×

Cookie Consent

Digital Object Identifier
Abbreviated Title
Issue

In This Article

    Abstract - Journal Law and World

    Volume 8, Issue 1


    The Role of the Individual Assessment Report in Determining the Best Interest of a Juvenile Before Sentencing (Case law Analysis)


    Affiliation: PhD Student of Caucasus International University School of Law

    Abstract: The importance of the scientific paper is due to the combined theoretical and practical analysis of the norm-principles of juvenile justice and the report of individual evaluation; in particular, the study of case law. The research uses the method of analysis and comparison, the method of logical reasoning and reasoning, the method of studying and generalizing specific criminal cases and established judgments. The structure of the paper is a kind of chain that is logically related to each other, which is consequently reflected in the sentencing of a judge. In particular, it analyzes what is meant and how to prioritize the best interest before the judge imposes a sentence, then logically links it to the principle of individual approach to the juvenile, which is also inherent in juvenile justice and the principle of best interest priority. These norms find practical viability in an individual assessment report, in particular, the paper discusses in detail what issues a social worker will explore before sentencing a juvenile. An individual assessment report within juvenile justice is the basis for a combination of outlining principles and making decisions tailored to the best interests of the juvenile. After taking into account a number of circumstances analyzed in the individual assessment report, the judge will have a clear idea of what will be the best decision for the juvenile to re-socialize-rehabilitate.

    Keywords: Principle, Suitability, Sentence,


    Language: GE

    Download





    შესავალი

    ქართულ იუვენალურ ისტორიაში 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლო ვანთა მართლმსაჯულების კოდექსი თავი სუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ „ახალი ერის“ დასაწყისად. აღნიშნულმა კოდექსმა სისტემურად გააერთიანა არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის მატერიალური და პროცესუალური საკითხები. ამასთან, დანერგა მთელი რიგი ახალი საკანონმდებ ლო სიახლე, რითაც იუვენალური იუსტიციის კანონმდებლობის ჰარმონიზაციას დაედო საფუძველი; იუვენალურ სიახლეთაგან, პირ ველ რიგში, უნდა მოვიაზროთ საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობის პრინციპთა პრინციპად განსაზღვრა, როგორც პირველ რიგში განსახილველი გარემოება არას რულწლოვნის კეთილდღეობისათვის, რაც უნდა განისაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არასრულწლოვნის სპეციფი კური მახასიათებლების, საჭიროებების, გამოცდილების, ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. საუკეთესო ინტერე სის პრიორიტეტულობა მჭიდრო კავშირშია არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალურ მიდგომასთან, რაც პრინციპის დონეზეა გა წერილი არასრულწლოვანთა მართლმსა ჯულების კოდექსში, რომლის თანახმადაც არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია ნებისმიერი გადა წყვეტილების მიღებისას. მათ შორის, მო სამართლის მიერ არასრულწლოვნისათვის სასჯელის შეფარდებამდე, რისი აუცილებ ლობის მაჩვენებელიცაა კანონმდებლის მიერ დანერგილი ახალი ინსტიტუტი – ინდი ვიდუალური შეფასების ანგარიში, რომლის მომზადებაც აუცილებელია მოსამართლის მიერ სასჯელის დანიშვნამდე. ინდივიდუა ლური შეფასების ანგარიშით ხდება არას რულწლოვანთა ინდივიდუალური მახასია თებლების გათვალისწინება, თავის მხრივ, ინდივიდუალური მახასიათებლებით განისაზღვრება საუკეთესო ინტერესი, რაც არის მიზანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯუ ლებისა. მოსამართლის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის შეფარდებამდე მხედვე ლობაშია მისაღები მთელი რიგი საკითხები, რომელიც მოცემულია საქართველოს სის ხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კო დექსსა და საერთაშორისო აქტებში, რომელ თა კუმულაციურად გაანალიზების შემდეგაც განისაზღვრება სამართლიანი და კანონიერი სასჯელი. უფრო კონკრეტულად, საქართვე ლოს სისხლის სამართლის საპროცესო კო დექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამი სად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავ რდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადე ნილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქე ბელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერ ძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედე ბაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნა შავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკო ნომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალე ბულს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულე ბის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმე დების თანაზომიერი უნდა იყოს და მის ასაკს, პიროვნებას, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. ნაშრომის მიზანია, გააანალიზოს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის პრაქტიკული და თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტი კის ანალიზით აჩვენოს თუ როგორ ფორმირ დება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერე სი, რაც ასახულ უნდა იქნეს მოსამართლის განაჩენში.

    1. საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობის არსი

    საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობა არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულე ბის პრინციპთა პრინციპი. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში უპირველესი ყურადღე ბა ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესე ბის უზრუნველყოფას. იგი შინაარსობრი ვად მრავლისმომცველი და კომპლექსურია, აქედან გამომდინარე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მეოთხე ნაწილი ამომწურავად არ/ვერ ჩა მოთვლის თუ რა იგულისხმება აღნიშნულ პრინციპში და მის განმარტებას სამართალ შემფარდებელს ანდობს. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს მრავალფუნქციური შინაარსი გააჩნია, კერძოდ: 1) პირველ რიგ ში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრიორიტეტული პრინციპია; 2) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთ-ერთი მიზანი არასრულწლოვნის საკეთესო ინტერე სების დაცვაა; 3) არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის დანიშვნისას არასრულწლოვნის საუკეთესი ინტერესებს გადამწყვეტი მნიშ ვნელობა ენიჭება.ამრიგად, მოსამართლის მიერ სასჯელის შეფარდებამდე არასრულ წლოვნის საუკეთესო ინტერესების გაანა ლიზება უმნიშვნელოვანესია. სასჯელი უნდა იყოს არასრულწლოვნის კეთილდღეობასა და განვითარებაზე ნაკლები უარყოფითი ავლენის მომხდენი. ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს N14 ზოგადი კომენტარის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებ ში საუკეთესო ინტერესების პრინციპი ვრცე ლდება კანონთან კონფლიქტში მყოფ ყველა ბავშვზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამა რთლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა რეპრესია ან დასჯა, ნაკლებ პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნე ული, ვიდრე რეაბილიტაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდე ბულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლო ვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პრო ცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, რომ სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლე ბა, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოცი ალური განვითარების ფაქტორები. არას რულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებისას ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადე ნილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან. არასრულწლოვნი სადმი მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შე ესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსა ჯულების ძირითად პრინიციპებს, ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას. „საუკეთესო ინტერესის ტესტი“ გულისხმობს მოსამართლის მხრიდან იმის გათვალისწინე ბასაც, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს არას რულწლოვნისათვის შეფარდებულ სასჯელს. ბავშვების შემთხვევაში მათი კეთილდღეობი სა და ჭეშმარიტი ინტერესების დაცვასა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის საჭიროებას უპირატესობა უნდა მიენიჭოს.

