ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიმართოს ჟურნალის მთავარ რედაქტორს (kelenjeridze@eu.edu.ge) და მოითხოვოს საკითხის შესწავლა და რეაგირება.
განაცხადი უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას შესაძლო დარღვევის შესახებ, მათ შორის:
შესაძლო დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს:
აშკარად დაუსაბუთებელი, შეურაცხმყოფელი ან ბოროტი განზრახვით წარდგენილი საჩივრები შეიძლება არ იქნეს მიღებული განსახილველად.
მთავარი რედაქტორი ადასტურებს განცხადების მიღებას 7 სამუშაო დღის ვადაში.
საქმის განხილვის პროცესში ავტორს/ავტორებს ეცნობებათ განცხადების შესახებ და მიეცემათ შესაძლებლობა 14 დღის ვადაში წარმოადგინონ წერილობითი განმარტება, დამატებითი ინფორმაცია ან სხვა საჭირო მასალა.
საბოლოო გადაწყვეტილება, შეძლებისდაგვარად, მიიღება განცხადების მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში. განსაკუთრებულად რთულ შემთხვევებში აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს გონივრული ვადით.
ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი პირი არ მონაწილეობს საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
წარმოდგენილი მასალების, განმარტებებისა და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი სარედაქციო ზომები, მათ შორის:
აღნიშნული ზომების გამოყენებისას ასევე გათვალისწინებულია ჟურნალის ეთიკის კოდექსი და Law and World Corrections and Retractions Policy.
თუ დარღვევა არ დადასტურდა, პროცესი შეიძლება დასრულდეს დამატებითი ზომების გარეშე.
გადაწყვეტილების შესახებ მხარეებს ეცნობებათ წერილობით.
მხარეებს უფლება აქვთ, გადაწყვეტილების მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მოითხოვონ მისი გადახედვა.
გადახედვის მოთხოვნის განხილვისთვის რედაქციამ შეიძლება მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები.
კონფიდენციალურობა
ყველა საჩივარი განიხილება მკაცრად კონფიდენციალურად. პროცესში მონაწილე ყველა პირის ინფორმაცია დაცულია იმ მოცულობით, რაც თავსებადია სამართლიან პროცესთან და საგამომცემლო გამჭვირვალობასთან.
ინფორმაცია გამჟღავნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ ფარგლებით, თუ ეს აუცილებელია სამართლიანი, ობიექტური და სათანადო განხილვის უზრუნველსაყოფად.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება გახდეს განხილვის საფუძველი, თუმცა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ გადამოწმებული ფაქტების საფუძველზე.
წინამდებარე პოლიტიკა გამოიყენება ჟურნალის ეთიკის კოდექსთან, პლაგიატის პოლიტიკასთან, შესწორებისა და გაწვევის პოლიტიკასთან, აგრეთვე სხვა მოქმედ სარედაქციო წესებთან ერთობლიობაში.
ყველა შემთხვევა, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ წესებში, განიხილება Committee on Publication Ethics-ის სახელმძღვანელო პრინციპებისა და საერთაშორისო საგამომცემლო ეთიკის სტანდარტების შესაბამისად.