ავტორობისა და თანაავტორობის პოლიტიკა

ავტორობის განმარტება

ავტორად მიიჩნევა მხოლოდ ის პირი, რომელმაც მნიშვნელოვანი ინტელექტუალური წვლილი შეიტანა კვლევის კონცეფციის შემუშავებაში, ანალიზში, ტექსტის მომზადებასა და საბოლოო ვერსიის დამტკიცებაში, და პასუხისმგებელია ნაშრომის სიზუსტეზე, აკადემიურ კეთილსინდისიერებასა და კვლევის მთლიანობაზე.

ავტორობის კრიტერიუმები და წვლილის გამჭვირვალობა

ავტორთა რაოდენობა უნდა იყოს გონივრულად დასაბუთებული და შეესაბამებოდეს თითოეული პირის რეალურ აკადემიურ წვლილს. ავტორობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, რედაქციას უფლება აქვს მოითხოვოს ავტორთა ინდივიდუალური მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. აღნიშნული სექცია უნდა ასახავდეს თითოეული ავტორის რეალურ აკადემიურ მონაწილეობას კვლევის ყველა ეტაპზე და წარმოდგენის შემთხვევაში ქვეყნდება ნაშრომთან ერთად.

ნაშრომების წარმოდგენის შეზღუდვა

სარედაქციო პროცესის ხარისხისა და მრავალფეროვნების უზრუნველყოფის მიზნით, ერთი ნომრის ფარგლებში ავტორისგან მიიღება ერთი ნაშრომი.

საკონტაქტო ავტორის პასუხისმგებლობა

თანაავტორობის შემთხვევაში, საკონტაქტო ავტორი პასუხისმგებელია ნაშრომის წარმოდგენასა და რედაქციასთან კომუნიკაციაზე ჟურნალის OJS ელექტრონული მართვის სისტემის მეშვეობით.

საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება

აუცილებელია, საკონტაქტო ავტორმა რედაქციას მიაწოდოს ყველა თანაავტორის სრული საკონტაქტო ინფორმაცია, ინსტიტუციური აფილაცია და ელ-ფოსტა.

ORCID iD-ის გამოყენება

ნაშრომის წარმოდგენის პროცესში ყველა ავტორი ვალდებულია წარმოადგინოს საკუთარი ORCID iD, ავტორის იდენტიფიკაციის, აკადემიური საქმიანობის გამჭვირვალობისა და სამეცნიერო ჩანაწერების სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით.

თანაავტორობის დადასტურება

ყველა თანაავტორმა ჟურნალის ოფიციალური ელექტრონული ფოსტაზე უნდა დაადასტუროს საკუთარი ავტორობა და თანხმობა ნაშრომის გამოქვეყნებაზე (info@lawandworld.ge). წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაშრომი სარედაქციო განხილვის პროცესში ვერ გადავა.

ავტორთა რიგითობა

ავტორთა რიგითობა განისაზღვრება ავტორებს შორის შეთანხმებით.

არაავტორული წვლილის აღიარება

კვლევაში შესაძლოა მონაწილეობდნენ ისეთი პირებიც, რომელთა წვლილი ავტორობის საფუძველს არ წარმოადგენს და დაკავშირებულია ტექნიკურ, ადმინისტრაციულ ან სხვა დამხმარე საქმიანობასთან. ასეთ შემთხვევაში ისინი უნდა მოიხსენიონ „მადლობის“ ნაწილში და არ განიხილონ თანაავტორებად.