    2. არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომის ფორმულირება

    არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომაერთ-ერთმნიშვნელოვანიპრინციპია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, რაც ასახულია, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა აქტებში. არასრულწლოვანთა მა რთლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ გადა წყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასა კი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრ დისა და განვითარების პირობები, განათლე ბა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თა ვისებურებების შეფასების და მისი საჭიროე ბების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლე ვა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 27-ე მუხლის მიხედვით, ეს ინდივი დუალური მახასიათებლები გაითვალისწი ნება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე. ინდივიდუალური მიდგომის ასახვის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის სა ფუძველზე მოსამართლის მიერ სასჯელის შეფარდება. „სასჯელის დანიშვნისას კანონ თან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის შედ გენა მიზნად ისახავს არასრულწლოვნის სო ციალური გარემოს, მისი უნარებისა და ინდი ვიდუალური საჭიროებების შესწავლას, რაც ხელს უწყობს მოსამართლეს არასრულწლო ვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული ობიექტური სასჯელის შეფარდებაში“.

    3. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, როგორც საუკეთესო ინტერესების იდენტიფიცირებისა და არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომის ფორმირების გზა

    არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომისა და საუკეთესო ინტერესების პრიო რიტეტულობის პრინციპის გამოკვეთის საშუა ლებაა ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის სამართლებრივი მნიშვნელობა გა ნსაკუთრებით მძაფრია სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, რადგანაც იგი მოითხოვს არასრულ წლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების ანალიზსა და მის გათვალისწინებას ინდივი დუალური შეფასების ანგარიშის შესაბამისად, რამაც ლომის წვლილი უნდა ითამაშოს იმაში, რომ არასრულწლოვნისადმი გამოყენებული სასჯელი სიცოცხლისუნარიანი იყოს პრაქტიკაში. საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობის პრინციპი არის უმთავრესი გზა იმისათვის, რომ გადასაწყვეტი საკითხი არასრულწლოვ ნის კეთილდღეობას შეესაბამებოდეს. საუკე თესო ინტერესის პრიორიტეტულობა მოითხო ვს მოსამართლემ გაანალიზოს თუ რა ეფექტს მოახდენს სასჯელი არასრულწლოვნის განვი თარებასა და კეთილდღეობაზე. „საუკეთესო ინტერესის“ განსაზღვრა კომპლექსური პროცე სია. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერე სის განსაზღვრისას გადაწყვეტილების მიმღებ მა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის პიროვნება, სურვილები, ვითარება, ოჯახური მდგომარეო ბა, სავარაუდო შედეგი, რომელსაც განაჩენი მოახდენს მის განვითარებასა და კეთილდრე ობაზე, ამასთან, რეკომენდებულია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა მოუსმინოს ბავშვის პოზიციას, რაც იქნება საფუძველი ყველაზე სა უკეთესო ინტერესის დასადგენად.
    ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდე ბულია შემდეგ შემთხვევებში: განრიდების ღონისძიების განსაზღვრისას, სასჯელის და ნიშვნისას, საპატიმრო სასჯელის ინდივიდუ ალური დაგეგმვისას, არასაპატიმრო სას ჯელის აღსრულებისას, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომ ზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართვე ლოს სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის N132/N95/ N23 ერთობლივი ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების N2 დანართი ეხება სასჯელის და ნიშვნისას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის შედგენას, რაც მიზნად ისახავს არასრულწლოვნის სოციალური გა რემოს, მისი უნარებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლას, რაც ხელს უწყობს მოსამართლეს არასრულწლოვნის საუკეთე სო ინტერესებზე დაფუძნებული ობიექტური სასჯელი შეუფარდოს არასრულწლოვანს. სასჯელის სწორად შეფარდება უმნიშვნელო ვანესია მსჯავრდებულის უფლებების დაცვის თვალსაზრისით; სასჯელის შეფარდებისას მოსამართლე არამხოლოდ კონკრეტული მუ ხლის სანქციის ფარგლებითაა შებოჭილი, არამედ აგრეთვე კონსტიტუციური პრინციპე ბითაც.

    4. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში – მოსამართლის მიერ არასრულწლოვნისათვის სასჯელის შეფარდებამდე გასათვალისწინებელი ინსტიტუტი

