×

Cookie Consent


რატომ ჩვენთან




შიგთავსი და ხარისხი
  1. ჟურნალში „სამართალი და მსოფლიო“ ხდება მაღალი სამეცნიერო ღირებულების სტატიების გამოქვეყნება, რასაც უზრუნველყოფს სამართლის დარგის აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსი იურისტებისაგან შემდგარი სარედაქციო კოლეგია. კოლეგიის წევრებს შექმნილი აქვთ ფუნდამენტური შრომები სამართლის დარგში, ფლობენ მაღალ თეორიულ და პრაქტიკულ კვალიფიკაციას და არიან აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართლმცოდნეები.
  2. „სამართალი და მსოფლიო“ სტატიებს აქვეყნებს სამართლის სფეროს აქტუალურ საკითხებზე. ჩვენ არ გვაქვს პრივილეგირებული სფერო სამართალში, სამართლის ყველა დარგი ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
  3. ჟურნალი უპირატესობას ანიჭებს შედარებით კონტექსტში წარმოებულ კვლევას, რათა იგი საინტერესო იყოს არა მხოლოდ ადგილობრივი არამედ საერთაშორისო სამართლის წრეებისათვის.
  4. რედაქცია პასუხისმგებელია გამოქვეყნების ხარისხზე, ამ კუთხით მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი.


საერთაშორისო აღიარება და ხილვადობა
  1. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თქვენი კვლევა გავიტანოთ ფართო ასპარეზზე, რათა მაქსიმალურად ხილვადი და ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიო სამეცნიერო წრეებისთვის.
  2. ჩვენთან სტატიის გამოქვეყნებით იზრდება ავტორის საერთაშორისო ცნობადობა, იგი ხვდება საერთაშორისო ციტირების ნიშნულში, რაც ყველა მეცნიერისთვის სასარგებლო და საინტერესოა.
  3. სტატიის ავტორებს ენიჭებათ უნიკალური საერთაშორისო კოდი DOI, რაც ყველა საერთაშორისო ბაზაში მათ ღია წვდომას უზრუნველყოფს. აღნიშნული მნიშვნელოვნად ზრის ავტორის ცნობადობას საერთაშორისო მაშტაბით.
  4. ჟურნალი მოხვედრილია საერთაშორისო რეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში. აღნიშნული ბაზები მიზნად ისახავენ კვლევითი მუშაობის და ცოდნის გაზიარებას სხვადასხვა სფეროში, ორიენტირებულნი არიან მკვლევარისთვის აკადემიური ბაზების მომსახურებათა შეთავაზებაზე, ციტირების ინდექსირებაზე.
  5. ჟურნალის შიგთავსი სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მომხმარებლისთვის. მომხმარებელს უფლება აქვს წაიკითხოს, ჩამოტვირთოს, დააკოპიროს, გააზიაროს, დაბეჭდოს, იკვლიოს ან მიუთითოს სტატიების სრული ტექსტის ბმული, ან გამოიყენოს ისინი სხვა რაიმე სამართლებრივი მიზნით გამომცემლის ან ავტორის წინასწარი ნებართვის გარეშე.
  6. ჟურნალი ქვეყნდება როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ბეჭდურად და უსასყიდლოდ რიგდება მსოფლიოს სხვადასხვა ბიბლიოთეკაში და კერძო პირებზე.


გარემოს მდგრადობა
  1. „სამართალი და მსოფლიო“ 7 წელია სტაბილურად ფუნქციონირებს. ჟურნალის რედაქცია არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და მასზე გავლენას ვერ ახდენენ გარე პოლიტიკური ფაქტორებები.
  2. ჟურნალს გააჩნია ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის სტაბილური გარემო.


ინოვაცია
  1. ვიღებთ და ვამკვიდრებთ თანამედროვე ტექნოლოგიების ყველა სიახლეს.
  2. ვნერგავთ მსოფლიო მაშტაბით მიღებულ მაღალი ხარისხის საუნივერსიტეტო, პროფესიონალურ და სამეცნიერო სერვისებსა და პროდუქტებს.
  3. მუდმივად ვადევნებთ თვალყურს ამ სფეროში განხორციელებულ სიახლეებსა და ცვლილებებს, ვახდენთ მათ ინტეგრაციას ჟურნალის საქმიანობაში.


კომუნიკაცია და დროულობა
  1. პირდაპირი და ღია დიალოგი მომხმარებელთან ნებისმიერ დონეზე.
  2. გამოქვეყნების პროცედურის სწრაფი და გონივრული ვადების დაცვა.
  3. ინფორმაციას უმოკლეს ვადებში მიწოდება.


Why with us - Journal Law and World