ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოში“ სტატიის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ OJS სისტემაში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს.
სისტემაში დასარეგისტრირებლად და ახალი მომხმარებლის ანგარიშის შესაქმნელად, გთხოვთ, აირჩიოთ ბმული „გამოაგზავნეთ სტატია“ ან ამ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში აირჩიეთ „რეგისტრაცია“.
თუ უკვე გაქვთ ანგარიში - გთხოვთ დააჭიროთ ბმულს „შესვლა“.
ფაილები წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Word, Docx ან Doc ფორმატში.
ავტორთან ყველა კომუნიკაცია (სტატიის მიღება, დამატებითი მასალები, განხილვა და სარედაქციო პროცესის სხვა ეტაპები) ხორციელდება OJS ელექტრონულ სისტემაში.
როგორც კი მივიღებთ ნაშრომს, ავტორს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს თუ რა ეტაპზეა ნაშრომი და დაუკავშირდეს რედაქტორებს ჟურნალის OJS მართვის სისტემის მეშვეობით.
თუ სისტემაში ტექნიკურად ვერ რეგისტრირდებით ან რაიმე შეფერხებაა, გთხოვთ ამის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@lawandworld.ge
სტატიის მომზადებისა და წარდგენისას, გთხოვთ, გაეცნოთ ავტორის სახელმძღვანელოსა და ჟურნალის ეთიკურ სტანდარტებს.