    არასრულწლოვანთა მართლმსაჯულე ბის კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არას რულწლოვნისათვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზა ცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, ხოლო 75-ე მუხლის პირ ველი ნაწილის თანახმად, არასრულწლო ვნისათვის სასჯელის დანიშვნისას მოსამა რთლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. სოციალური მუშაკი ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ამზა დებს არასრულწლოვანთან, მის ოჯახის წე ვრებთან და მასთან დაკავშირებული სოცი ალური გარემოს სხვა წარმომადგენლებთან ინტერვიუების მეშვეობით. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში არასრულწლოვნის ბიო-ფსიქო-სოციალური მდგომარეობა იდე ნტიფიცირდება მრავალი გარემოების შეს წავლითა და ერთობლივად გაანალიზების შემდეგომ, რაც არასრულწლოვნისადმი ინდი ვიდუალური მიდგომისა და შემდგომ ამისა საუკეთესო ინტერესის განსაზღვის მნიშვნე ლოვანი საშუალებაა. ამასთან მნიშვნელოვა ნი ის დადებითი ფაქტორები, რომელთა გათ ვალისწინება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აუცილებელია, კერძოდ, ესენია: ინდივიდუალური ფაქტორები (განათლება/ არაფორმალური განათლება/მუშაობის გა მოცდილება; ჰყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებიც არ არიან ჩართულნი დანაშა ულებრივ საქმიანობაში; კონსტრუქციული ინტერესების არსებობა, ჰობი, ოპტიმისტური და მომავლის პოზიტიური ხედვა, მართლსა წინააღმდეგო ქმედების პრევენციის მოტი ვაცია და გეგმა, სასარგებლო უნარები, ნიჭი, შემოქმედებითობა, სტრესის დაძლევის უნა რ-ჩვევები, საშუალოზე მაღალი ინტელექტი, რელიგიურობა და ა.შ.); ოჯახური ფაქტორები (ძლიერი და სტაბილური ურთიერთობები ერთ მშობელთან ან ოჯახის წევრთან, მზურველ(ებ) ისთვის ფასეულია არასრულწლოვნის განათ ლება/დასაქმება, მზრუნველ(ებ)ი წარმოადგე ნენ პროსოციალურო ქცევებისა და ნორმების მოდელს, სახარბიელო ოჯახური გარემო და ურთიერთობები, ეკონომიკური მდგომარეო ბა, საცხოვრებელი პირობები და ა.შ.) საზო გადოებრივი ფაქტორები (პროფესიული დახ მარების და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა, არასრულწლოვნის კეთილდღეობაზე ზრუნავს სკოლა/საგანმანათლებლო დაწესებულება, სტაბილური პოზი ტიური ურთიერთობები უფროსთან, რომელიც არ არის ოჯახის წევრი, ძლიერი თანადგომის ქსელი, საზოგადოება ახალგაზრდას სთავა ზობს რაიმე აქტივობაში ჩაბმის საშუალებებს: ახალგაზრდული ცენტრი, სპორტული კლუბი, კულტურული მოღვაწეობა და ა.შ.). ძალი ან მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში გათვალისწინებულია არასრულწლოვნისთვის საჭირო სერვისები/ რესურსები რეციდივის პრევენციისთვის, რაც ყველაზე მეტად აჩვენებს არასრულწლოვ ნის საუკეთესო ინტერესებს, კერძოდ, ესენია: დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგებაში, დახმარება ბენეფიტების მოპოვებაში, ფსიქოსოციალური დახმარება, აკადემიური დახმარება, პროფესიული დახ მარება, ადიქტური ქცევის შემცირებაზე მიმა რთული სერვისი, რისხვის მართვა/იმპულსთა მართვა, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების შესწა ვლა, სოციალური უნარების განვითარება, სამედიცინო დახმარება, ინდივიდუალური და ოჯახური ფსიქოთერაპია, ფსიქიატრიული დახმარება და ა.შ.
    სასამართლო პრაქტიკის თანახმად, განაჩენის გამოტანისას სასამართლოები სრუ ლად ითვალისწინებენ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. სასამართლოები ყურა დღებას აქცევენ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ასახულ დადებით და უარყოფით ფაქტორებს.37 არასრულწლოვანს უნდა დაენიშნოს სას ჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება სა ფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამა ფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შე დეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩა დენის რისკი.

    4.1. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის შინაარსობრივი ანალიზი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით

    4.1.1. არასრულწლოვნის ზოგადი ინფორმაცია

    არასრულწლოვნის ზოგადი ინფორმაცია გულისხმობს მის საიდენტიფიკაციო მონა ცემებს, ამასთან, არის თუ არა სკოლის მო სწავლე, ეთნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, არასრულწლოვნის აწმყო საცხოვრებელ გარემოს და ასე შემდეგ; სასამართლო პრაქტიკაში მრავლადაა მი თითება პიროვნების მაიდენტიფიცირებელ გარემოებებზე, მაგალითისათვის, ერთ-ერთ განაჩენში მითითებულია, არასრულწლოვ ნის ოჯახური გარემო დადებითია, ცხოვრობს მშობლებთან ერთად, რომელთა მიმართ ამ ჟღავნებს პატივისცემას და ნდობას. განა ჩენში ვკითხულობთ, რომ საცხოვრებლი გა რემო მნიშვნელოვანია არასრულწლოვნის სოციალური მდგომარეობის შესაფასებლად, ამ კონკრეტულ საქმეში ბავშვის საცხოვრებე ლი ფართი არ არის საკმარისი ოჯახის წევრე ბისათვის, თუმცაღა საცხოვრებელში დაცუ ლია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ოჯახში განლაგებულია საჭირო ინვენტარი, ამასთან ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებენ შესა ბამის დახმარებას. ოჯახის ფინანსური შემო სავალი არის მწირი. ბრალდებულის დედის გადმოცემით არასრულწლოვნის მამა ვერ აც ნობიერებს შვილების წინაშე არსებულ საჭი როებებს, არ იღებს მონაწილეობას შვილების აღზრდის პროცესში.

    4.1.2. ინფორმაცია არასრულწლოვნის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ

