ავტორის მოვალეობები


ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოში“ სტატიის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ OJS სისტემაში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს.

სისტემაში დასარეგისტრირებლად და ახალი მომხმარებლის ანგარიშის შესაქმნელად, გთხოვთ, აირჩიოთ ბმული „გამოაგზავნეთ სტატია“ ან ამ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში აირჩიეთ „რეგისტრაცი“.

თუ უკვე გაქვთ ანგარიში - გთხოვთ დააჭიროთ ბმულს „შესვლა“.

ფაილები წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Word, Docx ან Doc ფორმატში.

ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის გამოგზავნა ერთი ნომრისთვის.

ავტორთან ყველა კომუნიკაცია (სტატიის მიღება, დამატებითი მასალები, განხილვა და სარედაქციო პროცესის სხვა ეტაპები) ხორციელდება OJS ელექტრონულ სისტემაში.

როგორც კი მივიღებთ ნაშრომს, ავტორს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს თუ რა ეტაპზეა ნაშრომი და დაუკავშირდეს რედაქტორებს ჟურნალის OJS მართვის სისტემის მეშვეობით.

თუ სისტემაში ტექნიკურად ვერ რეგისტრირდებით ან რაიმე შეფერხებაა, გთხოვთ ამის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@lawandworld.ge

სტატიის მომზადებისას, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ავტორის სახელმძღვანელოს.

წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური კვლევის შედეგი, პირველადი პუბლიკაციის სახით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული, იმავე ან სხვა ენაზე.

ავტორმა უნდა უზრუნველყოს რედაქციისათვის დასრულებული, ტექნიკური და ენობრივი თვალსაზრისით გამართული ტექსტის მიწოდება.

მიუღებელია კომპილაციური და მიმოხილვითი ხასიათის ტექსტები, სადაც არ ჩანს ავტორის მიერ წარმოებული კვლევა, დასკვნითი და სარეკომენდაციო დებულებები.

აუცილებელია ნაშრომის თანმიმდევრულობა და პრობლემის ანალიზი, ციტირების ობიექტურობა, გამოყენებული ლიტერატურის სიახლე და მრავალფეროვნება.

მოერიდეთ ჟარგონებს და შეეცადეთ ნათლად გადმოსცეთ სათქმელი.

შემოკლებები დაიყვანეთ მინიმუმამდე, თუ გამოიყენებთ, დარწმუნდით რომ მისი პირველი გამოყენებისას სრულად დაწერეთ ტექსტში.

ერთი კვლევა არ შეიძლება გაიყოს რამდენიმე ნაწილად ერთ ან რამდენიმე ჟურნალში გამოქვეყნების რაოდენობის გაზრდის მიზნით.

კვლევა წარმოებული უნდა იყოს კეთილსინდისიერად „სამართალი და მსოფლიოს“ ეთიკის კოდექსის შესაბამისად.

ერთ ნაშრომში ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს.

თანაავტორობის შემთხვევაში, საკონტაქტო ავტორი პასუხისმგებელია ნაშრომის ატვირთვაზე ჟურნალის ელექტრონულ სისტემაში. რედაქცია კომუნიკაციას აწარმოებს მხოლოდ საკონტაქტო ავტორთან OJS მართვის სისტემის მეშვეობით.

აუცილებელია, რომ რედაქციას მიეწოდოს ყველა თანაავტორის სრული საკონტაქტო ინფორმაცია და აფილაცია.

ყველა თანაავტორმა უნდა დაადასტუროს საკუთარი ავტორობა ჟურნალის ელექტრონული ფოსტის საშუალებით; წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატიის გამოქვეყნების თხოვნა არ განიხილება.

თანაავტორობის შემთხვევაში თავიდან უნდა იქნას აცილებული ფრაგმენტულობა. კვლევის შედეგები უნდა იყოს შერწყმული ისე, რომ ნაშრომი წარმოადგენდეს ერთიან სტრუქტურას და აკადემიურ სტილს.

ავტორებს ასევე შეიძლება ჰყავდეთ დამხმარე პირები, რომელთა წვლილი დაკავშირებულია ნაშრომის არა-სამეცნიერო ნაწილთან (მაგალითად: ტექნიკური მხარდაჭერა, მონაცემთა შეგროვება, ენობრივი რედაქტირება, ტექსტის გადამუშავება და სხვა). ასეთ შემთხვევაში ისინი უნდა მოიხსენიონ „მადლობის“ ნაწილში და არ განიხილონ თანაავტორებად.