ჟურნალში „სამართალი და მსოფლიო“ ნაშრომი ქვეყნდება ორი დადებითი რეცენზიის საფუძველზე.
იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი მიიღებს ერთ დადებით და ერთ უარყოფით რეცენზიას, ნაშრომი ეგზავნება მესამე რეცენზენტს.
სარედაქციო კოლეგია ნაშრომის გამოქვეყნების გადაწყვეტილებას იღებს ორი დადებითი რეკომენდაციის გათვალისწინებით, თუმცა ეს არ იძლევა ნაშრომის გამოქვეყნების სრულ გარანტიას, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას გამოქვეყნების შესახებ იღებს სარედაქციო კოლეგია.
რეცენზენტს თითოეული სტატიისთვის ირჩევს მთავარი რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრებთან მჭიდრო კონსულტაციის გზით.
შერჩეული რეცენზენტები არიან მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური შრომები სრულ თანხვედრაშია სტატიის შინაარსთან.
რეცენზენტად შეიძლება არჩეული იყოს სარედაქციო კოლეგიის წევრი, რომლის სპეციალობის სფერო შეესაბამება სტატიის თემას.
ჟურნალის სარედაქციო საბჭო მუდმივად ზრუნავს რეცენზენტთა ბაზის განახლებაზე.
ჟურნალი იყენებს ორმაგი ფარული რეცენზიის პროცესს. რეცენზენტს არ აქვს ინფორმაცია ვის ნაშრომს ამოწმებს, ხოლო სამეცნიერო ნაშრომის ავტორს არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყოს მისი ნაშრომის რეცენზენტი.
თავდაპირველ ეტაპზე ხდება ნაშრომის ტექნიკურ პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენა.
ნაშრომი შეიძლება დაიბლოკოს თუ სცილდება სამართლის თემატიკას, არ შეესაბამება „სამართალი და მსოფლიოს“ მიერ დადგენილ სავალდებულო ტექნიკურ პარამეტრებს, Turnitin-ის (ტურნიტინი) ელექტრონულ პროგრამაში ამჟღავნებს მსგავსებას, მოიცავს პიროვნულ კრიტიკას ან შეურაცხმყოფელ ფრაზებს, გამოყენებულია სიძულვილის ენა ან სხვა რაიმე ფორმით ეწინააღმდეგება ჟურნალის ეთიკის კოდექსს, აქვს მძიმე გრამატიკული ან ლინგვისტური შეცდომები ან არ მოდის შესაბამისობაში ჟურნალის მიზნებთან და ამოცანებთან.
ამ ეტაპზე მიიღება ერთ-ერთი გადაწყვეტილება:
ტექნიკურ პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის წარმატებით გავლის შემდეგ, ნაშრომი ეგზავნება რეცენზენტებს.
რეცენზენტი აფასებს ნაშრომს „სამართალი და მსოფლიოს“ ეთიკის კოდექსი ეთიკის ს მოთხოვნების დაცვით და იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
დადებით რეცენზიად ითვლება, თუ რეცენზენტი ნაშრომს შეაფასებს მინიმუმ 70 ქულით შეფასების ფორმის შესაბამისად.
70 ქულაზე დაბალი შეფასების შემთხვევაში რეცენზენტი იძლევა უარყოფით რეცენზიას ან ავტორს აძლევს შესწორების რეკომენდაციას კონკრეტული შენიშვნებითა და მითითებებით.
შენიშნვებისა და მითითებების მიცემა შეუძლებელია თუ ნაშრომი შეფასდა 50 ქულაზე ნაკლებად.
რეცენზენტის მიერ შენიშვნების და მითითებების შემთხვევაში, რედაქცია ავტორს სთავაზობს არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებას ან თავისი პოზიციის დასაბუთებას. თანხმობის შემთხვევაში, ავტორს, მაქსიმუმ 2 თვის ვადაში მოჰყავს შესაბამისობაში ნაშრომი წარდგენილ რეკომენდაციებთან. რედაქტირებულ ტექსტზე საბოლოო რეცენზიას აკეთებს იგივე რეცენზენტი.
სარეკომენდაციო რეცენზიის/შენიშვნების შემთხვევაში, საჭიროა თითოეული თანაავტორის დასტური განხორციელებული ცვლილების შესახებ.
თუ ავტორი არ ეთანხმება რეცენზენტის შენიშვნებს, მის დასაბუთებულ პოზიციას განიხილავს სარედაქციო კოლეგია, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სტატიის გამოქვეყნების ან უარყოფის შესახებ.
სტატიის შეფასება მოითხოვს გონივრულ ვადას, რაც შეუძლებელია იყოს 30 დღეზე ნაკლები.
მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება ავტორს.
თუ ხართ დაინტერესებული გახდეთ შემფასებელი, შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ ის ჟურნალის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@lawandworld.ge