    ინფორმაცია არასრულწლოვნის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ გულისხმობს მიმდინარე ჩადენილი ქმედების მოკლე აღწე რილობას, არასრულწლოვნის ასაკზე მითი თებას ქმედების განხორციელების მომენტში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის გამოცდილებას, მართლსაწინააღმდე გო ქმედებების დინამიკას, დამოკიდებულებას მიმდინარე ჩადენილი ქმედების მიმართ, ქმე დების პრევენციის შესაძლებლობას არასრულ წლოვნის მხრიდან; განაჩენში ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვნის დაუსჯელობის მოლო დინი, დელიქვენტური ქცევის მქონე სამეგობრო წრე და მშობლების მხრიდან არასათანადო კონტროლის განხორციელება მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს მის მიერ ერთი და იმავე სახისა და ხასიათის დანაშაულების სისტემატუ რად ჩადენას.
    ნდივიდუალური შეფასების ანგარიშში გამოკვეთილია, რომ დანაშაულის იარაღია – დანა, რაც მოზარდს სჭირდებოდა პროფე სიული საქმიანობის მიზნით და სამუშაო ტა ნსაცმლის ჯიბეში ედო დანაშაულის ჩადენის მომენტში;
    მნიშვნელობა ენიჭება არასრულწლოვნის მიერ დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრი სას სინანულის გამოხატვას, განაჩენში მი თითებულია, რომ არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ სინანულის ძირითადი მიზეზია და ნაშაულებრივი ქმედების შემდგომი პროცე სების სირთულეები. არასრულწლოვანი ნაწილობრივ აღიარებს და განიცდის მომხდარფაქტს, ემპათიას გამოხატავს დაზარალებული მხარის ოჯახისა და ახლობლების მიმა რთ, მათ წინაშე თავს გრძნობს დამნაშავედ. გამოხატავს მზაობას მიიღოს პროფესიული განათლება, რაც დასაქმებაში დაეხმარება. ნანობს წარსულში ჩადენილ თავის ქმედებე ბს და განმარტავს, რომ აღნიშნული დაკავში რებული იყო მის ასაკთან, ვინაიდან უჭირდა ქმედების შესაძლო შედეგების გაანალიზება. ამასთან, მის მიერ განზრახულად არ მომხდა რა პოლიციისადმი წინააღმდეგობა, არამედ ეს იყო თავდაცვის მიზნით გამოწვეული.
    დადებით მომენტად ფასდება მოსამართლის მხრიდან, როდესაც არასრულწლო ვანს სრულად აქვს გააზრებული მის მიერ ჩა დენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ის მომავალში დაინტერესებულია კარიერუ ლი წინსვლით.არასრულწლოვანი იაზრებს დაზარალებულის, საკუთარი თავისა და ოჯა ხისადმი მიყენებულ ზიანს. დაზარალებულის მიმართ გამოხატავს ემპათიას. აცნობიერებს, რომ მის მიერ გამოყენებული ძალადობა დაუ შვებელია და თვლის, რომ საუბრით უნდა მო გვარდეს პრობლემური შემთხვევა. წარსულში არასდროს ჰქონია კონფლიქტური ურთიე რთობები, არსებულ გაუგებრობებს ყოველ თვის საუბრით და განხილვის საშუალებით არეგულირებდა.
    დანაშაულის ჩადენის განმაპირობებელი ფაქტორების მითითება ნათელ წარმოდგე ნას ქმნის არასრულწლოვანის პიროვნებაზე, მაგალითისათვის, განაჩენში ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვნის გარშემომყოფებს ძლიერი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, ხოლო თავად მის ოჯახში ეკონომიკური პრო ბლემებია, სწორედ ეს იყო მის მიერ საკუთრე ბის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩა დენის განმაპირობებელი, რომ თანხა იოლი გზით ეშოვნა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით.არასრულწლოვნის მშობლები ფი ზიკურად შრომობდნენ ყოველდღიურად, თუმცა არ აქვთ შრომის შესაბამისი ადეკვატური შემოსავალი. მან რამდენჯერმე სცადა მუშა ობა, თუმცა გამომუშავებული თანხის სიმწი რის გამო გადაწყვიტა დელიქვენტური ქმე დების განხორციელების გზით მოეპოვებინა თანხა და მხარდაჭერა აღმოეჩინა ოჯახის წევრებისათვის. მის მიერ განხორციელე ბული დანაშაულებრივი ქმედების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი ოჯახში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეო ბაა. მას არ ჰქონდა საკმარისი თანხა შეეძინა ტანისამოსი, ასევე მეგობრისთვის ეყიდა სა ჩუქარი, ამჟამად ნანობს მიერ მიერ ჩადენილ ქმედებას.
    მხედველობაშია მისაღები უარყოფითი ფაქტორიც, კერძოდ, მართალია არასრულ წლოვანი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, მაგრამ უჭირს მომხდარში საკუთარი პასუ ხისმგებლობის გააზრება, აქცენტს აკეთებს მხოლოდ საკუთარ ზარალზე და მიაჩნია, რომ ამ სიტუაციაში უფრო მეტად თვითონ და მისი ოჯახის წევრები დაზარალდნენ და უჭირს გა იაზროს ზიანი, რომელიც სხვას მიადგა მისი ქცევის შედეგად. ის აღიარებს მის მიერ ჩა დენილ ქმედებას, თუმცა შეფასებისას მისი მხრიდან არ იქნა გამოვლენილი პასუხის მგებლობა და ემპათიური დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ. თუმცაღა, მიიჩნე ვს, რომ დაწესებულების დატოვების შემდეგ ის დანაშაულს არ ჩაიდენს, შეისწავლის პრო ფესიას და შეეცდება მიღებული ცოდნით რეა ლიზებას.

