მიზნები და ამოცანები

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო“ 2015 წელს დაარსდა. ჟურნალის დაარსების მისია სამართლის მეცნიერების განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოებაში სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლების ხელშეწყობაა.

 „სამართალი და მსოფლიო“ არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამართლის ჟურნალი, სადაც სტატიების გამოქვეყნება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და გერმანულ ენებზე, ინგლისური რეზიუმეს სავალდებულო თანხლებით. ამ ხნის მანძილზე ჟურნალმა არაერთი აღიარებული სამართლის მეცნიერისა და პრაქტიკოსი იურისტის ნაშრომი გააცნო საერთაშორისო აკადემიურ სივრცეს.

ჩვენი მიზანია, სხვადასხვა ქვეყნის სამართლის დარგის მკვლევარებს შევთავაზოთ კონკურენტუნარიანი ნაშრომები საერთაშორისო დონეზე მიმდინარე სამართლებრივ საკითხებზე, შევქმნათ საერთაშორისო შედარებითი დისკუსიის პლატფორმა სხვადასხვა იურიდიული სუბიექტებისათვის, წარმოვაჩინოთ მნიშვნელოვანი კვლევები და გავაცნოთ ისინი ფართო საზოგადოებას.

„სამართალი და მსოფლიო“ სტატიებს აქვეყნებს სამართლის სფეროს აქტუალურ საკითხებზე. ჩვენ არ გვაქვს პრივილეგირებული სფერო სამართალში, სამართლის ყველა დარგი ჩვენთვის საინტერესოა. ჟურნალი უპირატესობას ანიჭებს შედარებით კონტექსტში წარმოებულ კვლევით საქმიანობას, რათა იგი საინტერესო იყოს არა მხოლოდ ადგილობრივი არამედ საერთაშორისო სამართლის წრეებისათვის.

ჟურნალის ამოცანებია მაღალ რეიტინგულ საერთაშორიო სამეცნიერო გამოცემებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება, საერთაშორისო სამეცნიერო წრეების მიერ აღიარებულ ავტორიტეტულ საერთაშორისო ბაზებში განთავსება, სამეცნიერო ნაშრომების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობა, მკითხველთა და ავტორთა საერთაშორისო აუდიტორიის გაფართოება და ჟურნალის პოპულარიზაცია.

გამოქვეყნების ენა

ქართული

ინგლისური

ფრანგული

გერმანული

ესპანური

მთავარი რედაქტორი