ავტორად მიიჩნევა მხოლოდ ის პირი, რომელმაც მნიშვნელოვანი ინტელექტუალური წვლილი შეიტანა კვლევის კონცეფციის შემუშავებაში, ანალიზში, ტექსტის მომზადებასა და საბოლოო ვერსიის დამტკიცებაში, და პასუხისმგებელია ნაშრომის სიზუსტესა და აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე.
ავტორთა რაოდენობა უნდა იყოს გონივრულად დასაბუთებული და შეესაბამებოდეს თითოეული პირის რეალურ აკადემიურ წვლილს. ავტორობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, რედაქციას უფლება აქვს მოითხოვოს ავტორთა ინფივიდუალური მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის (Author Contributions) წარმოდგენა. აღნიშნული სექცია უნდა ასახავდეს თითოეული ავტორის რეალურ აკადემიურ მონაწილეობას კვლევის ყველა ეტაპზე და წარმოდგენის შემთხვევაში ქვეყნდება ნაშრომთან ერთად.
სარედაქციო პროცესის ხარისხისა და მრავალფეროვნების უზრუნველყოფის მიზნით, ერთი ნომრის ფარგლებში ავტორისგან მიიღება ერთი ნაშრომი.
თანაავტორობის შემთხვევაში, საკონტაქტო ავტორი პასუხისმგებელია ნაშრომის ატვირთვაზე ჟურნალის ელექტრონული მართვის სისტემაში. რედაქცია კომუნიკაციას აწარმოებს მხოლოდ საკონტაქტო ავტორთან. საჭიროების შემთხვევაში, რედაქცია უფლებამოსილია დაუკავშირდეს სხვა თანაავტორსაც.
აუცილებელია, რომ რედაქციას მიეწოდოს ყველა თანაავტორის სრული საკონტაქტო ინფორმაცია, ინსტიტუციური აფილაცია და ელ-ფოსტა.
ყველა თანაავტორმა უნდა დაადასტუროს საკუთარი ავტორობა ჟურნალის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით; წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაშრომი სარედაქციო განხილვის პროცესში ვერ გადავა.
ავტორთა რიგითობა განისაზღვრება ავტორებს შორის შეთანხმებით.
კვლევაში შესაძლოა მონაწილეობდნენ ისეთი პირებიც, რომელთა წვლილი ავტორობის საფუძველს არ წარმოადგენს და დაკავშირებულია ტექნიკურ, ადმინისტრაციულ ან სხვა დამხმარე საქმიანობასთან. ასეთ შემთხვევაში ისინი უნდა მოიხსენიონ „მადლობის“ ნაწილში და არ განიხილონ თანაავტორებად.