    4.1.3. არასრულწლოვნის ოჯახი და საცხოვრებელი პირობები

    არასრულწლოვნის ოჯახისა და საცხო ვრებელი პირობების გაანალიზებისას უნდა აღინიშნოს არასრულწლოვანს აქვს თუ არა მუდმივი საცხოვრებელი გარემო, კეთილსაი მედოა თუ არა საცხოვრებელი გარემო, აქვს თუ არა ოჯახს სტაბილური შემოსავალი, დაკმაყოფილებულია თუ არა ბავშვის ბაზისური საჭიროებები, ხომ არ ხდება ოჯახში ძალადობა, ოჯახის წევრები ხომ არ არიან ნარკო/ალკო დამოკიდებულები, ოჯახის წევრებს ხომ არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, ოჯახის წევრის ნასამართლობის ისტორია, ოჯახის წევრთა რაოდენობა, ოჯახის წევრებს შორის ემოციური ურთიერთობის მდგომარეობა, არასრულ წლოვანს ხომ არ ჰყავს მეუღლე ან/და შვილი, საცხოვრებელი გარემო კრიმინოგენურ უბანში ხომ არაა განთავსებული და ა. შ.
    განაჩენში ვკითხულობთ, რომ დადებით ფაქტორად ფასდება შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანს აქვს კარგი ეკონომიკური პირობები ოჯახში. უარყოფით გარემოებად აღიქმება მისი ემოციური კავშირის ოჯახთან შესუსტება, მისი დაძაბული ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენი (საქმე No1/35-18).
    განაჩენში ვკითხულობთ, რომ არასრულ წლოვანს ჰყავს ოჯახი, რომელიც ცდილობს მისთვის იყოს მხარდამჭერი, თუმცა მათი მხა რდაჭერა ძირითადად მისი სასჯელაღსრულე ბის დაწესებულებაში ყოფნის დროს ფინან სურ მხარდაჭერაში იკვეთება, მშობლები ვერ არხერხებენ მასზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას ან დელიქვენტური ქცევის მეგო ბრული კავშირების შეზღუდვას. მშობლებმა არ იციან შვილის სურვილები და ინტერესები, რომლებიც შვილთან დაკავშირებული მომა ვლის დაგეგმვაში დაეხმარებათ.
    ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვნის მშობლები ათი წელია არიან საზღვარგარეთ, მასზე ბე ბია და ბაბუა ზრუნავენ. არასრულწლოვანი ცხოვრობს სოფელში, მამათა მონასტერში, საიდანაც დადის სკოლაში განათლების მისა ღებად. ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ დადებითი და მზრუნველობითი ურთიერთოებებით გამოირჩევნიან. მოზარდს აქვს სტრესის დაძლევის დადებითი უნარ-ჩვევები, გა ნათლების მიღების სურვილი, სპორტისადმი სიყვარული, შრომისმოყვარეობა, აქვს მომა ვლის პოზიტიური ხედვა. არის კარგი ყოფაქ ცევის.
    განაჩენში ვკითხულობთ, რომ არასრულ წლოვნის ოჯახური პირობები, როგორც მატე რიალური, ისე მორალური მხარე არის არა დამაკმაყოფილებელი, მას არ ჰყავს ძლიერი მხარდამჭერი, იგი იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მამის და მამინაცვალის მხრი დან. ამ ეტაპზე მას ჰყავს მეგობარი გოგონა, რომლისგანაც შეეძინა შვილი და მას გაუჩ ნდა მოტივაცია, რომ უკეთესობისაკენ შეცვა ლოს თავისი ცხოვრება, სურს აღზარდოს თავისი შვილი და იზრუნოს მასზე. აპირებს შვილთან და მეგობარ გოგონასთან ერთად იცხოვროს. თუმცაღა, არასრულწლოვანს ამ ეტაპზე არ აქვს რესურსი, რათა უზრუნველყოს შვილის შესაბამისი საჭიროების დაკმაყოფი ლება და ოჯახის მწირი ფინანსური რესურსი, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის სარისკო გარემოებას წარმოადგენს. დამცავი ფაქტო რია მისი პოზიტიური დამოკიდებულება გა რშემომყოფების მიმართ და დიდი სურვილი დაიწყოს პატიოსანი ცხოვრება. მომეტებულ პასუხისმგებლობად მიიჩნევა ის, რომ არას რულწლოვანს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. არასრულწლოვანს სურვილი აქვს ჰქო ნდეს საკუთარი შემოსავალი და ოჯახს უკე თესი სოციალური მდგომარეობა შეუქმნას. ამ ეტაპზე, მისი საცხოვრებელი პირობები არა კეთილსაიმედოა. მას აღენიშნება გონებრივი განვითარების შეფერხება და მისი აზროვნება არ შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს. მას კა რგი ურთიერთობა აქვს მეზობლებთან, რომ ლებიც მის მიმართ კეთილგანწყობილნი არი ან. მას უყვარს როდესაც რაიმე საქმით არის დაკავებული. უარყოფითი ფაქტორი არის განქორწინე ბული მშობლები, რომლებსაც ერთმანეთთან არ აქვთ პოზიტიური ურთიერთობა, ასევე რო გორც სოციალურ მუშაკთან საუბარში აღნიშ ნავენ არასრულწლოვნისათვის მშობლების განქორწინება იყო განსაკუთრებით სტრესუ ლი; ამასთან, იგი იყო მოწმე მშობლებს შორის მწვავე კონფლიქტების. მშობლების განქორ წინების შემდეგ მამასთან ერთად განაგრძო ცხოვრება, რომელიც დედის თქმით არ არის პროსოციალური ქცევების მოდელის მქონე, ვინაიდან მუდმივად მოიხმარს ალკოჰოლს და შვილს არ აქცევს სათანადო ყურადღებას. საინტერესოა, რომ თავად არასრულწლოვანს ორივე მშობელთან პოზიტიური ურთიერთობა აქვს, იჩენს მათ მიმართ პატივისცემას და სი ყვარულით საუბრობს მათზე, მამას ახასიათე ბს მეგობრად და ემოციურ მხარდამჭერად. განაჩენში აღნიშნულია, რომ არასრულ წლოვანი იმყოფება ქორწინებაში, თუმცაღა მისი დამოკიდებულება მის მიერ შექმნილი ოჯახის მიმართ გაურკვეველია. მართალია იგი მეუღლეს მოიხსენიებს პოზიტიურ სტიმულად მის ცხოვრებაში, თუმცაღა არასრულწლო ვანების ფაქტი და ასევე მისი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა რისკის შემცველია მათი ურთიერთობისათვის. თავად მეუღლის ინფორმაციით მას მეუღლესთან ახლო ემო ციური კავშირი შენარჩუნებული აქვს და სა მომავლო გეგმები მასთან თანაცხოვრებას უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ.

