტალურად უნდა იყოს გაცხადებული საიტზე სტატიის კუთხეში Crossmark-ის ღილაკის მეშვეობით (დამატებით იხილეთ Crossmark policy page)