ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამედიცინო სფეროში (საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით)

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრიორიტეტულობა აღიარებულია, როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით. არასრულწლოვანთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვისას მსჯელობა სწორედ საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით იწყება. სტატია შეეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას ჯანდაცვის სფეროში, სამედიცინო მომსახურების მიღებისას და ბავშვის გარშემო მისაღები გადაწყვეტილებისას ჩართული მხარეების ფუნქცია-მოვალეობების სწორ განაწილებას იმისათვის, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა იყოს გარანტირებული. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაში მოიაზრება როგორც ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტის მყისიერი იდენტიფიცირება, ისე  ნებისმიერი გრძელვადიანი ხასიათის ინტერესი, რამაც შეიძლება ბავშვის განვითარებაზე და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე იქონიოს გავლენა. ბავშვის სახელით გადაწყვეტილების მიმღებ მხარედ გვევლინება მისი კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც, ძირითად შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნისათვის გასაწევ სამედიცინო მომსახურებაზე. იმისათვის, რომ ბავშვისათვის იყოს გარანტირებული მისი უფლების და საუკეთესო ინტერესების დაცვა, თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური შეფასება უნდა განხორციელდეს. რას წარმოადგენს სამედიცინო სფეროში ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა - ამის შეფასებამდე, ზოგადად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება იქნება განხილული. არასრულწლოვნისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში ძირითად როლს ასრულებს სამედიცინო მუშაკი, რომელიც, თავის მხრივ, სამედიცინო კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სისტემის მუდმივი ჩართულობა არის აუცილებელი განსახილველი ხარვეზებისა და ბარიერების აღმოსაფხვრელად. მშობლის უფლებამოსილებასა და ბავშვის ავტონომიური გადაწყვეტილების მიღებას შორის ბალანსის უზრუნველსაყოფად ინდივიდუალური შემთხვევა უნდა შეფასდეს და ჩამოყალიბდეს ერთიანი მიზანი მულტიდისციპლინური მიდგომით. სამედიცინო კანონმდებლობის ჩანაწერის ნორმატიული კვლევის მეთოდით თვალსაჩინო ხდება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისას წარმოშობილი ინტერესთა კონფლიქტი და ბავშვის მოსმენის უპირობო უფლების გარდაუვალი შელახვა.

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამედიცინო სფეროში (საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით). (2024). სამართალი და მსოფლიო, 10(29), 134-152. https://doi.org/10.36475/10.1.11
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამედიცინო სფეროში (საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით). (2024). სამართალი და მსოფლიო, 10(29), 134-152. https://doi.org/10.36475/10.1.11

##plugins.generic.shariff.share##