    4.1.4. სკოლა, სწავლა და სამსახური

    სკოლის, სწავლისა და სამსახურის მონა ცემების გაანალიზებისას ყურადღება უნდა მიექცეს – არასრულწლოვანი იღებს თუ არა სასკოლო ან/და პროფესიულ განათლებას, დადის თუ არა სკოლაში, როგორია მისი სწა ვლის მდგომარეობა, როგორი ურთიერთობა აქვს თანატოლებთან და სკოლის მასწავლებ ლებთან, ხომ არ გამხდარა თანატოლები საგან ჩაგვრის ობიექტი, ხომ არ არის თანა ტოლების მიმართ აგრესიული, აქვს თუ არა დისციპლინური პრობლემები, აქვს თუ არა არასრულწლოვანს სამუშაო გამოცდილება, მუშაობისას როგორი ურთიერთობა ჰქონდა კოლეგებთან; დადებით ფაქტორებად მიი ჩნევა მოსამართლისათვის, როდესაც ინდი ვიდუალური შეფასების ანგარიშში ვკითხუ ლობთ, რომ არასრულწლოვანი სამომავლოდ აპირებს განათლების მიღებას. დადიოდა სკოლაში და აქვს დამაკმაყოფილებელი მო სწრება. არ აცდენდა გაკვეთილებს; კერძოდ, განაჩენში ვკითხულობთ, რომ არასრულწლო ვანი დაახლოებით ერთი წლის მანძილზე და საქმებული იყო ავტოსახელოსნოში, მას გაა ჩნია ოპტიმისტური და მომავლის პოზიტიური ხედვა. უარყოფითად ფასდება, როდესაც არასრულწლოვანს აქვს არასრული ზოგადი განათლება. არასრულწლოვანს აქვს რამდენიმეწლია ნი სამუშაო გამოცდილება, აქვს განათლება სთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები, არის ნიჭიერი, აქვს მაღალი ინტელექტი, აქვს ჰობი, გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა დესტ რუქციული ქცევის მეგობრებთან და ამჟამად მის სამეგობროს პროსოციალური ქცევის მე გობრები წარმოადგენენ. დაინტერესებულია პოეზიით და რელიგიით, ჰყავს ძლიერი თანა დგომის ქსელი, როგორც ოჯახის წევრების, ასევე გარშემომყოფების სახით. ოჯახს აქვს სტაბილური საცხოვრებელი.არასრულწლო ვანს აქვს განსაკუთრებით კარგი მათემა ტიკური უნარები. მას ასევე აქვს დადებითი დამოკიდებულება დასაქმების მიმართ, აქვს სამუშაო გამოცდილება, რის შედეგადაც მან გამოიმუშავა გარკვეული უნარები, კერძოდ, ფლობს მეტლახის ფილების დამზადებისა და დაგების უნარ-ჩვევებს. მისი სამეგობრო წრე არ ხასიათდება დანაშაულებრივი ქმედებე ბით, იგი ავლენს მოტივაციას აღარ აღმოჩ ნდეს კანონთან კონფლიქტში.
    ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვანი დადის სკოლა ში და ესწრება გაკვეთილებს, თუმცა დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს. იგი ინარჩუნებს ახლო პოზიტიურ ურთიერთობას თანაკლასე ლებთან და სკოლის მასწავლებლებთან. წა რსულში აქტიურად თამაშობდა ფეხბურთს და ახლაც აქვს იმისი სურვილი, რომ განაგრძოს სპორტული მოღვაწეობა. დაინტერესებულია კომპიუტერული პროგრამებით. ის არ თამა შობს აზარტულ თამაშებს და არ ავლენს თანა ტოლების მიმართ აგრესიას. მისი განმარტე ბით მას აქვს უნარი ნებისმიერ სიტუაციაში მართოს საკუთარი თავი და არ ჩაერთოს და პირისპირებაში მოწინააღმდეგე მხარესთან. იგი ითვალისწინებს ოჯახის წევრების მითი თებას და ეხმარება მათ სხვადასხვა საქმია ნობაში. ის ფლობს სტრესის დაძლევის უნა რ-ჩვევებს. ცდილობს იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვარჯიშობს დამოუკიდებ ლად, რადგანაც სურს იყოს მუდამ კარგ ფო რმაში.

    4.1.5. სოციალური ურთიერთობები, თავისუფალი დრო და ინტერესები

    სოციალური ურთიერთობები, თავისუფალი დრო და ინტერესები გულისხმობს არას რულწლოვნის სამეგობრო წრის არსებობას, სოციალურ თუ ანტისოციალურ სამეგობრო წრესთან აქვს ურთიერთობა, ორგანიზებული აქვს თუ არა თავისუფალი დრო, მონაწილე ობს თუ არა სახიფათო აქტივობებში, როგო რი ურთიერთობა აქვს სამეგობრო წრესთან, დაინტერესებულია თუ არა ხელოვნებით ან/ და სპორტით, იღებს თუ არა რაიმე სახის არა ფორმალურ განათლებას, არის თუ არა რე ლიგიური/ეკლესიური და ა.შ.
    დადებით ფაქტორად მიიჩნევა, როდესაც არასრულწლოვანს არ აქვს უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობის სირთულე, არ არის თანატოლების მიმართ აგრესიული. გა ნაჩენში ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვა ნს თანატოლებთან ურთიერთობაში არ აქვს პრობლემები, თუმცაღა მას ჰყავს მეგობრე ბი, რომელთა შორისაც არიან კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები. მშობლებს პატივს სცემს და უფრო თამამი იქნებოდა თა ვის ქმედებებში, მაგრამ არ სურს მშობლებს გული ატკინოს.
    განაჩენში ვკითხულობთ, რომ არასრულ წლოვანი არის სპორტსმენი, რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი ჭიდაობაში, კი თხულობს მხატვრულ ლიტერატურას, უკრავს გიტარაზე, იტაცებს მუსიკა. ამასთან, იგი არის მორწმუნე ადამიანი, ცხოვრობს ეკლესიუ რად, ჰყავს სულიერი მოძღვარი.
    ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვანი ხასიათდება პოზიტიური ურთიერთობის სტილით ოჯახსა და საზოგადოებაში. ოჯახის წევრების მიმართ ავლენს პატივისცემას, არასდროს ესაუბრება მათ უხეში, ხმამაღალი ტონით, გარშემომყო ფების მიმართ კეთილგანწყობილია, არას დროს ჰქონია კონფლიქტი თანატოლებთან ან უფროს ადამიანებთან. ჰყავს პროსოცი ალური სამეგობრო წრე, რომლებიც ძირი თადად იღებენ განათლებას ან ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობაში. გვიან ღამით თავს არიდებს ქუჩაში გადაადგილებას, თუ მცა მის მიერ ჩადენილი დანაშაული ღამით არის განხორციელებული. არასრულწლოვა ნი არ მოიხმარს ალკოჰოლს, არ არის ჩართუ ლი სახიფათო აქტივობებში, არ არის საგნე ბის მიმართ დესტრუქციული და არ ვლინდება თვითდაზიანების ფაქტი. დადებით ფაქტო რად მიიჩნება, როდესაც არასრულწლოვანი აქტიურად არის დაკავებული სპორტით და მისი თავისუფალი დრო ორგანიზებულია.
    განაჩენის თანახმად, კანონთან კონფლიქ ტში მყოფი არასრულწლოვანი ჩართულია სარეაბილიტაციო ღონისძიებაში, ესწრება ფილმის ჩვენებებს, სარგებლობს ბიბლიოთე კით და კითხულობს წიგნებს, ასევე დაიწყო ლექსების წერაც. მან შეწყვიტა ალკოჰოლი სა და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარება, რის შემდეგაც შეუძლია საკუთარი ქცევისა და ემოციების მართვა. არასრულწლოვანი წარ სულში იყო როგორც ფიზიკური, ასევე ემო ციური ძალადობის მსხვერპლი. იგი ავლენს სტრესის დაძლევის პოზიტიურ უნარ-ჩვევებს. არასრულწლოვანი ოჯახის წევრების მხრიდან ხასიათდება მეგობრების მიმართ კეთილგანწყობილად, მას უყვარს თანატო ლებთან კომუნიკაცია. თავად არასრულწლო ვანი სიყვარულით საუბრობს კლასელებზე და გამოხატავს მათთან ყოფნის სურვილს. უარყოფით ფაქტორად მიიჩნევა, როდესაც მშობლებსა და შვილს შორის არსებობს ემო ციური კავშირის ნაკლებობა. არასრულწლოვანი ძირითად დროს ატა რებდა ქუჩაში და მეგობრობდა მასზე უფროს ადამიანებთან, რომლებიც დაახლოებით არიან 40-60 წლის და ეს ადამიანები დღის მა ნძილზე მოიხმარენ ალკოჰოლს, არ მუშაობენ და ძირითადად იმყოფებიან ქუჩაში. ბრალდე ბულს ასევე ჰყავს თანატოლი მეგობრები, რომლებიც გამოირჩევიან დანაშაულებრივი ქმედებით. არასრულწლოვანს არ ახასიათებს აგრე სიულობა და ძალადობრივი ქცევა, დაინტე რესებულია ხელოვნებით – უყვარს მუსიკის მოსმენა და ხატვა, აქვს კარგი გონებრივი შე საძლებლობები. არასრულწლოვანს ჰყავს ბევრი თანატოლი მეგობარი, რომელთა შორისაც არიან ანტისოციალური ქცევის მქონე არასრულ წლოვნები. განაჩენში ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვანი ავლენს ინტერესს განათლების მი საღებად, აქტიურად კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას, ხატავს, ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით. მშობლები მუდამ ინფო რმირებულები იყვნენ მისი ადგილსამყო ფლისა და საქმიანობის შესახებ, მუდმივად ეხმარებოდა მამას საოჯახო საქმიანობაში, დედას ხშირად უზიარებდა მნიშვნელოვან მოვლენებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, სამომავლო გეგმებს, სახლიდან არ გადიო და მშობლებთან პირადად დამშვიდობების გარეშე, სახლში იყო თბილი, კომუნიკაბელუ რი, აქტიური, ხასიათდებოდა მაღალი აკადე მიური მოსწრებით და კარგი ყოფა-ქცევით, გამოირჩეოდა შემოქმედებითობით, მონაწი ლეობდა სასკოლო ოლიმპიადებში, ჰქონდა დატვირთული დღის რეჟიმი, არ ჰქონია კო ნფლიქტური ურთიერთობა ვინმესთან, აქვს მჭიდრო ემოციური კავშირი მშობლებთან, ოჯახის წევრები წარმოადგენენ პოზიტიურ როლურ მოდელებს მისთვის, აქვს ჯანსაღი თვითშეფასება, აცნობიერებს საკუთარ ძლი ერ და სუსტ მხარეებს.

