მესაკუთრის მოთხოვნით უძრავ ნივთზე რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერება, როგორც საკუთრების დაცვის ირიბი საშუალება

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

ანოტაცია

  მსოფლიოში არსებულ საკუთრების უფლების გადასვლის სისტემებს ერთმანეთთან, ორი ნიშნით განასხვავებენ : საჭიროა თუ არა სპეციალური საჯარო აქტი და რამდენად არის დამოკიდებული მხარეებზე უფლების გადასვლის მომენტი. კერძო (პუბლიკაციური)
ეწოდება ისეთ სისტემებს, სადაც მხარეები განსაზღვრავენ უფლების გადასვლის მომენტს. ხოლო საადგილმამულო (საქართველო) ეწოდება ისეთ სისტემებს, სადაც საკუთრებაზე უფლების წარმოშობის მომენტს საჯარო აქტთან კავშირში განიხილავენ.
  კერძო სისტემებისთვის დამახასიათებელი არ არის საკუთრების უფლების გადასვლის რეგისტრაციის ფაქტზე დამოკიდებულება. შესაძლებელია, რომ კერძო სისტემის ფარგლებში არსებობდეს ორგანო, რომელიც აღრიცხავს გარიგებებს, მაგრამ ასეთი აღრიცხვა გავლენას ვერ მოახდენს უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე. საადგილმამულო სისტემების არსებობის პირობებში კი რეგისტრაციის ფაქტს კონსტიტუციური მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან სწორედ რეგისტრაციაზე არის დამოკიდებული უძრავ
ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობა, ამდენად ეს ორი სისტემა საკმაოდ მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
  აღნიშნულიდან ირკვევა, რომ საერთო სამართლის ქვეყნებსა და კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებს განსხვავებული
მიდგომები აქვთ საკუთრების უფლების გადასვლის თაობაზე, არსებობს საადგილმამულო და და პუბლიკაციური სისტემები, რომლებიც ახდენენ საკუთრების უფლების გადაცემას კერძო სუბიექტებს შორის, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სისტემებს აქვთ ერთმანეთთან საერთო მახასიათებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს საკუთრების უფლება და, ამასთანავე, უსაფრთხო იყოს რეგისტრაციის პროცედურები.

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

სექცია
Articles

როგორ უნდა ციტირება

მესაკუთრის მოთხოვნით უძრავ ნივთზე რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერება, როგორც საკუთრების დაცვის ირიბი საშუალება. (2022). სამართალი და მსოფლიო, 8(22), 177-183. https://doi.org/10.36475/8.2.13
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

როგორ უნდა ციტირება

მესაკუთრის მოთხოვნით უძრავ ნივთზე რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერება, როგორც საკუთრების დაცვის ირიბი საშუალება. (2022). სამართალი და მსოფლიო, 8(22), 177-183. https://doi.org/10.36475/8.2.13

##plugins.generic.shariff.share##