გამოქვეყნების შემდგომ ნაშრომის შესწორება ან გაუქმება შეიძლება ინიცირებული იყოს ავტორების, სარედაქციო კოლეგიის წევრების, რეცენზენტების, აკადემიური დაწესებულებების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.
თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად სარედაქციო კოლეგიის მიერ, ჟურნალის ეთიკის კოდექსისდა COPE-ის (Committee on Publication Ethics) რეკომენდაციების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს აკადემიური ჩანაწერების სიზუსტეს, სანდოობასა და გამჭვირვალობას.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შესწორება დასაშვებია მხოლოდ ტექნიკური უზუსტობის გამოსასწორებლად და არ უნდა ეხებოდეს კვლევის შინაარსობრივ ნაწილს.
ტექნიკურ უზუსტობად მიიჩნევა ისეთი ტიპის მცირე შეცდომა, რომელიც არ ცვლის სტატიის მეცნიერულ ღირებულებას და არ ზღუდავს კვლევის შედეგების სწორ ინტერპრეტაციას. ასეთ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად:
ტექსტში შეტანილი ცვლილება არ უნდა ახდენდეს გავლენას კვლევის სანდოობაზე და არ უნდა ცვლიდეს დასკვნების არსს.
ტექნიკური უზუსტობის გამოსწორების შემთხვევაში ჟურნალში გამოქვეყნდება შესაბამისი განცხადება – Correction Notice, სადაც აღნიშნული იქნება შეცდომის წყარო (ავტორი ან რედაქცია).
Correction Notice გამოქვეყნდება ჟურნალის ვებსაიტზე და აისახება აგრეთვე სტატიის განახლებულ PDF ვერსიაში შესაბამისი შენიშვნით.
ნაშრომის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობება სარედაქციო კოლეგიის დასაბუთებული ახსნა-განმარტებით.
გაუქმებული ნაშრომი დარჩება ჟურნალის მონაცემთა ბაზაში და შეინარჩუნებს თავის DOI-ს, თუმცა სათაურსა და ტექსტში აშკარად იქნება აღნიშნული მისი გაუქმებული სტატუსი. გაუქმების მიზეზი ასევე განთავსდება ნაშრომის PDF ვერსიაში.
გაუქმების შესახებ ინფორმაცია გახსნილად გამოქვეყნდება ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე და საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის პლატფორმებზეც.
სარედაქციო კოლეგია დამატებით განიხილავს ავტორის პასუხისმგებლობას და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს შესაბამის ზომებს ჟურნალის ეთიკის კოდექსის საფუძველზე.