    4.1.6. ქცევითი მიდრეკილებები და თვითკონტროლი/კონტროლი

    ქცევითი მიდრეკილებებისა და თვითკონტროლის/კონტროლის შეფასებისას უნდა გა მოიკვეთოს არასრულწლოვანს ახასიათებს თუ არა სარისკო ქცევითი მიდრეკილებები, არის თუ არა სხვათა მიმართ აგრესიული, იმ პულსური, კონფლიქტური, იღებს თუ არა მო ნაწილეობას აზარტულ თამაშებში, მოიხმარს თუ არა თამბაქოს, ალკოჰოლს, სხვა ფსიქოტ როპულ ნივთიერებებს, ნარკოტიკს, საგნების მიმართ არის თუ არა დესტუქციული, აქვს თუ არა თვითდაზიანების ისტორია, შეუძლია თუ არა არასრულწლოვანს თვითკონტროლი;
    განაჩენში ვკითხულობთ, რომ მოზარდს სწრაფად და დაუფიქრებლად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ხდება მისი დანა შაულის ჩადენის ერთ-ერთი მაპროვოცირებე ლი ფაქტორი.
    არასრულწლოვანმა წარსულში სცადა თვითდაზიანება, კერძოდ, ჭიქის ნამსხვრე ვის გამოყენებით ხელის მტევნის დაზიანება, ვინაიდან იყო სტრესულ მდგომარეობაში, თუმცა ვერ იხსენებს მომხდარის კონკრე ტულ მიზეზს.
    ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვანი ხშირად არ იმყოფებოდა ღამით სახლში ან გვიან მო დიოდა, ჰქონდა ბევრი არაორგანიზებული დრო. ჩართული იყო სახიფათო აქტოვო ბებში. მისი განმარტებით იტაცებს სარისკო ქცევები, საიდანაც იღებს ადრენალინს და სიამოვნებას მსგავსი ქმედების განხორციე ლებით. უყვარს სიმაღლიდან ხტომა, ასევე ხშირად მარტო მიდის ქალაქში არსებულ მაღალსართულიანი შენობის სახურავზე და იღებს დადებით ემოციებს. მისი აზრით, ფლობს უნარ-ჩვევებს, რათა სათავისოდ მართოს გარშემომყოფები, აქვს თვითკონ ტროლის უნარი, რაც სოციალური მუშაკის მოსაზრებით არ შეესაბამება რეალობას.

    4.1.7. არასრულწლოვნის ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობა

    არასრულწლოვნის ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობა გულისხმობს, თუ როგორია არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსი ქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქვს თუ არა ახლო წარსულში ძლიერი სტრესი გა დატანილი, იყო თუ არა მშობლების მხრიდან მიტოვების ან უგულებელყოფის მსხვერპლი; განაჩენში ვკითხულობთ, რომ ინდივიდუა ლური შეფასების ანგარიშის მიხედვით არასრულწლოვანი ხშირად იყო მოწყენილი და და თრგუნული, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობდა. მასზე უარყოფითად ზემოქმედებდა სოციუმი, სადაც ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა, არასრულწლოვანს არ ჰქონდა ჯანსაღი ფსი ქიკური მდგომარეობა და გაუცნობიერებლად ჩაიდინა დანაშაული. მას აქვს ემოციური და ქცევითი სირთულეები, ახასიათებს იმპულსუ რი სახის ქცევა, ადვილად ღიზიანდება; ახა სიათებს არაადეკვატური სახის ქცევები და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. უჭირს საკუთარი ქცევის და ემოციების გაკონ ტროლება. ვლინდება კონფლიქტური გამოც დილება უფროსებთან და თანატოლებთან. მას აქვს არაფსიქოზური დონის ფსიქიკუ რი აშლილობა, რაც გამოიხატება ანტისოცი ალურ აშლილობაში, მას აქვს მიდრეკილება ოჯახის წევრების ძალადობით შიშის გაჩენი საკენ, დამორჩილებისაკენ. მას უჭირს საკუ თარი ემოციების მართვა და ქცევის ანალიზი, იგი ვერ იაზრებს სარისკო ქცევის შედეგებს. არასრულწლოვანს აქვს თვითკონტროლ თან დაკავშირებული პრობლემები, რაც რისკ-ფაქტორს წარმოადგენს მისი პიროვნე ბის ანალიზისათვის.

    დასკვნა

    დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო პრაქტიკის ანალიზიდან მკაფიოდ იკვეთება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით არასრულწლოვნისადმი ინდივი დუალური მიდგომისა და საუკეთესო ინტერე სის პრიორიტეტულობის პრინციპის სასჯელში ჯეროვანი გათვალისწინება. ნაშრომში განხი ლული განაჩენებიდან იკვეთება, რომ მოსა მართლე არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნამდე ყოველთვის ხელმძღვანელობს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში სო ციალური მუშაკის მიერ წარდგენილი არა სრულწლოვნის შესახებ არსებული ინფორმაციით, ნებისმიერი ზემოთ განხილული განაჩენიდან არსებული ფაქტები იყო განმ საზღვრელი მოსამართლისათვის სასჯელის დასაბუთების კუთხით. საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობის პრინციპი იმდენად მრა ვალმხრივი პრინციპია, რომ შეუძლებელია მოსამართლემ სასჯელის დანიშვნამდე გადაწყვეტილება მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების საშუალებით მიიღოს და შემდგომ ამისა, სასჯელის დასაბუთებისას გა მოიყენოს საუკეთესო ინტერესების პრიორი ტეტულობის პრინციპი, როგორც არასრულ წლოვნისადმი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი მხედველობაში მისაღებ გარემოებათა ჯაჭვი. ინდივიდუალური შეფა სების ანგარიში ეხმარება მოსამართლეს ჩა სწვდეს არასრულწლოვნის ბუნებას, უფრო ღრმად და საფუძვლიანად შეაფასოს მისი პიროვნება, ვიდრე ამის საშუალებას სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულე ბები იძლევა. ამდენად, ინდივიდუალური შე ფასების ანგარიშის საშუალებით მთელი რიგი საკითხების დამუშავებით იდენტიფიცირებუ ლია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერე სები და ნაჩვენებია არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომა, რაც კომბინაციუ რად ასახულია მოსამართლის სასჯელში. ნაშრომის სტრუქტურა ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში მყოფი ერთგვარი ჯა ჭვია, რომელიც შედეგობრივად ასახულია მოსამართლის განაჩენში სასჯელის და ნიშვნისას. კერძოდ, გაანალიზებულია თუ რას გულისხმობს და როგორ განიმარტება საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულო ბა მოსამართლის მიერ სასჯელის დანიშ ვნამდე, შემდეგომ ამისა ლოგიკურად ბმაა არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომის პრინციპთან, რაც ასევე თავისთა ვადია იუვენალურ იუსტიციაში და საუკეთე სო ინტერესის პრიორიტეტულობის პრინცი პთან ერთად თანაარსობრივი პრინციპია. აღნიშნული ნორმა-პრინციპები პრაქტიკულ სიცოცხლისუნარიანობას ჰპოვებენ ინდივი დუალური შეფასების ანგარიშში, კერძოდ, ნაშრომში დეტალურადაა განხილული თუ რა საკითხებს შეისწავლის სოციალური მუშაკი არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშ ვნამდე, თითოეული მონაცემი არასრულ წლოვნის შესახებ სიცოცხლისუნარიანია იმ კუთხით, რომ მოსამართლე მას ითვალისწი ნებს სასჯელის დანიშვნამდე და მსჯელობს რამდენად არის საუკეთესოთა შორის საუკე თესო გადაწყვეტილება კონკრეტული არას რულწლოვნის მიმართ.
    იუვენალური იუსტიციის ფარგლებში ინდივიდუალური შეფასების ანგარიში არის კომბინირებულად პრინციპების გამოკვე თისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილე ბების მიღების საფუძველი. ინდივიდუალუ რი შეფასების ანგარიშით გაანალიზებული მთელი რიგი გარემოებების მხედველობა ში მიღების შემდეგ მოსამართლეს ნათელი წარმოდგენა ექმნება თუ რა იქნება არას რულწლოვნისათვის საუკეთესოთა შორის საუკეთესო გადაწყვეტილება მისი რესოცი ალიზაცია-რეაბილიტაციისათვის.

    BIBLIOGRAPHY:

      Used literature:

    1. Hamilton, K., (2011). Guidelines for Juvenile Justice Legislative Reform, New York, (In Georgian)
    2. Council of Europe, 2019. Promoting Child-friendly approaches in the area of Migration, Standars, Guidance and current practices, (In English)
    3. United nations office on drugs and crime, 2013. Justice in Matters involving children in conflict with the law, Model law on juvenile justice and related commentary. (In English)

      Normative material:

    1. oint Order No132/No95/No23 of the Minister of Justice of Georgia, the Minister of Internal Affairs of Georgia and the Minister of Corrections and Probation of Georgia Order of 15 March 2016, Methodology, Rules and Standards for Preparation of Individual Assessment Report on Sentencing. https://matsne.gov.ge/ka/ document/view/3193208?publication=0 [last seen: 31 January 2022]. (In Georgian)
    2. Law of Georgia Code of Juvenile Justice. h t t p s : / / m a t s n e . g o v. g e / k a / d o c u m e n t / view/2877281?publication=21 [last seen: 31 January 2022] (In Georgian)
    3. Convention on the Rights of the Child. h t t p s : / / m a t s n e . g o v. g e / k a / d o c u m e n t / view/1399901?publication=0 [last seen: 31 January 2022] (In Georgian)

      Judicial Practice:

    1. udgment of the Supreme Court of Georgia of August 6, 2020 (Case No338აპ-20)
    2. Judgment of the Supreme Court of Georgia of July 15, 2021 (Case No 220აპ-21)
    3. Judgment of the Supreme Court of Georgia of June 29, 2021 (Case No 84აპ-21)
    4. Judgment of the Supreme Court of Georgia of March 30, 2021 (Case No164აპ-19)
    5. Judgment of the Supreme Court of Georgia of March 29, 2021 (Case No275აპ-19)
    Publication Fee
    Editor in Chief
    Publishing Language

    dealSeal